რომი ოდითგანვე მილიტარისტური სახელმწიფო იყო და შედეგიც ის გახლდათ, რომ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი და კარგადორგანიზებული ჯარი სწორედ რომის იმპერიას ჰყავდა. მსოფლიოზე ლიდერობის გზაზე კი მისი მეტოქე კართქგენი იყო. რომაელები კართაგენის სახელმწიფოს "პუნიკურს" უწუდებნდენ. ამიტომ რომსა და კართაგენს შორის სამ სისხლისმღვრელ ომს "პუნიკური ომები" ეწოდა.

პირველი პუნიკური ომი

      (ძვ. წ. 264 - ძვ. წ. 242) დაწყების მიზეზი იყო დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე ჰეგემონობა. მოცემულ დროს რომაელებმა უკვე მთლიანად დაასრულეს იტალიაში ექსპანსია და სურდათ ზღვაზე ბატონობის მოპოვება, მაგრამ მათ არც გამოცდილება ჰქონდათ არც ფლოტი, ხოლო კართაგენი უკვე აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ ნაწილს, მას დაპყრობილი ჰქონდა სიცილია, სარდინია, კორსიკა და სამხრეთ ესპანეთი. მიუხედავად ამისა რომაელებმა მოიპოვეს ამ ომში გამარჯვება რის შედეგადაც დაიპყრეს სიცილია, თვითონ კართაგენში კი ამ დამარცხებისგან ისე აირია სიტუაცია, რომ რომაელებმა უპრობლემოდ დაიკავეს სარდინიაც და კორსიკაც.

მეორე პუნიკური ომი

      (ძვ. წ. 218 - ძვ. წ. 202) კართაგენი არ აპირებდა მარცხთან შეგუებას.ზღვაზე დაკარგული კუნძულების სანაცვლოდ კართაგენმა ახალი ესპანური ოლქები დაიპყრო.ძვ.წ.226/225 წლებში რომმა და კართაგენმა პირინეს ნახევარკუნძულზე თავიანთი გავლენის გამყოფ ზოლად მდ. ებრო დაასახელეს. ეს შეთანხმება რომაელებმა დაარღვიეს, როდესაც კართაგენის ზონაში მდებარე ქ. საგუნტუმი თავის მფლობელობაში მოაქციეს. ეს გახდა რომსა და კართაგენს შორის ახალი ომის საბაბი. ძვ. წ. 219 წელს 25 წლის კართაგენელმა სარდალმა ჰანიბალმა აიღო საგუნტუმი. საპასუხოდ რომმა კარტაგენს ბრძოლა გამოუცხადა. ასე დაიწყო მეორე პუნიკური ომი. ჰანიბალმა გადაწყვვიტა მტრის ტერიტორიაზე ეომა. ძვ. წ. 218 წელს მან 40 000–იანი ჯარით ალპები გადალახა და ჩრდილო იტალიაში შევიდა. რომის მოძულე გალური ტომები, რომლებიც ჰანიბალს გამათავისუფლებლად მიიჩნევდნენ, მის მებრძოლთა რიგებს ავსებდნენ. რომი ბრძოლას ბრძოლზე აგებდა.

მესამე პუნიკური ომი

      (ძვ. წ. 149 - ძვ. წ. 146) მეორე პუნიკურ ომში დამარცხების შემდეგ კართაგენი ძლიერ დასუსტდა, მაგრამ რომს ჰანიბალის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა. სენატორი კატონ უფროსი სენატის ყოველ სხდომაზე ერთი და იმავეს იმეორებდა: „კართაგენი უნდა დაინგრეს“! ძვ.წ. 149 წელს რომაელებმა კართაგენს ალყა შემოარტყეს. ამჯერად რომაელებს სარდლობდა სციპიონ აფრიკელი უმცროსი, შთამომავალი სახელოვანი პუბლიციუს კორნელიუს სციპიონისა. ჯარის გარეშე დარჩენილი კართაგენის მოსახლეობა 3 წლის განმავლობაში მამაცურად იცავდა თავს, ამაგრებდა თითოეულ სახლს. ალყა 3 წელს გრძელდებოდა, ბოლოს რომაელებმ აირეს კართაგენი. ჯერ დაანგრიეს, შემდეგ გადახნეს და მარილი დათესეს, რომ არაფერს გაეხარა ამ მიწაზე.კართაგენის სამფლობელოები რომის ხელში გადავიდა.

      ჰანიბალი დაიბადა ცნობილი სარდლისა და პოლიტიკური მოღვაწის, ჰამილკარ ბარკას ოჯახში, ჰამილკარს ჰანიბალის გარდა 2 ვაჟი (ჰასდრუბალი და მაგონი) და რამდენიმე ასული ჰყავდა, რომელთა სახელები არაა ცნობილი. ჰამილკარის მრავალრიცხოვან შთამომავლებს შორის ისტორიაში წარუშლელი კვალი მხოლოდ მისმა ვაჟებმა დატოვეს. ბიჭები განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით გამოირჩეოდნენ. ჰამილკარის ვაჟთა შორის უფროსი ჰანიბალი იყო, რომელიც დაიბადა ძვ. წ. 247 წელს. ჰამილკარი თავის ვაჟებს სიამაყით ლომის ბოკვრებს უწოდებდა. „ლომის ბოკვრებმა“ ყრმობა, უმეტესად მამის სამხედრო ბანაკებში გაატარეს. მე-2 პუნიკური ომის დროს ჰანიბალმა განამტკიცა პოზიციები პირენეს ნახევარკუნძულზე. 219 - წელს ის თავს დაესხა რომის მოკავშირე საგუნტუმს ესპანეთში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა კანესთან ძვ.წ - 216 წელს, სადაც ჰანიბალმა, ახალ ხაფანგში შეიტყუა და გაჟღლიტა რომაელთა მრავალ რიცხოვანი ლაშქარი. ამის შემდეგ რომაელები გაურბოდნენ გადამწყვეთ ბრძოლას ჰანიბალთან და მის გამოფიტვას ცდილობდნენ, მართლაც ჰანიბალს პრობლემები გაუჩნდა ჯარის მომარაგებასთნ და შევსებასთან დავავშირებით, რომაელებმა კი თანდათან მოახრეხეს გაძლიერება და ბრძოლა აფრიკაში გადაიტანეს.

      კართაგენის დამარცხების შემდეგ რომის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კონკუტენტი აღარ ჰყავდა და მთელი ძალა აღმოსავლეთისკენ მიმართა. ჯერ კიდევ II - პუნიკური ომის დასაწყისში რომი პარალელურად ებრძოდა მაკედონიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დამკვირდების ცდილობდა ძვ.წ II საუკუნის პირეველ ნახევარში მან ამ ფრონტზე საგრძნობლად წაიწია წინ, მაგრამ კართაგენის არსბობა მაინც არ ასვენებდა რომაელებს. ამ უზარმაზარი ქალის ადამიანური და ფინანსური რესურსები პოტენციურ საფრთხეს შეიცავდა და რომაელებსეს საფრთხე სულ ახსოვდათ.

ნახვა: 6581

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters