რვატომეული გამოცემა "საქართველოს ისტორიის ნარკვევები" გამოქვეყნებულია 1970-იან წლებში, სადაც მოცემულია ჩვენი ქვეყნის მეცნიერული ისტორია უძველესი ხანიდან უახლესი პერიოდის ჩათვლით. წიგნის ავტორები _ აღიარებული ქართველი მეცნიერები შერჩეულნი არიან დარგობრივად და კომპეტენციის მიხედვით. "ნარკვევებში" საქართველოს ისტორია წარმოდგენილია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ვითარების მიხედვით, რითაც წარსულის საკმაოდ ნათელ სურათს გვაძლევს. მასში განხილულია საქართველოს ისტორია მეტნაკლებად სრულად ქართული და უცხოური მრავალრიცხოვანი წყაროების ანალიზის საფუძველზე და არსებული საისტორიო ნაშრომების, მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინებით, რითაც ის ქართული ისტორიოგრაფიის იმდროინდელ მდგომარეობასა და მიღწევებს ასახავს. მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა ვრცელია, მოყვანილია არსებული წყაროები და შესწავლილია ისინი წყაროთმცოდნეობის მიმართულებით. ამას გარდა, ნაშრომი მეცნიერული მეთოდოლოგიითა და მაღალი დონის სამეცნიერო აპარატით სტუდენტებისა და მომავალი ისტორიკოსებისათვის თაობების განმავლობაში სამაგალითო ნაშრომს წარმოადგენდა...
"საქართველოს ისტორიის ნარკვევები" წარმოგვიდგენს როგორც ძველი დროისა და იმდროინდელი ქართული ისტორიოგრაფიის მდგომარეობას, არამედ იმ ეპოქის სულისკვეთებასაც გამოხატავს - ის თავისუფალი არ არის საბჭოთა იდეოლოგიური გავლენისაგან, განსაკუთრებით მისი VI-VIII ტომები. მაგრამ მასში უძველესი ხანის, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ეპოქიდან იმდენი ფაქტობრივი მასალა და მეცნიერულად დასაბუთებული და ჯანსაღი მსჯელობაა, რომ კვალიფიციური მკითხველი თავის აზრსაც გამოიტანს და მიხვდება იდეოლოგიური წნეხის კვალს საისტორიო მასალის ანალიზსა და დასკვნებში. ხოლო XX საუკუნის დასაწყისისა და საბჭოთა პერიოდის შესახებ ნარკვევები გაჯერებულია საბჭოთა იდეოლოგიითა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოზიციების გამართლების მცდელობებით, რაც დღეს ნაკლებადღა მოახდენს მკითხველზე თავის ზემოქმედებას.
ნარკვევები, ამასთანავე, დღევანდელი მკითხველისთვისაც საცნობარო ლიტერატურის დანიშნულებას ასრულებს, რამეთუ მასში სრულადაა დასახელებული ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ XX საუკუნის 60-70-იანი წლებისათვის არსებული წყაროები და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები.
"ნარკვევების" მრავალ ნაწილს სამეცნიერო, აკადემიურ სტილთან ერთად არ აკლია მიმზიდველობა, პოპულარულად გადმოცემა. ის მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენს წინაპართა გმირობის, თავგანწირული და ნაყოფიერი მოღვაწეობის მაგალითების, საქართველოს კულტურული მიღწევების დეტალურად გაშუქებითა და ამის შესახებ მეტყველი ფაქტების გადმოცემით, რითაც ამაღლებს მკითხველთა პატრიოტიზმსა და მოქალაქეობრივ შეგნებას... ხოლო ფაქტობრივი მასალის სიუხვე, მათი დეტალურად განხილვა და ანალიზი კი ჩვენი სამშობლოს საკმაოდ ნათელ სურათს წარმოგვიდგენს...
წიგნები:
• ტომი I - საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე
• ტომი II - ადრინდელი ფეოდალიზმი - საქართველო IV-X საუკუნეებში
• ტომი III - ჩამოყალიბებული ფეოდალიზმის ხანა - საქართველო XI-XV საუკუნეებში
• ტომი IV - აღმოსავლელი დამპყრობლებიდან ჩრდილოელამდე XVI-XIX საუკუნეები
• ტომი V - კაპიტალისტური ურთიერთობები საქართველოს XIX საუკუნის 30-90-იან წლებში
• ტომი VI - იმპერიალიზმი და პროლეტარული რევოლუცია, საქართველო 1900-1921
• ტომი VII - ქართველი სოციალისტური ერის დასაწყისი XX საუკუნის 20-30-იან წლებში
• ტომი VIII - სამამულო ომის შემდგომი აღმშენებლობა 1941-1975
ტეგები: Qwelly, ისტორია, ნარკვევები, საქართველოს_ისტორია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•