საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი, ჴსენებაჲ ელისაბეთისი
და იშვა იესუ ბეთლემს ჰურიასტანისას ორმეოცდამესამე წელსა აგჳსტოს კეისრისა. და ეძიებდა მეფჱ იერუსალჱმისაჲ წარწყმედად. მას ჟამსა მოიღო იოსებ ბრძანებაჲ ანგელოზისაგან _ ზათო და მოელისა, რომელ გამოითარგმანების _ ძალი ღმრთისა მაღლისაჲ, ვითარმედ: "წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ", რომელი ყოცა ეგრე. ხოლო იოსეფ წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და ივლტოდა ქუეყანად ეგჳპტედ. და დაყო მუნ ათორმეტი თთუე კაცისა ვისთანამე ალფეაჲსა ღმრთისმოყუარისა. ხოლო ჰეროდე ეძიებდა იესუს და არა პოვა იგი. "განრისხნა ფრიად და უბრძანა მოწყუედაჲ ყრმათა მეთლებისათაჲ ორით წლითგან და უდარჱსი". მაშინ აღიქუა ელისაბეთ ძჱ თჳსი იოვანე და ივლტოდა მთად კერძო. ხოლო ეროდე ეძიებდა იოვანესცა და არა პოვა იგი. მაშინ მიავლინნა ჰეროდე მკლველნი ყრმათანი ზაქარიაჲსა, მამისა იოვანჱსა, და მიჰრქუა ესრჱთ: სადა არს ძჱ იგი შენი იოვანე? ჰრქუა მათ ზაქარია: მე ესერა ვდგა მსახურებასა წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა, ხოლო ძჱ ჩემი სადა არს, მე არა ვიცი. და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი ზაქარიაჲსა მეფესა მას. ხოლო იგი განრისხნა გულისწყრომითა და თქუა: აწ უკუე სამე მეფობდეს ძჱ იგი მისი ისრაჱლსა ზედა. არამედ მოვედით მისა მერმეცა და გამოიწულილეთ კეთილად. და უკუეთუ არა მოგცეს, ემთხჳენით მას. ხოლო მსახურნი იგი მძლავრისანი მიციდეს ზაქარიასა და ჰრქუეს მას: სადა არს ძჱ იგი შენი? მოგუეც ჩუენ ადრე, უკუეთუ არა მოგუცე ჩუენ იგი, ადრე დავსთხიოთ სისხლი შენი. მაშინ ჰრქუა მათ ზაქარია: სისხლი სამე ჩემი დასთხიოთ ქუეყანასა ზედა, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან ცათა შინა. და სცეს მასვე ღამესა წინაშე ბჭეთა მის ტაძრისათა. ხოლო იგი მივიდა საკურთხეველად, იმუჴლნა და მუნ დასთხია სისხლი იგი თჳსი. და დამტკნარდა სისხლი იგი მისი და იქმნა, ვითარცა ქვაჲ საწამებელად და დასარჩელად ჰეროდესა. ხოლო ხვალისაგან მოკრბა სიმრავლჱ იგი ერისა ტაძრად და ზაქარია არა გამოვიდა მსგავსად ჩუეულებისა მოკითხვად მათა. დაყოვნებასა მას მისსა კადნიერ ვინმე იქმნა და შევიდა ტაძრად და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: ზაქარია მოიკლა. და მაშინ წარდგა და იხილა სისხლი იგი დამტკნარებული, ხოლო გუამი მისი არა ჩნდა. მაშინ გამოვიდა და უთხრა ერსა მას საქმე იგი და ეგლოვდა მას ყოველი ერი შჳდ დღე.
