მოკლე შინაარსი: დამოძღვრა სულიერი ზრდისა(1-3) და მოწყობის(4-10) კეთილმოქმედი ცხოვრების(11-12),ხელისუფლებისსადმი მორჩილებისა და (13-17) მონების თავიანთ ბატონებთან ერთგული მსახურების შესახებ(18-20).უფლის ვნებების მაგალითი(21-25).

 

 

                                  თავი მეორე

 

მეორე თავში წმინდა პეტრე შეგვაგონებს ქრისტიანებს,მტრულად განწყობილ წარმართთა შორის ტავიანთი წმინდა,ღვთისსათნო ცხოვრებით აჩვენონ,რომ ისინი არიან " ნათესავი რჩეული,სამეფოი სამღვდელოი,თესლი წმიდაი,ერი მოგებული,რაითა სათნოებათა მიუთხრობდეთ,რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდა თქუენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა(2,9) მაშინ წარმართებიც მოექცევიან ქრისტესკენ,როდესაც დაინახავენ ქრისტიანს კეთილმოქმედ ცხოვრებას და განადიდებენ ღმერთს იმისათვის რისთვისაც მანამდე მორწმუნეებს ლანძღავდნენ.

 

აქ რომაელ-კათოლიკეთა ცრუსწავლების უარსაყოფად,თითქოსდა კლდე,რომელზედაც დაფუძნებულია ეკლესია(მათე16,18)პეტრე მოციქულის პიროვნებაა,უნდა აღვნიშნოთ,რომ თვით წმინდა მოციქული უწოდებს კლდეს(ლოდს) არა თავის თავს არამედ უფალ იესო უ ქრისტეს,როგორც ეს მე4_ე მუხლიდან ჩანს, ეკლესიის საფუძველი,მისი თავკიდური ლოდი ეს თვით ქრისტეა,ხოლო ყველა მორწმუნე,ეკლესიის წევრები "ლოდნი ცხოველნი" ამ ლოდზე უნდა აღშენდებოდნენ სახელად სულიერად,სამღვდელოდ წმიდად,შესაწირავადმსხვერპლთა სულიერთა,სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრსიტეს მიერ"(2,) როგორც ძველ აღთქმაში ღმერთს ქონდა თავისი ტაძარი და ჰყავდა თავისი მღვდლები,რომლებიც ღმერთს მსხვერპლშეწირვით ემსახურებოდნენ,ასევე ახალ აღთქმაში ქრისტეანეთა მთელი საზოგადოება,სულიერი მოსაზრებით უნდა იყოს ერთდროულად ტაძარიც და მღვდელიც.ეს რა თქმა უნდა ხატოვანი გამოთქმაა და ამით არ უქმდება სამღვდელოება,როგორც მორწმუნე პირთა განსაკუთრებული დასი ეკლესიაში დადგენილი საღმრთო ერის განსაწმენდად,საიდუმლოთა აღსასრულებლად და ეკლესიის სამართავად.ყველა მორწმუნეს იმიტომ ეწოდება "წმინდა სამღვდელოება" რომ მათ ღმერთს უნდა შესწირონ სულიერი მსხვერპლი,ანუ  სათნოებათა მსხვერპლი.სათნოებებს იმიტომ ეწოდება მსხვერპლი,რომ მათი აღსრულება უკავშირდება საკუთარი ვნებების და ბოროტი სურვილების დათრგუნვას. 6-8 მუხლებში წმინდა მოციქული კვლავ უწოდებს უფალ იესუ ქრისტეს "თავკიდურ ლოდს" და იმოწმებს ესაიას წინასწარმეტყველებას (28,16) რომლის სიტყვების უეჭველად, მესიას მიეკუთნება. ამ წინასწარმეტყველებას თვით უფალიც მიაკუთნებდა თავის თავს(მათე 21,42) მე-9_ე მუხლში პეტრე მოციქული  ისევ ამბობს,რომ ქრისტიანები არიან "ნათესავი  რჩეული,სამეფოი,სამღვდელოი,თესლი წმიდაი, ერი მოგებული." ქრისტიენების აღმნიშვნელი ეს ყველა ნიშან - თვისება დასესხებულია ებრაელი ერის ძველაღთქმისეული  სახელწოდებიდან, რადგან ქრისტიანობაში აღსრულდა საბოლოოდ ის რასაც წინასახეობრივად აღნიშნავდა ეს სახელწოდებები ებრაელ ხალხთან მიმართებით(შდრ.