ზოგადი ცნობები წინასწარმეტყველ დანიელის შესახებ


       სახელი დანიელი ნიშნავს ღმერთია ჩემი მსაჯული. იგი ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში მეფე იოაკიმეს მმართველობის მე-3 წელს . წინასწარმეტყველი ბაბილონის სამეფო სასახლეში იზრდებოდა და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული გახდა.
        ძველი და ახალი აღთქმის ეკლესია ერთხმად აღიარებს წიგნის ავტორად წინასწარმეტყველ დანიელს. იოსებ ფლავიუსი მის შესახებ შენიშნავს: დანიელმა მიუხედავად გარდაცვალებისა მარადიული ხსოვნა დატოვა, რადგან მის მიერ დაწერილი წიგნები დღემდე იკითხება ჩვენში და ჩვენ ვრწმუნდებით, რომ იგი ღმერთს ესაუბრებოდა და აღწერა რა ყოველივე ეს, ამით დადასტურდა ჩვენ წინაშე მისი სიტყვების ჭეშმაერიტება.
ახალ აღთქმაში ერთგან მაცხოვარი ამბობს: „ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმინდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა..." ამ სიტყვებით მაცხოვარი არა მარტო დანიელის როგორც ისტორიული პირის არსებობას ადასტურებს, არამედ მის სახელთან დაკავშირებული წიგნის ჭეშმარიტრებასაც.
       წიგნის ავტორი საკუთარ თავს ბაბილონის ტყვეობის თანამედროვედ წარმოგვიდგენს. მასში ამ ეპოქის კვალი ნათლადაა აღბეჭდილი, რაც უპირველეს ყოვლისა ენის თავისებურებაში მჟღავნდება. წიგნი პირველი თავიდან მეორე თავის სამი მუხლის ჩათვლით და მერვე თავიდან ბოლომდე (მეთორმეტე თავის ჩათვლით) ებრაულ ენაზეა დაწერილი, ხოლო შუალედი ნაწილი არამეულად . ავტორი, ვითარცა იუდეველი, ბრწყინვალედ ფლობს მშობლიურ ენას, ხოლო ბაბილონში ცხოვრების შედეგად ამგვარივე ხარისხით განისწავლება იმპერიაში სყოველთაოდ მიჩნეულ არამეულში. მითითებულ ენებზე წიგნი შემდეგი მიზეზით იწერება: ებრაულ ენაზე დაიწერა ის ნაწილი, სადაც მოვლენები საკუთრივ დანიელისა და იუდეველი ერის შესახებაა გადმოცემული, ხოლო არამეულენოვანი მონაკვეთი წარმართი ერების თაობაზე გვამცნობს წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, წარმართთათვის განკუთვნილი მოძღვრება ამ ადამიანთა მშობლიურ ენაზე იწერება. დანიელის წიგნში გადმოცემული ყველა ფაქტი მოგვიანებით აღმოჩენილი ისტორიული წყაროებითაც დასტურდება, რაც კიდევ ერთხელ აჭეშმარიტებს მის უტყუარობას.

       დანიელის წიგნის შემადგენლობა და მასში გადმოცემული მოვლენები
დანიელის წიგნი შემადგენლობის მიხედვით ორ ნაწილად იყოფა: ისტორიული (1-6 თავები) და საწინასწარმეტველო (7-12 თავები). პირველ ნაწილში აღწერილია წინასწარმეტყველის ცხოვრება და მისი თანამედროვე მოვლენები ბაბილონისა და მიდო-სპარსეთის სამეფოებში, რაშიც თავად დანიელი და მისი მეგობრები უშუალოდ მონაწილეობდნენ. წიგნის მეორე ნაწილში გადმოცემულია დანიელის ხილვები და წინასწარმეტყველებები იუდეისა და იმ წარმართი ერების შესახებ, რომელბმაც ღვთის რჩეული ხალხის ცხოვრებაზე გარკვეული ზეგავლენა იქონიეს. წიგნის ორივე ნაწილში წარმოდგენილია სწავლება კაცის ძისა და ღვთის სასუფევლის შესახებ.

♦ დანიელ წინასწარმეტყველი ♦

ნახვა: 518

ბლოგ პოსტები

From Questing to Buying on U4gm: 5 Ways to Get MSCW Mesos

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2026.
საათი: 4:50am 0 კომენტარი

Mesos are an essential currency in MapleStory Classic World (MSCW). Whether you want to upgrade your equipment, purchase useful items, or prepare for tougher monsters, having enough Mesos can make your adventure much easier. However, building up…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters