ზოგადი ცნობები მალაქია წინასწარმეტყველის შესახებ

       წინასწარმეტყველის შესახებ კომენტატორთა მიერ მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ზოგი თვლიდა, რომ მალაქია უფლის ანგელოზია, რომელიც საღვთო განგებით ადამიანად განსხეულებული მოევლინა იუდეველთ სამხილებლად და სწორედ ამ ანგელოზის სიტყვები მსმენელთაგან მალევე აღიწერა. ნაწილის მიაჩნდა, რომ მალაქია არაა წიგნის ავტორის საკუთარი სახელი. აღნიშნულის არგუმენტად მათ მითითებული სახელის მნიშვნელობა მოჰყავდათ: მალაქია იაჰვეს წარგზავნილი. სხვანი მას ტყვეობის შემდგომი პერიოდის ერთერთ დიდ მოღვაწედ მიიჩნევდნენ (ნაწილი აღნიშნულ სახელს ეზრას განუკუთვნებდა, მავანი მალქიაში იესო მღვდელთმთავარს ხედავდა. მათი განმარტებით, წიგნის ავტორის სახელი ჭეშმარიტი ავტორის ანონიმად დარჩენის მიზნით შეინიღბა).  გამოთქმული მოსაზრებების საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ იუდაური გადმოცემის თანახმად, მალაქია ძველი აღთქმის რიგით ბოლო წინასწარმეტყველის საკუთარი სახელია, რასაც ახალი აღთქმის ეკლესიაც იზიარებს. მას ძველისა და ახალი აღთქმის მიჯნაზე მოასპარეზე უდიდესი მოღვაწის იოანე ნათლისმცემლის წინამორბედადაც მოიხსენიებენ, რადგან აღნიშნულ ორ პიროვნებას შორის (ანუ მალაქიასა და იოანეს შორის) სხვა წინასწარმეტყველს არ უმუშაკია. ‘მალაქიას შემდეგ, შენიშნავს ერთერთი განმმარტებელი, მოსეს უდიადეს საწინასწარმეტყველო საყდარზე მწიგნობარნი და ფარისეველნი დასხდნენ".
ეპისკოპოსი პალადი: მალაქიას მოღვაწეობა მზის ჩასვლას ემსგავსება, მზისა, რომელიც უკანასკნელად მიჰფენს მანათობელ სხივს ძველი აღთქმის სულიერ წყვდიადს და ამავდროულად ყოვლისგანმანათლებელი მზის ამოცისკრების შესახებ გვაუწყებს).
       ცნობილია ტექსტი სახელწოდებით ‘წინასწარმეტყველთა ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ". აღნიშნული თხზულება, სავარაუდოდ, იუდაურ წიაღში ებრაულ ენაზე დაიწერა. ეპიფანე კვიპრელი მალაქიაზე საუბრისას სწორედ ამ შრომით ხელმძღვანელობდა, რომლის მიხედვითაც, მალაქია ქალაქ სოფაში დაბადებულა. იგი ზაბულონის ტომიდან ყოფილა. სახელი ‘ანგელოზი" მისთვის განსაკუთრებული სილამაზისა და სულიერი სიწმინდის მიზეზით ხალხს განუკუთვნია. მალაქია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილა.  ზოგიერთი თვლის, რომ წინასწარმეტყველი ლევიტელი იყო, რადგან დიდ ყურადღებას უთმობს სასულიერო პირებს. თუმცა აღნიშნული არგუმენტი უეჭველად გაზიარებული ვერ იქნება, რადგან იმავე საკითხით შესაძლოა, ნებისმიერი წარმომავლობის კეთილკრძალული იუდეველი დაინტერესებულიყო.
       კიროსის მიერ გამოცემული ბრზანებიდან დაახლოებით საუკუნემ განვლო და სწორედ ამ დროს ჩნდება ასპარეზზე მალაქია. სამშობლოში დაბრუნებული რეპატრიანტები თითქოს, ერთი შეხედვით, კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ხდებოდა საპირისპირო: ქვეყანაში არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ სამრიტელებთან დაპირისპირების მიზეზით, ძლიერი გვალვებისა და კალიების შემოსევის შედეგად ჩამომდგარმა შიმშილობამ… ხალხში უკმაყოფილების გრძნობა გააჩინა. იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მათდამი განსაკუთრებული მზრუნველობა უზენაესის მხრიდან არაფერში ვლინდებოდა, რაც შესაძლოა, ძველი აღთქმის რჩეული ერის განსაკუთრებულობის დაკარგვის დასაწყისი ყოფილიყო. შესაბამისად, იკლო ყურადღებამ ტაძრისა და სამსხვერპლო ძღვნისადმი; ხალხი ხშირად არღვევდა მოსეს რჯულს…

       მკვლევართა აზრით მალაქია ეზრასა და ნეემიას თანამედროვეა. არგუმენტად ერთი მხრივ სახელდება ის, რომ ტაძარი მისი მოღვაწეობისას აგებულია და მსახურებები აღესრულება, ხოლო მეორე მხრივ, წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მხილებები ზედმიწევნით თანხვდება ეზრანეემიას წიგნებში დაცულ შესაბამის ცნობებს (მაგ. იუდეველთა მიერ რჯულიერი ოჯახების დანგრევა და წარმართებზე ქორწინება).

მალაქიას ცხოვრებისეული გარემოებანი და მსახურების დრო

 წინასწარმეტყველ მალაქიას ცხოვრების ამსახველი გარემოებანი და წამომავლობა საღვთო წერილშიცარსად არის ნახსენები, ამიტომაც მხოლოდ ერთი გადმოცემით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, თუმცა ამ გადმოცემამ შემოგვინახა სხვადასხვა უწყება, სე რომ თვით  მალაქიას  სახელს ზოგიერთები  მიიჩნევენ საზოგადო სახელს და არა საკუთარ სახელად, ამის გამო სამოცდაათ მთარგმნელთა თარგმანში მალაქიას პირველი მუხლი ასე იკთხება: უფლის სიტყვის წინასწარმეტყველება ისრაელის შესახებ მისი ანგელოზის ხელით (მალ. 1,1) ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ზოგიერთი ძველი რაბინის აზრით მალაქიას სახელის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ეზრა,რადგანაც ანგიასაც ასევე იწოდება მალაქიად, ანუ მაცნედ,რომელიც მოემბეს ნიშნავს,(ანგ.1,13) წმ,კირილე ალექსანდრიელი შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ მის დროს, შემდეგ ორიგენე, ზოგიერთები ამტკიცებდნენ რომ მალაქია თავისი ბუნებით იყო ანგელოზი, მაგრამ უფლის დაშვებით მიიღო სხეული და იქცა ისრაელიანთათვის  წინასწარმეტყველად, ამგვარად გადმოცემა მალაქიას ზეციური ბუნების შესახებ წარმოედგენს კერძო  მოსაზრებასა და სავარაუდო სწავლებას, ხოლო საზოგადოდ მიღებული აზრი, როგორც ძველი (3 ეზრ.2,40) ასევე ახალი აღთქმის ეკლესიისა,მას ღვთის კაცად მიიჩნევდა, ეპიფანესა და დოროთეოს ტვიროსელის მოწმობით, წინასწარმეტყველი მალაქია წარმოშობით იყო ზებულონის ტომიდან,გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაკრძალულია თავის წინაპრებთან, სოფის,დასახლებაში, წმ,ეფრემ ასური მიუთითებს მალაქიას წარმომავლლობის შესახებ ზებულონის ტომიდან, მისი თქმით თავისი კეთილზნეობრივი ცხოვრება მან ისე გაატარა, რომ ხალხს აოცებდა ცხოვრება ღვთის ანგელოზის მსგავსად, ამიტომ უწოდეს მას მალაქია, ანუ ანგელოზი, მაცნე ანუ მოამბე, გადმოცემა ამბობს,რომ მალაქიამ თავისი მსახურება გაიარა ანგიასა და ზაქარიას შემდეგ, რადგანაც მალაქიას წიგნში ტაძარი უკვე აშენებულია და ღვთისმსახურება სრულდება არსებულიი წესის ზოგიერთი მიუღებელი ცვლილებით,რაც კიდევაც მხილებულია წინასწარმეტყველის მიერ თუ შევადარებთ ამ მხილებას ნეემიას წიგნთან,შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე,რომ მალაქია იყო ნეემიას თანამედროვე და წინასწარმეტყველებდა დაახლოებით 420-408 წლებში ქრისტემდე  რადგან იმგვარივე ბიწიერება და ზნეობრივი მანკიერებანი რომლის წინააღმდეგაც მოქმედებდა ნეემია,მხილებული და განსჯილია მალაქიას წიგნშიც,თანაც მსგავსი სახით  და ისეთივე ხარისხით მაგალითად , გაყრა კანონიერ ებრაელ ცოლებთან,რათა ცოლად შეერთოთ უცხოტომელები,მეათედის დაკავება,ავადმყოფი და დასახიჩრებული ცხოველების მსხვერპლად შეწირვა,ზნეობრივი სისუსტე ლევიანებში და არსებული კანონის წესრიგის რღვევა თვით მღვდელთა შორისაც კი.

   აქედან ნათელია რომ წმ. მალაქია იყო ნეემიასა და ეზრას  თანამედროვე და თანამოაზრე,მსგავსად იმისა, როგორც ზერუბაბელს ჰყავდა ქომაგებად ანგია და ზაქარია,დროის მიხედვით იგი უკანასკნელი წინასწარმეტყველია,ამიტომაც მას სამართლიანად უწოდებენ ებრაელები წინასწარმეტყველთა ბეჭედს.

იუდეველთა თანამედროვე მდგომარეობა

სპაერსეთის კიროსის დროს ბაბილონში სიხარულით მიღებულმა ტყვეობიდან გათავისუფლების ფაქტმა ვერ გაამართლა ან ვერ დააკმაყოფილა იუდეველთა ოცნებები სამშობლო მიწაზე, მათ იქ დახვდათ დანგრეული და განადგურებული ქლაქები,მაშასადამე აღმოჩნდნენ უთავშესაფრო მოხეტიალეების მდგომარეობაში,თვალწინ გადაეშალათ გადამწვარი მინდვრები,აჩეხილი ვენახები,ხოლო საჭირო სამუშაო საშუალებების გარეშე  არ შეეძლოთ მათი აღდგენა და სატანადო მდგომარეობაშო მოყვანა, ასეთი საშუალებები რომ ჰქონოდათ, ისინი იძულებელი იყვნენ,მიეღოთ  მევალეთაგან უმძიმესი პირობები და ამგვარად აღმოჩნდნენ თითქმის გადაუხდელი ვალით დავალიანებულნი. ბაბილონიდან დაბრუნებულებმა,ბუნებრივია, უსიამოვნება გამოიწვიეს მეზობლად მცხოვრებ წარმართებში, ისინი ახერხებდნენ მათ წინააღმდეგ ადგილობრივ მმართველთა ეჭვის აღვძრას,რომლებიც საერთოდ არ ენდობოდნენ ებრაელებს - შეუპოვარ და მებრძოლ ხალხს, როგორებიც იყვნენ ისინი და აი იუდეველი ხალხი,ზეციური აღთქმის მემკვიდრე,თავიანთი მამების მიწაზე აღმოჩნდა ღატაკიც, დამცირებულიც და უბედურიც მეზობელ წარმერთებთან შედარებით! ამგვარ არასასურველ გარემოებაში ზეციურ დახმარებასა და დაცვაზე ფიქრი გადავიდა სასწაულების მოლოდინის წყურვილსა და ხალხის  წურვილთა დაკმაყოფილების მოთხოვნაში. ხალხი ითხოვდა იმ სასწაულების მსგავსს, რაც სრულდებოდა ებრაელთა ორმოცწლიანი მოგზაურობის დროს უდაბნოში, ხოლო ამ სურვილთა აუსურვებლობამ და იმედგაცრუებამ, მალე მიიყვანა იგი საპირისპირო უკიდურესობამდე - ღვთისადმი რწმენის შერყევამდე,დაეჭვებამდე,გამუდმებულ წუწუნამდე, დაუნდობლამდე. თვით აღთქმა მესიის შესახებ, რომლეიც არ ასრულდა მათი ტყვეობიდან დაბრუნების 100 წლის განმავლობაში, ოცნებადღა რჩებოდა, „ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს, - ეუბნება მაშინ იუდეას მალაქია - და ისინი უყვარსო მას, ან სად  არის სამართლის ღმერთიო“ ანუ მართმსაჯულების (მალ.2,17) „თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიაურლი ცაბაოთ(საბაოთ) უფლის წინაშე? ბედნიერები არიან ამპარტავნებიო,აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი,ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!“( მალ.3,14-15). აქედან ნათელია, რომ ზერუბაბელისა და მღვდელმთავარ იესოს გარდაცვალების შემდეგ იუდეველებმა, რომლებიც დაბრუნდნენ ტყვეობიდან, უსარგებლოდ მიიჩნიეს აღთქმის პირობები და გაითავისეს წარმართული გაგება და ჩვევები, მაშინ ეზრა, ხოლო შემდგომ  ნეემია,ზერუბაბელის გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ, სპარსეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და იხილეს უკიდურესი უწესრიგობა ყველაფერში, ეზრა, რა თქმა უნდა, იყო დიდად მადლმოსილი კაცი, მაგრამ მხოლოდ ამქვეყნიური ადმინისტრაციული საშუალებანი არ იყო საკმარისი,საირო იყო ცხოველმყოფელი წინასწარმ,ეტყველური სიტყვა ხალხის დაცემული სულის აღსადგენად, რათა ამ ცაგრულ და დაბეჩავებულ ღატაკთა ბრბოში უფლის მტკიცე სასოების ცასანერგად ამ სიტყვების მეშვეობით მიწიერი საზრუნავით დატყვევებულ მათ გულსა და გონებაში გაცოცხლებულიყო აღთქმისაკენ ლტოლვა, ანუ ქმედითი რწმენა,რომელიც გადმოცემული იყო პატრიარქებისაგან და შეადგენდა  ამ ხალხის ცხოვრეგბის საფუძველს, ამიტომ უფლისათვის სათნო იყო,საამისოდ  გამოეყენებინა ადამიანი,ვისი ცხოვრებაც მსგავსი იქნებოდა ანგელოზისა, როგორც ამბობს მალაქიაზე ძველი გადმოცემა და რომლის სტყვა, საქმით განმტკიცებულიყო, ნელ-ნელა აიყვანდა ადამიანს მიწიერიდან სიმართლის მზემდე, რომლის ფრთებზე ძევს გადარჩენა ყველა მიწიერისა (მალ.4,2).

 მალაქია წინასწარმეტყველი 

ნახვა: 346

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters