ეპისტოლის ადრესატი,მისი დაწერის მიზეზი და მიზანი:
თუ ვის მიემართება, ეს კარგად ჩანს თვით მისი ზედწარწერიდან:პეტრე მოციქული წერს მწირებს "განთესულთა პონტოისა და გალატიისა,კაბადუკიისა,ასიისა და ბითვინიისათა" (1,1) ანუ მცირე აზიის პროვინციებში გაბნეულ ებრაელებს,რომელთა შორის უმთავრესად უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს სარწმუნუებაში მოქცეული იუდეველები,ვინაიდან წმინდა პეტრე უპირატესად იყო წინადაცვეთილთა მოციქული(გალ.2,7) მაგრამ როგორც ეპისტოლის ზოგიერთი ადგილიდან (2,10;4,3,4) აქ წარმართთაგან მოქცეულებიც იგულისხმება,რომლებიც რა თქმა უნდა ასევე შედიოდნენ მცირე აზიის ქრისტიანულ თემების შემადგენლობაში, რაც კარგად ჩანს "საქმეთა" წიგნიდან და პავლე მოციქულის ზოგიერთი ეპისტოლიდან.
რა მოტივი ამოძრავებდა პეტრე მოციქულს მიეწერა მცირე აზიელი ქრისტიანებისათვის,რომელთა თემები,როგორც "საქმე მოციქულთადან" ვიცით დაფუძნებული იყო პავლეს მიერ? წმინდა პეტრესთვის ამის შინაგანი მიზეზი იყო,რა თქმა უნდა,უფლის მოწოდება: "განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლუკა 22,32) გარეგანი მიზეზი კი დევნა,ქრისტეს ჯვრის მტერთაგან (1 პეტრ.1,6,7,4,12,13,19,5,9). გარდა გარეშე მტრებისა გამოჩნდნენ კიდევ შინაგანი მტრებიც მზაკვრობაში უფრო დახვეწილნი, ცრუ მოძღვრების სახით,მათ ისარგებლეს წმინდა პავლეს არ ყოფნით და დაიწყეს მის მიერ ქადაგებული მოძღვრების დამახინჯება ქრისტიანული თავისუფლების ნაწილში,რითაც ხდებოდა ზნეობრივი გარყვნილების წახალისება (1 პეტრ,2,16; 2პეტრ.1,9;2,1).
ამდენად,ეპისტოლის მიზანია გაამხნევოს,ანუგეშოს დარწმუნოებაში განამტკიცოს მცირეაზიელი ქრისტიანები.საბოლოო მიზანს წმინდა პეტრე თვითონვე აღნიშნავს: "სილოანეს მიერ,ძმისა თქვენისა,სარწმუნოისა,ვითარ ვჰგონებ,მცირედ მივწერ,გლოცვედ და გიწამებდ,ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაი,რომელსაცა ზედა სდგათ(5,12)
ეპისტოლის აწერის დრო და ადგილი: პეტრე მოციქული იმ ადგილ,სადაც თავისი პირველი ეპისტოლე დაწერა,უწოდებს "ბაბილონს"(5,13).(ალექსანდრიაში ეგვიპტე) რაც შეეხება ეპისტოლის დაწერის თარიღს, ამის დადგენა მთელი სიზუსტით შეუძლებელია. მისი დაწერის დროის ვარაუდი ეფუძნება იმ ფაქტს,რომ მასთან იმყოფებოდნენ სილოანი და მარკოზი(1 პეტრ.5,12,13). პირველი ეპისტოლის დაწერის თარიღი განისაზღვრება 62-64 წლებს შორის.
პირველი თავის შინაარსი: მისალმება(1-2) დიდების მეტყველება ღვთისადმი აღორძინების მადლისათვის(3-5),რის გამოც სიხარული გვმართებს მწუხარებებში (6-9) და რომელსაც ეხებოდა წინასწარმეტყველების ძიება და კვლევა(10-12).მოწოდება წმინდა ცხოვრების (13-21) და ურთიერთ სიყვარულისაკენ (22-25).
წმინდა პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლის ეგზეგეტიკური განხილვა:
თავი 1
წმინდა პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეს იწყებს შემდეგი სიტყვებით: პეტრე,მოციქული იესუ ქრისტესი. არ შეიძლება,არ დავინახოთ,რომ წმინდა მოციქული აქ საგანგებო მიზნით წარმოაჩენს თავის სამოციქულო ღირსებას,ვინაიდან ის ეკლესიები,რომლებსაც ის ამ ეპისტოლეთი მიმართავს,არ იყო მის მიერ დაარსებული და ისინი მას პირადად არ იცნობდნენ.ხოლო მას შემდეგ რაც ჩამოთვლის თუ კი ვის მისამართითაა დაწერილი ეპისტოლე იგი უკვე ბოლომდე ცდილობს,გააძლიეროს და აამაღლოს დათრგუნულ მცირეაზიელ ქრისტეანეთა ზნეობრივი ცხოვრება სხვდასხვა ღვთისსულიერი შეგონებით. პირველ ორ თავში ის ნათლად გვანახებს იესუ ქრისტეს მიერ აღსრულებული ცხონების საქმის დიდებას და პატივს,რაც ეპისტოლის მთელ ამ ნაწილს დოგმატურ ხასიათს ანიჭებს.დანარჩენ თავებში უმთავრესად ჭარბობს ზნეობრივი ხასიათის დამოძღვრა და შეგონება.
პონტოს,გალატიის,კაბადუკიის,ასიისა და ბიტვინიის ქრისტიანების წმინდა მოციქული უწოდებს "მწირებს" ორმაგი აზრობრივი დატვირთვით:პიველი,-ისინი ცხოვრობენ თავიანთი სამშობლოს პალესტინის,გარეთ მეორე ქრისტიანებიათვის დედამიწაზე ცხოვრება არის მწირობა და ხიზნობა ,ვინაიდან ქრისტიანის კუთვნილი სამშობლო ზეციური იერუსალიმია.მოციქული მათ უწოდებს "რჩეულებს" იმ მნიშვნელობით, რომ ახალ აღთქმაში ყველა ქრისტიანი შეადგენს ახალ რჩეულ საღვთო ერს,როგორც ძველ აღთქმაში იყო იუდეის ერი(1,1) რჩეულნი ისინი "იყვნენ წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისაითა და წმინდითა სულისაითა დასამორჩილებლად სა საპკურებლად სისხლისა იესუ ქრისტესისა" ყოვლადწმინდა სამების სამივე პირი იღებს მონაწილეობას ადამიანთა ცხონების საქმეში:მამა-ღმერთმა თავისი წინასწარცნობით იცის,თუ ვინ როგორ გამოიყენებს მისთვის ბოძებულ თავისუფალ ნებას და ამით განსაზღვრავს ადამიანებს ვხონებისათვის; ძე ღვრთისამ,ჯვარზე თავისი სიკვდილით არასრულა თვით ცხონების საქმე,ხოლო სულიწმინდა თავისი მადლის მეშვეობით განწმენდს რჩეულებს,ათავისებინებს რა მათ ქრისტეს მიერაღსრულებულ ცხონების საქმეს(1,2) ამის კვალდაკვალ,ქვეყნიერების გამოსყიდვისათვის ღვთისადმი მადლიერებით აღვსილი გულის სიღრმიდან,პავლე მოციქული დიდებისმეტყველებას აღუვლენს ღმერთს,რომელმაც ადამიანებს უბოძა "სამკვიდრებელი უხრწნელი" საპირისპიროდ გრძნობიერი,მიწიერი სამკვიდრებელისა,რომელსაც იუდეველები მესიისგან მოელოდნენ (1,3,4) ამის შემდეგ წმინდა მოციქული ამბობს,რომ ღვთის რწმენის წყალობით იცავს მათ ცხონებისათვის და რომ ეს ცხონება მთელი ძალით გამოჩნდება"ჟამსა მას უკუანაისკნელსა" ახლა კი "მცირედ"
შეჭირვებულნი იქნებითო,რათა განსაცდელების ცეცხლით გამოცდილ,ი და გამობრძმედილი თქვენი რწმენა თვით განწმენდილ ოქროზე უძვირფასესინაღმოჩნდეს იესუ ქრისტეს გამოჩინების ჟამს,ანუ მისი მეორედ მოსვლისას.(1,5-7)დიდებისმეტყველების დამთავრებისას,წმინდა მოციქული მიუთითებს ჩვენი ცხონების განგებულების უდიდეს მნიშვნელობაზე,რომელსაც იძიებდნენ და იკვდლევდნენ წინასწამეტყველები და რომელიც იმდენად ღრმა არის, რომ მასში წვდომა ანგელოზებისისათვის არ არის მარტივი-"გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად" (1,8-12) ყოველი ზემოთქმულის საფიძველზე,მოციქული გვმოძღვრავს მთელი რიგი ზნეობრივი ხასიათის შეგონებებით და თავის ქადაგებას მაღალი დოგმატური მჭერმეტყველებით ამყარებს.პირველი საერთო შეგონება სრული სასოება ქრისტეს მადლზე ბავშური მორჩილებით ღვთისადმი,როგორც მამისადმი და მისწრაფებით,ემსგავსოს ღმერთს ცხვოვრების სიწმინდით: "წმინდა იყვენით,რამეთუ მე წმინდა ვარ" (13-16) ამისკენ უნდა აღვძრას მაღალმა ცნობიერებამ იმისა,თუ რა საფასურით ვართ ქრისტიანენი გამოსყიდულნი:არა განხრწნადია ვერცხლითა გინა ოქროითა,არამედ პატიოსნითა სისხლითა,ვითარცა ტარიგისა უბიწოისა და უმანკოისა ქრისტესითა(1,17-20) სწორედ ამაში მდგომარეობს ამაღლებული გრძნობა დაიცვა ქრისტეს რწმენა და გეპყრას ის, მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა.
ტეგები:
danarchenii tavebis ganmartebebiiccc tuu iqneba dzaan dagvexmarebii!!!!!!:)
winaswar didi madlobaa!!!udides samsaxurs gagviwevv!!!:):):):)
ავტორს მადლობაა ^_^ ეს ისაა,რაც ჩემს ნაშროომს აკლდა :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•