დათარიღების მეთოდები

კალენდრული დათარიღება და შედარებითი ქრონოლოგია:

წრიული კალენდრის სისტემის გასაგებად უნდა წარმოვიდგინოთ
კბილანებით ურთიერთდაკავშირებული წრეები, ერთი დაყოფილი 1-დან 13-მდე, ხოლო მეორე 20 დღის აღმნიშვნელი ცალკეული სიტყვით. ღვთიური
ციკლი 260 დღისგან შედგება. ამას უკავშირდება მზის წელიწადი, რომელიც 18 თვისგან შედგება, თითოეული თვე კი 20 დღისგან, პლუს 5 დამატებითი დღე. ამასთან კავშირშია ასევე 360- დღიანი ციკლი, რომლის ნაწილი ქვემოთ არის მოცემული. დღეების თანხვედრა ამ ორ წრეზე (მაგალითად 1 კან 1 პოპ) მხოლოდ 52 წელიწადში ერთხელ ხდება.

დღევანდელი და ყველასათვის ცნობილი კალენდარი ეფუძნება იულიუსის კალენდარს (ძვ. სტილი), რომელიც იულიუს კეისარმა შემოიღო ქრისტეს შობამდე 46 წელს ალექსანდრიელი ასტრონომის სოსიგენის რჩევით. ყოველი მეოთხე წელიწადი ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, ხოლო დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 3 დღე-ღამეა ყოველ 400 წელიწადში. ამიტომ 1582 წელს, რომის პაპის გრეგორი XIII-ს დროს იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრეგორიანული კალენდრით (ახ. სტილი) და 13 დღე დაუმატეს.

მეცნიერები, რომლებსაც თარიღები რადიოაქტიური მეთოდებით გამოყავთ,
საერთაშორისო სისტემას გვთავაზობენ, რომელიც არ არის მიბმული რომელიმე კალენდართან. ისინი ათვლას იწყებენ დღევანდელობიდან უკან, თუმცა სიზუსტისთვის პირობითად აღებულია 1950 წელი. ინგლისურად ეს არის BP (Before Present), რაც დღევანდლამდე პერიოდს ნიშნავს, ან უბრალოდ ხმარობენ - ამდენი და ამდენი “წლის წინ”.

თანმიმდევრობა:

რადიოკარბონული (carbon-14 dating) დათარიღების ფუძემდებელი: ნობელის პრემიის ლაურეატი, ულიარდ ლიბი

   ღრმა ზღვის ფსკერის დანალექი ქანების და მყინვარების ფენების შესწავლით დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები დგინდება. ზღვის ფსკერზე ყოველწლიურად დალექილი შრეები სხვადასხვა მოლუსკებს შეიცავს. ნიჟარების ჟანგბადის ორი იზოტოპის შეფარდებით დგინდება ზღვის ზუსტი ტემპერატურა იმ დროისათვის როცა ეს ორგანიზმები ცოცხლები იყვნენ. დღეს ჩვენ უკვე 2.3 მილიონი წლის ტემპერატურული ცვლილების მიმდევრობა გვაქვს ამ მეთოდის გამოყენებით, და შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ გამყინვარებისა, თუ დათბობის ციკლები დედამიწაზე. მყინვარებიც ანალოგიურად ასახავენ ყოველწლიურ კლიმატურ ცვლილებას,
თუმცა ამ მიმდევრობის დანახვა მხოლოდ 2000-3000 წლის განმავლობაში შექმნილ ყინულის შრეებშია შესაძლებელი.

ძვლებით დათარიღება

   გამოთვლა ხდება ძვალში აზოტის, ფტორისა და ურანის შემცველობის ცვლილებით. ძვალში არსებული ცილა თანდათანობით კარგავს აზოტს. თანამედროვე ძვალში აზოტის შემცველობა არის 4 პროცენტი და ლაბორატორიულად შეიძლება იმის გამოთვლა თუ რა რაოდენობის აზოტი გამოეყო ძვალს. მეორე მხრივ, გრუნტის წყლებიდან ძვალი თანდათანობით ითვისებს ფტორსა და ურანს, რაც ასევე დათვლადია ლაბორატორიულად. თუმცა ორივე შემთხვევაში, დაკარგული აზოტის, თუ შეძენილი ფტორისა და ურანის რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს ის სპეციფიკური გარემო სადაც ძვალი იყო დამარხული; მაგალითად - ნიადაგის შემცველობა წყლით, ქიმიური ნივთიერებების, თუ ბაქტერიების ზემოქმედება. თუმცა ეს მეთოდი ეფექტურია ერთი და იგივე კონტექსტში აღმოჩენილი სხვადასხვა ძვლის ნიმუშის შედარებითი ქრონოლოგიის დასადგენად. ამ მეთოდის გამოყენებით დადგინდა, რომ ე.წ. ეუანთროპუს დოუსონი ადამიანის ევოლუციაში ადრე უცნობი ახალი სახეობა კი არა, არამედ ორანგუტანის ყბისა და თანამედროვე ადამიანის თავის ქალის ხელოვნურად შეკავშირებით მიღებული ყალბი
სახეობა ყოფილა.

ობსიდიანის (ვულკანური მინის) და თიხის ნაკეთობების ასაკის დასადგენად ურანის, რომლის ატომური წონა 238-ს უდრის, ატომის ნახევარდაშლის შესწავლა გამოიყენება. ურან-238-ს ნახევარდაშლის პერიოდი უდრის 4,500 მილიონ წელს.

კალიუმ-არგონის დათარიღება ემყარება რადიოაქტიური კალიუმის, კალიუმ 40-ის დაშლას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება აირი არგონ-40. კალიუმ 40-ს ქანები შეიცავს, ამიტომ ასეთი დათარიღება გამოიყენება ისეთი ქანების თარიღის დასადგენად რომლებიც არქეოლოგიურ მასალას შეიცავს.

თერმოლუმინესცენტური დათარიღების მეთოდს მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ იყენებენ თიხის ნაკეთობების ასაკის დასადგენად. გამოწვის შემდეგ თიხაში არსებული რადიოაქტიური ელემენტები დაშლას განიცდის, თუმცა გამოყოფილი ენერგია გარეთ ვეღარ გამოდის და იქვე გროვდება. აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტის ხელმეორედ გაცხელების შედეგად ხდება დაგროვილი ენერგიის სინათლის სახით გამოყოფა. სინათლის ინტენსივობის გაზომვით მეცნიერები ადგენენ, თუ რამდენი წლის წინაა გამომწვარი თიხის ეს ნაკეთობა.

ელექტრული რეზონანსის მეთოდი თერმოლუმინესცენტურის მსგავსია, მხოლოდ ნიმუშის გაცხელების ნაცვლად ხდება დაგროვილი ენერგიის გამონთავისუფლება სინათლის სახით, ნივთის მაღალ ელექტრულ ველში მოთავსებით.

გრაფიკზე ნაჩვენებია, თუ აბსოლუტური დათარიღების რომელი მეთოდი რომელი  რონოლოგიური მონაკვეთის დასათარიღებლდ გამოიყენება

ტეგები: Qwelly, დათარიღება, თარიღი, ისტორია, კალენდარი

ნახვა: 955

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters