აბდიას წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის წიგნებს შორის ყველაზე მცირე ზომისაა. იგი ერთი თავისგან (21 მუხლი) შედგება.

       წინასწარმეტყველის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ვერც მისი წიგნიდან, ვერც რომელიმე სხვა ძველი აღთქმის წიგნებიდან ვგებულობთ მასზე რამეს. ბიბლიაში სახელი აბდი რამდენიმეგზის გვხვდება, მაგრამ ვერცერთ მათგანს ხსენებულ წინასწარმეტყველს ვერ ვუკავშირებთ. მკვლევართა ნაწილს მისი სახელი ფსევდონიმად მიაჩნია.

წმ. ეფრემ ასური: აბდია წარმოშობით სიქემიდან იყო, ეფრემის ტომიდან. წინასწარმეტყველებდა იგი იუდეის შესახებ ოსიას, იოელის, ამოსისა და ესაიას დღეებში).

წმ. კირილესაგან განსხვავებით ეფრემ ასური აბდიას VIIIVII საუკუნეების მოღვაწედ მიიჩნევს.

აბდიას მოღვაწეობის პერიოდი

   ამ საკითხზე არ არსებობს ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია (რადგან, როგორც ზემოთ შევნიშნავდით, არანაირი ცნობა მის შესახებ არ გაგვაჩნია). მისი სამოღვაწეო ეპოქის დადგენას მკვლევარები ძირითადად ტექსტში დაფიქსირებული ცნობების მიხედვით ცდილობდნენ (კერძოდ, 10-14 მუხლების მიხედვით, რომლებშიც მოთხრობილია, რომ ედომი უსამართლოდ ექცეოდა იუდეველებს, როდესაც ეს უკანასკნელნი მომხდურთაგან თავის დაღწევას ლამობდნენ); მაგრამ ვერც ეს მონაცემი გამოდგება ეჭვმიუტანელი მტკიცების საშუალებად, რადგან იუდეა და იერუსალიმი არაერთგზის დაზარალებულა მტრების შემოსევის შედეგად. საქმე ისაა, რომ ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში იერუსალიმის დარბევა და იუდეველების დატყვევებაა გადმოცემული, მკვლევართა ნაწილი აბდიას ტყვეობის ან ტყვეობის შემდგომი პერიოდის (VI ან V ს.) წინასწარმეტყველად მიიჩნევს. მაგრამ იერუსალიმი მტერთა მონაპოვარი ნაბოქოდონოსორზე გაცილებით ადრე არაერთგზის ყოფილა. მაგალითად, რობოამის დროს იერუსალიმი ეგვიპტის ფარაონმა სუსაკიმმა დაიპყრო; იორამის დროს (889-882 წლები) იუდეის დედაქალაქს ფილისტიმელები და არაბები დაეპეტრონნენ; ამასიას მეფობისას (839-811 წლები) სამხრეთის სამეფოს ისრაელის მეფე იოასი დაეუფლა...
   ტექსტში გადმოცემული შინაარსის გათვალისწინებით, სადაც იუდეა და იერუსალიმი აბდიას მთავარი სატკივარია, წინასწარმეტყველი იუდეის სამეფოს მკვიდრი უნდა ყოფილიყო და მან ამავე სამეფოში იმოღვაწა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: აბდია იდუმეის შესახებ წინასწარმეტყველებს. ბიბლიური წიგნების მკითხველებისთვის, უპირველეს ყოვლისა, კარგი იქნება გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს იდუმეა, რა დაემართა მას და რის გამო დაატყდა ღვთის რისხვა ამ ქვეყანას. რგორც თავის დროზე ესავს, იაკობის ძმას, ეწოდა ედომი, რაც ნიშნავს მიწიერს, და მიზეზი ამისა იყო ის, რომ მან პირმშოობა ოსპის შეჭამადში გაცვალა, მისგან წამოსულ ხალხსაც იდუმიელები დაერქვათ. მათ ქვეყანას სეირი და თემანი ეწოდება.სეირად მითითებული ქვეყანა იმიტომ სახელდება, რომ მისი მკვიდრნი ბეწვიანები არიან ვითარცა ესავი (დაბ. 25.25), ხოლო სეირი ნიშნავს თმებით შემოსვას ან თმით მოსილს. ამ ქვეყანაში იყო ასევე სეირის მთა. თემანად იხსენიება, რადგან იგი სამხრეთით მდებარეობდა, ხოლო ებრაულ ენაზე თემანი სწორედ სამხრეთს ნიშნავს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ თემანი სხვა მიზეზითაც ეწოდა იდუმეას. ისინი ამბობენ, რომ ესავს ჰყავდა შვილი ელიფაზი, ელიფაზს კი თემანი შეეძინა და სწორედ მისი სახელი იქცა ქვეყნის ტოპონიმად. 

   იდუმეისა და მისი მკვიდრების შესახებ მრავალი ცნობა არსებობს. მათი დაღუპვა კი შემდეგი მიზეზებით მოხდა: როდესაც ქ. იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ ალყაში იყო მოქცეული (588\586  წწ.) და საბოლოოდ იუდეის დედაქალაქი დაეცა, მისი მოსახლეობის ნაწილმა მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა თავი. ებრაელების გარკვეული რაოდენობა იდუმეაში დასახლდა, რადგან მიიჩნია, რომ, ვითარცა ნათესავი, ესავის ჩამომავალი ერი გულისტკივილით გაიზიარებდა მის განსაცდელს. თუმცა ეს იმედები არ გამართლდა. იდუმიელნი თავს ესხმოდნენ ლტოლვილ ებრაელებს, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მათზე ისე, რომ თავიანთი სისასტიკით ბაბილონელებსაც გადაასწრეს. 
ნაბუქოდონოსორმა იუდეველი ერი 70 წლით ბაბილონში გადაასახლა. რაჟამს ტყვეობის ვადა ამოიწურა და ისინი სამშობლოში მობრუნდნენ (ძვ. წ. აღ. 538 წ.), დიდი მონდომებით შეეცადნენ მიწასთან გასწორებული ქალაქი და ტაძარი კვლავ აღედგინათ. სწორედ ამ დროს იდუმიელებმა სხვა თანამოაზრეებთან ერთად კვლავ მოისურვეს იუდეველთა შევიწროება, მაგრამ ამჯერად საღვთო განგებით იოშაფატის ველზე სასტიკი მარცხი იწვნიეს. იუდეველებმა ამის შემდეგ უშუალოდ იდუმეაშიც ილაშქრეს და ქვეყნის მკვიდრნი ერთიანად ამოხოცეს).
წმ. კირილე ალექსანდრიელის წარმოდგენილი მსჯელობის თანახმად, აბდია ძვ. წ. აღ. VI საუკუნის, ტყვეობის დროის წინასწარმეტყველია.

ნახვა: 415

ბლოგ პოსტები

From Questing to Buying on U4gm: 5 Ways to Get MSCW Mesos

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2026.
საათი: 4:50am 0 კომენტარი

Mesos are an essential currency in MapleStory Classic World (MSCW). Whether you want to upgrade your equipment, purchase useful items, or prepare for tougher monsters, having enough Mesos can make your adventure much easier. However, building up…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters