საზოგადოებრივი მსახურების დაწყებამდე, იესო ქრისტეს ცხოვრებიდან ცნობილია
მხოლოდ ის, რასაც ლუკა მახარებელი გვამცნობს: "ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და
განმტკიცდებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა და მადლი ღვთისაი იყო მის ზედა". იესო
ქრისტე იყო არა მხოლოდ ღმერთი, არამედ კაციც და როგორც კაცს მას უნდა გაევლო ყოველი
ასაკის ეტაპები. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ღვთიური გულისხმისყოფის
მთელი სიღრმითა და სისრულით შეერთება ადამიანის ინდივიდუალურ ცნობიერებასთან, რასაც
როგორც ღვთის ძე, ფლობდა ყმაწვილი იესო.
ყმაწვილ იესოს თორმეტი წელი შეუსრულდა, როცა მას პირველად გამოაჩნდა მკვეთრად
მისთვის განცხადებული საღვთო სიბრძნე.
მოსეს სჯულის მიხედვით (2 სჯ 16,16) ყველა ებრაელი ვალდებული იყო წელიწადში სამჯერ
მისულიყო იერუსალიმში: პასექის დღესასწაულზე, ერგასისზე (სულიწმინდის მოფენა) და
კარვობაზე, გამონაკლისი დაშვებული იყო მხოლოდ ბავშვებისა და მოხუცებისათვის. ეს
განსაკუთრებით პასექს ეხებოდა. თორმეტი წლის ყმაწვილი უკვე ხდებოდა "სჯულის შვილი". ამ
დროიდან მას უნდა შეესწავლა სჯული და აღესრულებინა მისი ყველა მოთხოვნა, კერძოდ, უნდა
ევლო იერუსალიმში დღესასწაულებზე.
მართალი იოსები ხუროდ მუშაობდა და უფალი იესო, რომელმაც ყოველივე შექმნილს
სიცოცხლე მიანიჭა, თავისი ყოვლადწმინდა დედასთან ერთად ხუროს ხელიდან იკვებებოდა,
თვითონაც ეხმარეობოდა შრომაში და ამასთან, ისეთი გულმოდგინებით და მორჩილებით, რომ
იუდეველები მას ხუროს ვაჟს ან უბრალოდ ხუროს ეძახდნენ. მაშინ მიღებული წესის მიხედვით
მამა ვალდებული იყო, რომ შვილზე თორმეტი წლის ასაკამდე ეზრუნა, ამ დროიდან კი ვაჟი
დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდა ( იოსები ისე ზრუნავდა იესოზე, რომ თვით ღვთისმშობელი
მოხუცებულ დამწინდველს თავისი ძის მამას უწოდებდა).
წმ. ლუკა მახარებელი შენიშნავს, რომ იესოს მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ
იერუსალიმში (ღმერთი – ყრმის შობის საიდუმლო დაფარული იყო. მარად ქალწული მარიამი და
მოხუცი იოსები სასარგებლოდ და საჭიროდ არ მიიჩნევდნენ მის გამხელას და ნაზარეთის
მცხოვრებთა თვალში იოსები იყო მარიამის ქმარი და იესოს მამა. ამიტომაც არის, რომ ამ
გამოთქმას მახარებელი ხმარობს საერთო აზრის შესაბამისად. სხვა ადგილას (ლუკ. 3, 23) ის
პირდაპირ ამბობს, რომ იოსები მხოლოდ ითვლებოდა იესოს მამად, სინამდვილეში კი არ იყოო).
ყოვლაწმინდა მარიამისთვის არ არსებობდა უფრო დიდი სიხარული, ვიდრე თავის ძეში
ღვთაებრივი დიდებულების თანდათანობით გამოვლინება, იესოზე მიწიერ მზრუბვლეობას
სიყვარულით იდებდა თავს. თუმცა მას არც დაცვა და არც დარიგება არ სჭირდებოდა.