გამოს.19,5,6) წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თავის აპოკალიფსში ამბობს,რომ სულიერი აზრით უფალმა იესუ ქრისტემ ჩვენ,ქრისტიანები,გვყო"სამეუფეო მღვდელ ღმრთისა და მამისა თვისისა"(1,6) ეს ხატოვანი გამოთქმები რომლებიც მხოლოდ ქრისტიანობის მაღალ ღირსებაზე მიუთითებს,რა თქმა უნდა,არ შეიძლება სიტყვასიტყვით გავიგოთ როგორც ამას სექტანტები აკეთებენ და ამის საფუძველზე  უარყოფენ ეკლესიაში კანონიერად დადგენილ სამღვდელოებასა და სამეფო ხელისუფლებას. "ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაი(2,10) ეს სიტყვები ოსიას წინასწარმეტყველებიდან არის აღებული(2,13) სადაც ღმერთი ებრაელ ერს ეუბნება რომ ის არ არის მისი ერი,რადგან ცოდვილი ცხოვრების გამო ებრაელებმა დაკარგეს საღმრთო ერად წოდების პატივი,მაგრამ აღუთქვამს,მესიის დროს ეს ერი გახდება იმის ღირსი,რომ ღმერთმა მას უთხრა "ერი ჩემი ხარი შენ" ეს აღთქმა ასრულდა, როცა  იუდეველი ერის საუკეთესო ნაწილმა მიიღო ქრისტეს მოძღვრება. ამიტომ ეს გამოთქმა მით უფრო შეგვიძლია მივუსადაგოთ  წარმართებისგან მოქცეულ ქრისტიანებს. 11_ე მუხლიდან მოციქული იწყებს ქრისტიანების შინაგან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ წმინდა ზნეობითი  სახის დარიგებებს. აქ იგი დაწვრილებით გვიხსნის, თუ რაში უნდა გამოიხატებოდეს ქრისტიანების ეს "სამეფო საღმდელოება" როგორი სულიერი მსხვერპლი უნდა შესწირონ მათ და როგორ უნდა მოექცნენ, რომ მათი სათნო ცხოვრების შემხედვარე წარმართებმაც ადიდონ ისინი იმისათვის,რისთვისაც ახლა ლანძღავდნენ.ქრისტიანეთა მდევნელებს სათავეში ედგნენ წარმართი ხელისუფლება და წარმართული ხელისუფლების უმაღლესი კლასები,ხოლო ქრისტიანობა თავდაპირველად ვრცელდებოდა უპირატესად მონებს შორის. მათი უუფლებო მდგომარეობა კიდევ მეტად უარესდებოდა,როდესაც ისინი დევნილ ქრისტეს სარწმუნოებას იღებდნენ. დევნით გამოწვეულ უსამართლობის შეგრძნებას შეეძლო დრტვინვა და წინააღმდეგობა აღეძრა სარწმუნოებაში ჯერ კიდევ გაუმყარებელ ქრისტეანეტა შორის,ამიტომ ამისთავიდან ასაცილებლად 13-19 მუხლებში მოციქული ასწავლის მათ მორჩილებას ამგვარი ადამიანური ხელისუფლებისადმი "უფლისათვის"

      პოსტი არ არის დასრულებული,

მალე დაიდება სრული ვერსია :):)

www.qwelly.com

ნახვა: 321

ბლოგ პოსტები

From Questing to Buying on U4gm: 5 Ways to Get MSCW Mesos

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2026.
საათი: 4:50am 0 კომენტარი

Mesos are an essential currency in MapleStory Classic World (MSCW). Whether you want to upgrade your equipment, purchase useful items, or prepare for tougher monsters, having enough Mesos can make your adventure much easier. However, building up…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters