ინგლისური სიტყვა "holocaust"  ნიშნავს "სრულად დაწვას".ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების,ასევე ბოშების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.

მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების,პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით,მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

წყარო 1: სტატისტიკური მონაცემებით ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა:3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, მილიონ 200 000 ათასი საბჭოთა ებრაელი,140 000 ლიტველი ებრაელი,70 000 ლატვიელი ებრაელი, 560 000 უნგრელი ებრაელი, 280 000 რუმინელი ებრაელი,140 000 გერმანელი ებრაელი, 100 000 ჰოლანდიელი ებრაელი,80 000 ფრანგი ებრაელი, 80 000 ჩეხი ებრაელი, 70 000 სლოვაკი ებრაელი, 65 000 ბერძენი ებრაელი,60 000 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.ბალტიისპირეთს ნაცისტებმა "ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა"უწოდეს-ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტის იქნა განადგურებული ბალტიის პირეთში.

ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინი

   ომის პირველ ეტაპზე,ss _ის რაზმებს და ჯარისკაცებს ევალებოდათ ათასობით ტყვის დახვრეტამაღაროებსა და თხრილებში, რათა ადვილი ყოფილიყო მათზე მიწის მიყრა,ხოლო კატეგორიებად გადარჩეული მოსახლეობის მრავალრიცხოვანი ჯგუფები გადაჰყავდათ გეტოებში.

    გეტოები დიდ ქალაქებში შენდებოდა,უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში,იქ 480 000_მდე ებრაელი იმყოფებოდა, ქ.ლოძის(პოლონეთი) გეტოში 160 000_მდე ებრაელი ცხოვრობდა.საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტო იყო ლვოვში (409 000 ადამიანი,არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან 1943 წლის ივნისამდე) მინსკში 100 000 ათასამდე ადამიანი,ვილნიუსში 57 ათასი ადამიანი და ბელოსტოკში 50 000 ათასი.

1942 წლიდან ნაცისტებმა შეცვალეს დახვრეტის და გეტოს პოლიტიკა საკონცენტრაციო ბანაკებით, 1941 წლის ივლისში ჰერმან გერინგმა უბრძანა რაიხის უშიშროების სამსახურებს ფიურერის ბრძანების შესაბამისად მოემზადებინათ ებრაელტა და სხვა ტყვეების განადგურების გეგმა, გერმანელი ოფიცრების ხშირად შესჩიოდნენ ჰაინრიხ ჰიმლერს რომ მოსახლეობის ქალების და ბავშვების დახვრეტა ცუდად მოქმედებდა ვერმახტის ჯარისკაცებზე,

1942 წლის იანვარში ნაცისტურ კომფერენციაზე შეიმუშავეს რაიხის მტრების განადგურების ეფექტური გეგმა,ამიერიდან იფიციალურ დოკუმენტებში განადგურების ნაცვლად გამოიყენებოდა სიტყვა ევაკუაცია და დახვრეტის ნაცვლად დაინერგა გაზით მოწამვლის მეთოდი.

 წყარო 2: "ოსვენციმში(უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკი) მოსაწყენად არ მეცალა,მოდიოდა და მოდიოდა ხალხის ნაკადი,მევალებოდა დასახული ამოცანის უნაკლოდ შესრულება,მე გულგრილად უნდა მეყურებინა,მეთვალყურეობა უნდა გამეწია,თუ როგორ  შედიოდნენ გაზის კამერეში დედები ატირებულ ბავშვებთან ერთად,დღე და ღამე სააობით მიხდებოდა ფეხზე დგომა,ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებოდი ტყვეთა გაგუდვის პროცესს,რომ არავინ არ გადარჩენილიყო.

ჩემი ოჯახი იქვე ცხოვრობდა,ისინი ყველაფერით უზრუნველყოფილნი იყვნენ,როდესაც ვხედავდი,თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი ბედნიერი შვილები და ვუყურებდი ჩემი ცოლის მშვიდ სახეს,ვეკითხებოდი ჩემს თავს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ბედნიერება??"( ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ჩანაწერებიდან)

 

წყარო 3: "პირველად მათ ებრაელებს მოაკითხეს და მე ხმა არ ამომიღია,რადგან ებრაელი არ ვიყავი,შემდეგ მათ კომუნისტებს მოაკითხეს და მე ხმა არ ამომიღია,რადგან კომუნისტი არ ვიყავი,შემდეგ მათ პროფკავშირს მოაკითხეს და მე მაშინაც ხმა არ ამომიღია,რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი,შემდეგ ისინი ჩემამდე მოვიდნენ და არავინ დარჩა დამცველი"

ნაციზმის მსხვერპლი ღირსი მამა ნეიმიულერი.

ნახვა: 1743

გამოხმაურებები!

რამაგარი პოსტია

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters