ლიბერალიზმი როგორც მოძღვრება პირდაპირ არის დაკავშირებული ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის სახელთან რადგან მან წამოაყენა სახელმწიფოს მმართველობის მოდელი და ლიბერალიზმის ფუძემდებლად ის მოიაზრება, ლოკის სახელს უკავშირდება ფსიქოლოგიის როგორც ემპირიული მეცნიერების ჩამოყალიბება, მას ასევე ბევრი სხვა დამსახურებები მიეწერება პილიტიკაში თუ სხვა სფეროებში.

  სიტყვა „ლიბერალი“ ( liber )  ლათინური სიტყვაა და თავისუფლებას ნიშნავს. ტერმინი ლიბერალური მეთოთხმეტე საუკუნიდან დღემდე ფართოდ გამოიყენება,თუმცა ამ ტერმინმა საკუთარი არსებობის მანძილზე უამრავი სხვადასხვა მნშვნელობითი დატვირთვა მიიღო. თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა ადამინთა კლასს, რომლებიც არ იყვნენ ყმები და არც მონები, ლიბერალები იყვნენ თვაისუფალი მოქალაქეები. პოლიტიკური დატვირთვა ლიბერალიზმმა გაცილებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყოსსში, მიიღო.  

   ლიბერალები არიან ადამიანები ვინც თავს ინდივიდუალურად თავისუფლად მიიჩნევენ , ვინც ქმნის ღია და შემწყნარებლურ საზოგადოებას, რომლის წევრებიც თავისუფლად ირჩევენ საკუთარ იდეებსა და ინტერესებს, გარედან მინიმალური ჩარევის გზით.ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა, არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა და სხვა.

   ლიბერალიზმმა პოლიტიკური დატვირთვის შეძენა დაიწყო შუა საუკუნეების ევროპულ საზოგადოებაში. ლიბერალები გამოდიოდნენ  ამ დროს  გაბატონებული რელიგიური კუთვნილებისა და  სოციალური წყობის წინააღმდეგ,  რომელშიც პიროვნების სოციალური სტატუსი განისაზღვრებოდა არა საკუთარი შესაძლებლობებით, არამედ დამოკიდებული იყო მის ან მისი მშობლების სტატუსზე. იმ სოციალური წყობის წინააღმდეგ, სადაც ადამიანები უბრალოდ იბადებოდნენ დიდგვაროვნებად, თავისუფალ მეთემეებად, ყმებად და მათ არ გააჩნდათ „ღვთითმომადლებული ბუნებრივი უფლებები“ და თანასწორუფლებიაობა.  

  ლიბერალიზმის იდეების აღზევებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი XVI საუკუნის პროტესტანტულმა  რეფორმაციამ. ადამიანები  სულ უფრო ხშირად ილაშქრებდნენ ავტორიტეტების, ტრადიციებისა და დოგმების წინააღმდეგ. თუმცა ნაბიჯი ინდივიდუალური შეგნებიდან ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ არ იყო გადადგმული. ეს ნაბიჯი გადაიდგა XVII და XVIII საუკუნეებში, განმანათლებლობის ხანაში. აქ ლიბერალიზმმა შეიძინა კიდე ერთი მახასიათებელი, მოხდა მისი  ეკონომიკური კუთხით გააზრება და დაიწყო კაპიტალისტური იდეების განვითარება. კაპიტალისტური იდეების ერთერთი ყველაზე დიდი დამცველი იყო განმანათლებლობის მოძრაობის წევრი ადამ სმიტი, რმელმაც თავის ნაშრომში „ ერების სიმდიდრე“ ­ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძვნებული ეკონომიკური პოლიტიკას უწოდა ყველაზე შედეგიანი და ყველაზე სამართლიანი პოლიტიკა.

   დღეს ლიბერალისტური შეხედულებები ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნების  მთავარ იდეოლოგიას.  უამრავ ქვეყანაში ლიბერალიზმმა თავისი განსაკუთრებული ადგილი  და დატვირთვა შეიძინა, ოცდამეერთე საუკუნეში ლიბერალიზმი წამყავი პოლიტიკური იდეოლოგიაა, თავისი უამრავი უნიკალური ნაზავით მსოფლიო, ქვეყნების მასშტაბით.

 

 

 

ნახვა: 1077

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters