გამარჯობა, მაინტერესებს ყარაჩაელები და ჩერქეზები თუ ცხოვრობენ საქართველოში და ძირითადად რომელ ნაწილში? როგორ შეიძლება მათთან დაკონტაქტება? მადლობა

ტეგები: Qwelly, ეთნოსი, ისტორია, კავკასიელები, კითხვა, ჩერქეზები

ნახვა: 409

გამოხმაურებები!

გამარჯობა, თაკო!

გმადლობთ ჩვენს ჯგუფში ჩართვისა და საინტერესო შეკითხვის დასმისათვის.

მოგეხსენებათ, რომ ჩერქეზები და ყარაჩაელები ერთიმეორისაგან საკმაოდ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია. ჩერქეზები არიან ადიღეური მოდგმისა და ადიღეურ ენაზე მოსაუბრე ხალხი, ნათესაობაც აკავშირებთ ადიღეელებთან. ყარაჩაელები კი ამჟამად თურქულენოვან ხალხადაა მოხსენიებული მკვლევარების მიერ, თუმცა სხვა რამ საერთო თურქული მოდგმის ხალხებთან არ შეიმჩნევა. წარსულში ურთიერთობა ჩერქეზებს, ყარაჩაელებსა და ქართველებს, ანუ საქართველოს მოსახლეობას შორის არსებობდა, რაც სამეზობლო, ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიხატებოდა; მათ ურთიერთპატივისცემა გააჩნდათ ერთმანეთთან.

რაც შეეხება ჩერქეზებისა და ყარაჩაელების საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრებას, წარსულში ამ საკითხებზე ცნობები ძალზე ნაკლებად გაგვაჩნია. თანამედროვე პერიოდში ყარაჩაელები და ჩერქეზები საქართველოში, კავკასიის ქედის სამხრეთით კომპაქტურად არ არიან ჩასახლებულნი. 

როგორც ცნობილია, ჩერქეზების მონათესავე ადიღეელები (წარსულში ქართულ წყაროებში ჯიქებად იწოდებოდნენ) კი აფსუების სახელით შემოდიოდნენ საქართველოში XV საუკუნის მეორე ნახევრიდან. XVI –XVII საუკუნეებში, ისარგებლეს რა საქართველოს დაქუცმაცებულობითა და დასუტებით, ბრძოლით თუ მშვიდობიანად ჩასახლდნენ თანამედროვე აფხაზეთის ჩრდილო და შუა მხარეებში და გაბატონდნენ. დროთა განმავლობაში მათ მიისაუთრეს აფხაზეთში ისტორიულად მცხოვრები აფხაზების (ბერძნულად ძველად მათ აბაზგებს უწოდებდნენ) სახელიც და დღეს აფხაზებად იწოდებიან ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხი, აფსუათა შთამომავლები.

ამდენად, ჩერქეზების მონათესავე, აფსუათა მოდგმის ხალხი, დღეს აფხაზებად წოდებულნი, მრავლად ცხოვრობენ აფხაზეთში. ხოლო ყარაჩაელები და ჩერქეზები საქართველოში გამოკვეთილ ეთნიკურ ჯგუფებად არ ცხოვრობენ. მათი ცალკეული ოჯახები, შესაძლოა, კიდეც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენადაც საქართველო საბჭოთა კავშირის დროსაც და დღესაც მრავალეროვნული სახელმწიფოა.

გიორგი, მადლობა გამოხმაურებისთვის და ძალიან საინტერესო და ამომწურავი პასუხისთვის. ასევე მაინტერესებს ბარყარელებზეც ინფორმაცია, თუ არიან საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩასახლებულები. ეს ყველაფერი კი გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, როგორც კავკასიელ ხალხთა ისტორია და ურთიერთობა, ასევე ნაწილია ჩემი კვლევის, რომ ვიპოვო ადამიანი ვინც კეფირის ტრადიციული დამზადების მეთოდები იცის და შემოინახა. ინტერნეტში ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ კავკასიაში სწორედ ეს ხალხები იყვნენ ცნობილი კეფირის კეთებით. თუ მათ წარმომადგენელს ვიპოვი, შესაბამისად ვიპოვი ადამიანს რომელიც კეფირის კეთების ტრადიციას მაჩვენებს. თქვენც თუ გაქვთ, რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან დამეხმარებოდა. დიდი მადლობა

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Weight of Wandering Ghosts

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 9, 2026.
საათი: 12:21pm 0 კომენტარი

In Diablo 4:Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters