ზოგადი ცნობები წინასწარმეტყველი სოფონიას შესახებ
სახელი სოფონია ორი სიტყვისგანაა ნაწარმოები , ცეფან – მფარველობა", დაცვა" და ია იაჰვე. შესაბამისად, ჩეფანია განიმარტება როგორც ‘იაჰვეს მიერ დაცული" (ის, ვისაც მფარველობს იაჰვე).
პირველი მუხლის თანახმად, სოფონიას მოღვაწეობა იუდაში იოშიას მეფობის პერიოდს უკავშირდება . ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის იგი ერთადერთია, ვისი გენეალოგიაც მეოთხე მოდგმამდე განივრცობა . მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მისი წარმომავლობაა და იგი დიდგვაროვანთა ოჯახს, მეფეთა საგვარეულოს განეკუთვნებოდა.
განმმარტებლთა ნიწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველი ასპარეზზე ხელკია მღვდელმთავრის მიერ რჯულის წიგნის აღმოჩენამდე გამოვიდა (622 წ.). სხვათა მოსაზრებით, სოფონია სწორედ 622 წლის შემდეგ იწყებს წინასწარმეტყველებას, რასაც რამდენიმე არგუმენტი ადასტურებს: 1. სოფონია ხშირად იშველიებს ციტატებს რჯულიდან, რაც 622 წლამდე შეუძლებელი იქნებოდა. 2. წინასწარმეტყველი მეფის შვილებს წარმართული სამოსის ტარების მიზეზით ამხელს (შდრ. სოფ. 1.8). შესაბამისად, იოშიას შვილები ზრდასრული ადამიანები არიან და თავად ღებულობენ გადაწყვეტილებას. წარმოდგენილი ცნპობების მიხედვით, სოფონიას ასპარეზზე გამოსვლის ზედა ზღვარი 622 წელია, მაგრამ ქვედა მიჯნა 612 წელს არ სცილდება, რადგან ტექსტის თანახმად, ქ. ნინევი მომავალში უნდა განადგურდეს.
ნეტარი იერონიმე: იუდეველები გვამცნობენ, რომ თუ წიგნის დასაწყის ნაწილში მითითებულია წინასწარმეტყველის მამის ან ბაბუის სახელი, ისინიც წინასწარმეტყველები არიან. მაგალითად, ამოსი, თორმეტთაგან ერთ-ერთი, საკუთარ წიგნში შენიშნავს: 'მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი. მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომკრეფი" , და სწორედ ამ მიზეზით არ ახსენებს წიგნის დასაწყისში საკუთარი მამის სახელს. თუ იუდეველთა წარმოდგენილი გადმოცემა სწორია, სოფონია წინასწარმეტყველთა ოჯახში დაბადებულა და მთელი მისი მოდგმა ამავე ღვაწლს აღასრულებდა). განმმარტებელთა ნაწილი აღნიშნულ იუდაურ მსჯელობას არადამაჯერებელად მიიჩნევს, რადგან იერემიას მამა ხელკია და ეზეკიას მშობელი ბუზი, რომლებიც შესაბამისი წიგნების დასაწყისში იხსენიებიან, არასოდეს ყოფილან წინასწარმეტყველები.
ნაწილი თვლის, რომ სოფონიას მიერ მოყვანილი წინაპართა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი განპირობებულია ამ ადამიანების საგვარეულოს გამორჩეული მდგომარეობით და ამასთანავე თავად ჩამოთვლილ პირთა შორის არიან ისეთნი, რომლებიც საკუთარი მოღვაწეობის წყალობით სახელგანთქმულნი იყვნენ იუდეაში. მკვლევარნი ისტორიისთვის სრულიად უცხო სოფონიას მამას ქუშს, ბაბუას გედალიაჰუს (გოთოლია), დიდ ბაბუას ამარიას გვერდს უვლიან და ყურადღებას მეოთხე, ბოლო წარმომადგენელზე, ხიზკიაჰუზე (ეზეკია) შეაჩერებენ. განმმარტებელთა ვარაუდით, სწორედ მისი სახელით უნდა განისაზღვროს სოფონიას წარმომავლობა, რადგან ხსენებული ეზეკია ესაიას თანამედროვე მეფე ეზეკიაა. გენეოლოგიაში ნახსენები მეფე იოშია ბიბლიური და ისტორიული წყაროების თანახმად, ეზეკიას მესამე ჩამომავალია (ეზეკია, მანასე, ამონი, იოშია).
წარმოდგენილი არგუმენტების საპირისპიროს არსებობს სხვა მონაცემებიც:
1). სოფონიას ჩამონათვალში მოხმობილ სახელს ეზეკია არ ახლავს მითითება მისი სამეფო უფლებების შესახებ.
2). ერთ-ერთი იუდაური გადმოცემა, რომელიც ფსევდოეპიფანეს თხზულების სახელითაა შემორჩენილი, გვატყობინებს, რომ სოფონია სიმეონის ტომს მიეკუთვნება.
ისტორიულპოლიტიკური ვითარება
მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში იუდაური არისტოკრატიის პოლიტიკური სიმპატიები ასურეთისკენ მიიდრიკა, რადგან ქალდეველები ჯერაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ტიტულს ინარჩუნებდნენ. მოგვიანებით ვითარება იცვლება და ძლევამოსილი იმპერია დიდების პედესტალიდან შეუჩერებელ დაღმასვლას განიცდის. რეალობის გათვალისწინებით, იმავე იუდაური არისტოკრატიის ნაწილმა პოლიტიკური სიმპატიის ობიექტი შეიცვალა და წინააზიური სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი ასურული მორჩილების უღლის ჩამოშორება განიზრახა. იუდას მეფე ამონი ხსენებულ წარჩინებულთა შეხედულებებს არ თანაუგრძნობდა, რადგან მისი კეთილგანწყობა ასურეთისკენ იხრებოდა. არასასურველი მეფის თავიდან ჩამოშორების მიზნით იერუსალიმში ამბოხება მოეწყო, რასაც მეფის სიცოცხლე შეეწირა. განდგომილებს სურდათ, სამეფო ტახტზე მათი სურვილის აღმსრულებელი ადამიანი აეყვანათ, თუმცა ერის უდიდესი ნაწილი ამგვარ ქმედებას წინ აღუდგა და იუდაში ამონის 8 წლის ძე იოშია გაამეფეს.
პარალელურად მოვლენები დინამიკურად ვითარდება შუამდინარეთში. აქამდე უცნობი მიდიური ტომები ასურეთის იმპერიას თავს ესხმიან და მათი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. თუკი მე-7 საუკუნის ოცდაათიან წლებამდე ასურეთის მმართველთა დაუოკებელი ნება-სურვილია, დაპყრობითი ომები აწარმოონ, 630 წლიდან ერთადერთი საზრუნავი საკუთარი მიწების შენარჩუნებაა. ამავდროულად ასურეთის იმპერიის მორჩილებაში მყოფი ბაბილონის ხელისუფლებაში მოდის ახალი მმართველი ნაბოპალასარი. იგი 626 წელს ლიბიელებთან სამხედრო კავშირს ამყარებს და ცენტრალულ ხელისუფლებას უჯანყდება. ამას მომთაბარე ტომების გამოჩენაც ემატება. ისინი ყველა მხრიდან ავიწროებდნენ ასურელებს. ოდესღაც ძლევამოსილი იმპერია სულს ღაფავდა, ხოლო საშველი არსაიდან ჩანდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით იუდეის ახალგაზრდა მეფე იოშიამ აქტიური მოქმედება დაიწყო. მან ჯარი შეკრიბა, ყოფილი ისრაელის სამეფოში გადავიდა და იქ დაბანაკებული ასურული გარნიზონი განდევნა. ამავდროულად გზადაგზა ყველა კერპი გაანადგურა. ოდნავ მოგვიანებით, 622 წელს, ხელკია მღდელმთავრმა ტაძარში რჯულის წიგნი აღმოაჩინა, რის საფუძველზეც იოშიამ იუდაში უმკაცრესი რელიგიური რეფორმა გაატარა. მიუხედავად ყველაფრისა ხალხის ზნეობრივ-სულიერი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ამ ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველნი, რომელთაც საკუთარი ხალხის სულიერ მაჯისცემაზე ედოთ ხელი, ერის შინაგან, ფიზიკურ თვალთაგან უხილავ მდგომარეობას მთელი სისავსით აცნობიერებდნენ და, შესაბამისად, იუდას სამეფოს დაცემის მოახლოებას იუწყებონენ. სოფონიას მოღვაწეობა ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს თანხვდება. წიგნის მთავარი თემა, მსგავსად სხვა თანამედროვე მოღვაწეებისა, იუდეის სამეფოს აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებაა.
ძველი აღთქმის წიგნებში მრავალგზის მოხმობილ ტერმინს, შესიტყვებას უფლის დღე არავინ იყენებს ისე ხშირად, როგორც სოფონია.
წიგნი სამი თავისგან შედგება.
მთავარი თემები:
1). იუდეის სამეფოს მომავალი უბედურება მასში არსებული კერპმსახურებისა და უზნეობის მიზეზით (თავი 1).
2). წინასწარმეტყველება წარმართული სახელმწიფოების დაღუპვის შესახებ
თავი 2
3). წინასწარმეტყველება კაცობრიობის გამოხსნის თაობაზე (თავი 3).
ბოლო თავში წარმოდგენილი 1419 მუხლები მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულისას საწინასწარმეტყველოს სახით იკითხება.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა routerbitmalls_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Efficiency is one of the biggest challenges in woodworking, especially when working with large projects like paneling or flooring. This is where t&g router bits come into play. They allow woodworkers to cut accurate grooves and tongues quickly, which significantly reduces the time spent on manual adjustments.
Using tongue and groove router bits, craftsmen…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•