ხოლო სივლტოლასა მას ელისაბეთისსა მთად კერძო, რამეთუ დაეცა შიში დიდი ზედა და ჰგონებდა, რეცა თუ მდევართა მათგან ჰეროდჱსთა შეპყრობილ არს, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: მთაო ღმრთისაო, დაიფარე დედაჲ შვილითურთ, რომელი უსამართლოდ ვიდევნები. ხოლო ღმერთმან, კაცთმოყუარემან და ქველისმოქმედმან, რომელმან უწინარჱს თხოვისა განუმზადის და მოსცის, მოავლინა ანგელიზი თჳსი მთავარი და განაღო მთაჲ იგი და განუმზადა საყოფელი მართალთაჲ, და შევიდა მათ თანა, მთასა მას და დახჴშა გარემოჲს მთაჲ იგი. და უბრძანა და გამოეცა წყალი ტკბილი და პური. და მითა იზარდებოდა ელისაფეთ და იოვანე წოვდა ძუძუჲსაგან სძესა. ხოლო ჰეროდეს ვითარცა ესმა, ვითარმედ ელისაბედ ივლტოდა უდაბნოდ, წარავლინნა მსახურნი ძიებად მისსა. და მივიდეს ადგილსა, სადა განეღო მთაჲ იგი და დიდითა შრომითა ეძიებდეს მას და არა პოვეს, მოიქცეს მუნვე ჰეროდესა. და იყო მუნ იოჰანე ვითარ ორმეოც დღე ოდენ. და მოვიდა უფალი ანგელოზითურთ ბეთლემს ჰურიასტანისასა და მივიდა ტაძრად ღმრთისა და უბრძანა ურიელ ანგელოზსა და მოიყვანეს იოჰანე ღამე და მოვიდეს ურიცხჳთა ანგელოზითა ოთხნი ანგელოზთმთავარნი: მიქაელ და გაბრიელ, ჰურიელ და რაფაელ, რომელთა თანა იყო თჳთ უფალი. და აღადგინა უფალმან გუამი იგი ზაქარიაჲსი მღდელისაჲ მის, რამეთუ შთაჰბერა მას სული ცხოველი და აღდგეს ყოველნი მსახურებად მისა. და მაშინ უბრძანა უფალმან და გამოეცა სიწმიდეთა მათგან წყაროჲ უკუდავი და ნათელ-სცა უფალმან პირველად იოვანეს და მერმე მამასა მისსა ზაქარიას. და ჴმა-ყვეს ანგელოზთმთავართა: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, რომელი ჰზი საყდართა ზედა დიდებისათა, რამეთუ ესე ბრძანებაჲ არს მამისაგან ნათლისა და ესე არს ბანაჲ ზეცისაჲ, მეორედ ზეგარდმო შობაჲ. და მერმე თქუეს ყოველთა ამენი, და უბრძანა უფალმან ანგელოზთმთავართა და შემოსეს გუამი ზაქარია მღდელისაჲ და დაჰმარხეს იგი მახლობელად ტაძარსა მას. და მასვე ჟამსა შევიდა უფალი ეგჳპტედ ამბარეკითურთ და იოვანე ჰურიელითურთ უდაბნოდ, სადა იყო ელისაბედ. და რამეთუ მწრაფლ იქმნა ერთსა ღამესა ესე ყოველი, რომელი ვთქუთ, და მასვე ღამესა იწყო იოჰანე სლვად და ხლდომად. და იყო იოვანე ვითარ ცხრა თთჳს ოდენ. და მაშინ ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან ელისაბეთს: განაყენე ყრმაჲ ეგე ძუძუჲსაგან და სძისა შენისა, რაჲთა არღარა წოვდეს. არამედ იყავნ "საჭმელად მაგისა მკალი და თაფლი ველური". მკალი იგი, რომელ არს დანაკისკუდი, რამეთუ ზედა ნახეთქსა კლდისასა აღმოსცენდა დანაკისკუდი, სავსჱ ნაყოფითა, და ჟამსა ჭამისასა იოვანჱსა დადრკის ძჱ იგი. თაფლ ველურ არს წყაროჲ იგი მცენარისა მისგან წყლისა, რამეთუ უნაყოფოსა ადგილსა ესევითარი სიტკბოებაჲ აღმოსცენდა _ მისთჳს ეწოდა თაფლ ველურ. და რაჟამს იყო იოვანე ათცამეტის თთჳს, ჰქრუა ანგელოზმან ელისაბედს: განვედ ამიერით, რამეთუ მოკუდა ჰეროდე.
(კლარჯული მრავალთავი)
ტეგები: qwelly, კლარჯული, მრავალთავი, საკითხავი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•