ყოვლაწმინდა დედა მოკრძალებით აკვირდებოდა ყველაფერს, რასაც ხედავდა თავის ძეში; რაც
მისგან და მის შესახებ ესმოდა, ყოველივეს იმარხავდა.
აღთქმულ მესიაში სიბრძნის და მადლის მთელი საუნჯე იყო დაფარული: ადამიანებისაგან
მას არაფრის სწავლა არ სჭირდებოდა, მაგრამ ადამიანური ბუნების მიხედვით მასში
ყოველივე თანდათონობით ვლინდებოდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები სჯულის მოთხოვნის შესაბამისად
ყოველწლიურად იერუსალიმში ადიოდნენ, როდესაც ყრმა იესოს თორმეტი წელი შეუსრულდა მათ ისიც თან წაიყვანეს ტაძარში. იესო მშობლებთან ერთად მიდის იერუსალიმში, რათა გვიჩვენოს
ყველაფერში, რომ იგი არც ღვთის წინააღმდგომია და არც სჯულის მოთხოვნებს
ეწინააღმდეგება, როდესაც მათ აღასრულეს დღეები, ანუ პასექის შვიდი დღე, იოსები და
მარიამი შინისაკენ გაემართნენ, იესო კი იერუსალიმში დარჩა. მარიამმა და იოსებმა ეს
ვერ შენიშნეს, ფიქრობდნენ, რომ ყრმა ნაცნობებთან და ნათესავებთან იქნებოდა,
მაგრამ საღამოს, როდესაც ძებნა დაუწყეს ვერსად იპოვეს იგი. შიშითა და შფოთვით
აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში და ძიება იქ განაგრძეს, მაგრამ მხოლოდ სამი დღის
შემდეგ ` პოეს იგი ტაძარსა მას შინა, მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და
ჰკითხვიდა მათ~ (ლუკ 2,46) უსვამდა რა მათ კითხვებს სჯულის შესახებ და ყველას
`განუკვირდებოდა~ მისი გონების ძალა და უჩვეულო განსწავლულობა. `განუკვირდებოდა მათ
ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმის – ყოფა იგი და სიტყვისმიგება მისი~ (ლუკ 2,47).
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ იესო ამჯერად ავლენს გონებისა და სულის საოცარ
ნიჭებს, საუბრობს უჩვეულო სიბრძნით, მაგრამ ამავე დროს, განსხვავებით მისი
სამომავლო ქადაგებისა და მოღვაწეობისაგან, შურსა და მტრობას არ აღძრავს
მსმენელში – მიუხედავად იმისა, რომ მისი მსმენელები ამჯერადაც, ისევე როგორც
მომავალში – სწორედ სჯულის მცოდნე იუდეველები არიან. ახლა ისინი მას ბავშვივით
ესაუბრებიან. ბავშვის მიერ გამოვლენილი უჩვეულო გონიერება კი ნაკლებად სურს მსმენელს.
ღვთისმშობელი იოსებს მამას უწოდებს, თუმცაღა იცოდა რომ იგი მამა არ იყო.
უეჭველია, რომ იგი იოსებს მის მამას იუდეველთა გამო უწოდებს, რათა მათ არ
გასჩენოდათ რაიმე არა წმინდა აზრი მის დაბადებასთან დაკავშირებით. სხვაგვარად:
რამდენადაც იოსები მამობრივ მზრუნველობასა და სამსახურს უწევდა აღზრდაში,
მართებულად უწოდა მას მამა, თითქოსდა სული წმიდამ უბოძა მას პატივი მამად
წოდებისა.
ნუთუ ფიქრობდნენ, რომ იგი, როგორც ბავშვი დაიკარგა ან გზა აებნა? ისინი
ეძებნედნენ მას იმიტომ, რომ იგი როგორღაც არ ჩამორჩენოდა მათ და როდესაც იგი იპოვეს
ტაძარში გაოცებული დედა მივიდა მასთან და უთხრა: "შვილო, რა ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა
ესე რა მე და მამაი შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ" (ლუკ 2, 48) თითქოს სრულიად
სამართლიანი საყვედურია: მართლაც იოსები და მარიამი – საზარელი შიშით აღძრულნი – აქეთ-
იქით მიმოდიოდნენ და ეძიებდნენ ყრმას. ის კი ძალიან მშვიდად იჯდა ტაძარში და
გარშემომყოფთ ესაუბრებოდა. რამდენადაც ქალწულმა იოსებს მისი მამა უწოდა, იგი
ეუბნება: არა ის, იოსებია, ჩემი ჭეშმარიტი მამა, თუმცა მე მის სახლში ვიყავი; არამედ
ღმერთია – ჩემი მამა და ამიტომ მე მის სახლში ვარ – ანუ მის ტაძარში. მან აქ
პირველად აღიარა თავისი თავი ღვთის ძედ. იოსებისთვის და ქალწული მარიამისთვის იესო ქრისტეს
ღმერთად და კაცად გამოცხადება მოულოდნელი იყო.
ღვთისმშობლის კითხვას იესო საოცარი სიტყვებით პასუხობს: "და რასა მეძიებთ მე?
არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ – არს ჩემი ყოფა?" (ლუკ 2, 49) ამ
ნათქვამმა წარმოაჩინა, რომ იგი – იესო არის ძე ღმრთისა, რომ მას სწორედაც აქ – უფლის
ტაძარში შეჰფერის ყოფნა, რომ იგი ამ უდიდეს საქმეთა აღსასრულებლად მოვიდა, რომელნიც
მას მამამ მიანდო. დედის სიტყვებზე ყმაწვლის პასუხმა პირველად გახსნა მისი მისია
ქვეყნად – აღსრულება მისი წარმომადგენლის ნებისა, მაგრამ მაშინ ვერავინ გაიგო მისი
სიტყვები, ვერავინ ჩასწვდა მათ საღმრთო სიღრმეს, თუმცა ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელმა გულის სიღრმეში დაიმარხა ისინი, ისევე, როგორც ნებისმიერი ნათქვამი
თავისი ძისა. ამის შემდეგ იესო გაყვა მათ ნაზარეთში. იგი ეხმარებოდა იოსებს, რომელიც
ხუროს მძიმე და მომქანცველ საქმიანობას ეწეოდა.
გადმოცემა არაფერს ამბობს ნაზარეთში მათ შემდგომინდელ ცხოვრებაზე,
მაგრამ სახარებისეული თხრობა გვასწავლის, რომ ნაზარეთში დაბრუნებული იესო მარიამის და
იოსების სრულ მორჩილებაში იყო: `იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა
წინაშე ღმრთისა და კაცთა". ამ სიტყვებით ასრულებს თხრობას წმინდა მახარებელი იესო
ქრისტეს ყრმობის შესახებ.
იესო ემორჩილებოდა მშობლებს, მოგვცა რა მაგალითი იმისა, რომ ჩვენც
დავემორჩილოთ ჩვენს მშობლებს. ქალწული იცავდა ყოველივე ამას; ვინაიდან საქმეები და
სიტყვები ყრმისა ღმრთაებრივნი იყვნენ და მათში თორმეტი წლის ყრმა კი არ ვლინდებოდა,
არამედ სრულიად მოწიფული ადამიანი. იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს "წარემატებოდა
სიბრძნითა", მახარებელი უმატებს "და ჰასაკითა" , ვინაიდან წარმატებას "ჰასაკით"
უწოდებს წარმატებას სიბრძნით. "და მადლით წინაშე ღმრთისა და კაცთა", ანუ
ღმრთისათვის სათნოს და კაცთაგან საქებარს იქმოდა; მაგრამ ჯერ ღმრთისთვის იყო
საამო, შემდეგ კი ადამიანთათვის; ვინაიდან, ჯერ სათნო უნდა ეყო ღმერთს, შემდეგ კი
ადამიანებს!
ტეგები: Qwellyland, holy_bible, წმინდა_წერილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•