თავი I
1,1 ხილვაჲ აბდიასი, რომელი იყო უწინარეს გამოსლვისა ასურასტანით. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი იდუმეასა: სასმენელი მესმა უფლისა მიერ და გარე-მოცვა წარმართთა მიმართ განავლინა. აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა ბრძოლად!
1,2 აჰა შემცირებულად მიგეც შენ წარმართთა შორის. უპატივო ხარ შენ ფრიად.
1,3 ამპარტავანებამან გულისა შენისამან აღგიღო შენ დამკჳდრებულთა შორის ჴურელებსა კლდეთასა. აღმამაღლებელი საყოფლისა თჳსისა მეტყჱლი გულსა შინა მისსა: ვინ დამამჴუას მე ქუჱყანასა ზედა?
1,4 უკეთუ აღიმაღლო, ვითარცა არწივმან, და უკეთუ შორის ვარსკლავთა დაიდგა ბუდე შენი, მიერ გარდამოგაგდო შენ - იტყჳს უფალი.
1,5 უკეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა ანუ ავაზაკნი ღამე, სადამცა განიგდე? არამცა იპარნე საკმანი თავთა თჳსთათჳს და უკეთუმცა მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევესა მოსაკუფხლავი?
1,6 ვითარ გამოკულეულ იქმნა ესავ და დაშთეს დაფარულნი მისნჲ
1,7 ვიდრე საზღუართამდე შენთა განგავლინეს შენ, ყოველნი მამაკაცნი აღთქმისა შენისანი წინა-აღგიდგეს შენ, ძლიერ იქმნეს (sic) შენდამი მამაკაცნი მშჳდობისა შენისანი, დაგიდვეს შესაბრკოლებელი ქუჱშე შენსა. არა არს გულისხმის-ყოფაჲ მათ თანა.
1,8 მას დღესა შინა - იტყჳს უფალი - წარვსწყმიდნე ბრძენნი ქუჱყანით იდუმეაჲთ და გულისჴმის-ყოფაჲ მთისაგან ისავისსა.
1,9 და წიწნეულ იქმნენ (sic) მბრძოლნი შენნი თემანით გამონი, რაჲთა აღიღოს კაცი მთისაგან ესავისსა.(!)
1,10 კლვისათჳს და უთნოობისა ძმისა შენისა იაკობისსა(!) და დაგფაროს შენ სირცხჳლმან და აღგჴოცო უკუნისამდე.
1,11 ვინა დღითგან წინა-აღუდეგ წინა-აღმდგომად დღესა შინა ტყუჱ-ყოფადისასა სხუა ნათესავნი ძალსა მისსა და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა და იჱრუსალიმსა ზედა განიგდეს წილი. და თქუჱნ ხართ, ვითარცა ერთი მათგანი.
1,12 და ნუ მიხედავ დღესა უცხოსა დღესა შინა ძისა შენისასა და ნუ მოსცხრები ძეთა ზედა იუდასთა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა და ნუ დიდსიტყუაობ დღესა შინა ჭირისასა.
1,13 ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა შინა ტკივილთა მათთასა და ნუ ზედ-დაჰხედავ შენცა შესაკრებელსა მათსა დღესა შინა მოსრულებისა მათისასა და ნუცა თან-დაშჯდები ძალსა ზედა მათსა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.
1,14 ნუცა დასდგები განსავალთა ზედა მათთა *მოწყუჱდად განრინებულთა მათგანთა, ნუ წყუდეულ-ჰყოფ მლტოლვარეთა მათგან დღესა შინა ჭირისასა.
1,15 მით რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ ყოველთა ზედა ნათესავთა; ვითარ-სახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა. მოსაგებელი შენი მოგეგოს შენ თავსა ზედა შენსა.
1,16 მით რამეთუ ვითარ-სახედ ჰსუჱმდ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სუმიდენ ყოველნი ნათესავნი ღჳნოსა. სუმიდენ და შთაჰსთქმიდენ. და იყვნენ ვითარცა არაყოფილნი.
1,17 ხოლო შორის მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ და იყოს წმიდა. და დაიმკჳდრნეს სახლმან იაკობისმან დამმკჳდრებელნი მათნი.
1,18 და იყოს სახლი იაკობისი ცეცხლ, და სახლი იოსებისი - ალ, ხოლო ისავისი - ლელწამ, და აღატყდენ მათ ზედა და შეჭამნენ იგინი და არა იყოს მეცეცხლე სახლსა ისავისსა, რამეთუ უფალმან თქუა.
1,19 და დაიმკჳდრონ ნაგების შინათა მთაჲ ისავისი, და სეფილას შინათა - უცხოტომნი იგი. და დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი და ველი სამარიაჲსაჲ და ბენიამენი და გალაადი.
1,20 და გარდასახლებისა დასაბამ ესე არს ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე სარეფთონდმდე და გარდასახლებაჲ იჱრუსალიმისაჲ ვიდრე ფარათადმდე და დაიმკჳდრნენ ქალაქნი ნაგებისნი.
1,21 და აღვიდოდინ განრინებულნი მთისაგან სიონისა შურის-ძიებად მთასა ისავისსა და იყოს უფლისა მეფობა.
ტეგები: qwelly
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2026.
საათი: 4:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
Mesos are an essential currency in MapleStory Classic World (MSCW). Whether you want to upgrade your equipment, purchase useful items, or prepare for tougher monsters, having enough Mesos can make your adventure much easier. However, building up…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•