სინედრიონის ქვეშ იგულისხმება იუდეველთა უმაღლესი სამსჯავრო.რომელიც იერუსალიმში იმყოფებოდა და 72წევრისგან შედგებოდა.მათ წინამძღოლობდა მღვდელმთავარი.სინედრიონის დასაწყისს რაბინები და თაკმუდისტები აკუთვნებენ მოსეს დროს,რის საფუზველზედაც მოჰყავთ 70 უხუცესის ყოფნა მოსეს დროს,რის შესახებაც წმ.წერილშია მითითებული.ამით ისინი ამტკიცებენ,რომ არსებობდა ტყვეობამდეც და ტყვეობის შემდგომაც და რომ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ ჩამოყალიბდა ის ეზრას მესვეობიტ.სინედრიონის ძალაუფლება ვრცელდებოდა ხალხზეც და მღვდლებზეც,მათ შორის წინასცარმეტყველებზედაც.ნამდვილად კი სინედრიონის არსებობას ჩვენ ვერ ვხვდებით მაკაბელთა დრომდე.სინედრიონის ცევრებს ირჩევდნენ წილის ყრით.მასში შედიოდნენ მღვდლები,სწავლულნი,მწიგნობარნი და უხუცესები,მათ შორის სახალხო ბელადები,წინამჩღოლი იყო მრვდელმთავარი,რომელიც იწოდებოდა თავად.მეფე არ შეიდზლებოდა ყოფილიყო თავმჯდომარე.წინამძღოლი იწვევდა კრებას და მის გარეშე არაფერი არ წყდებოდა.წმ.წერილსა და იოსებ ფლავიუსთან იხსენიება არაერთი მღვდელმთავარი და მღვდელი,რომლებიც მხილებულნი არიან უმაღლესი ხელისუფლებით.სინედრიონის სხვა წევრები იყვნენ ხალხთა მეთაურები,ტომთა წინამძღოლნი,უხუცესნი და ხალხში უფროსობის მქონენი.მესამე კლასი სინედრიონის შემადგენლობაში იყვნენ მწიგნობრები,განმანათლებლები,უმთავრესად ფარისეველთა და სადუკეველთა პარტიებიდან (სექტებიდან)(საქმ5.17 34.23.6)სწავლულნი და მწიგნობარნი ძირითადად ფარისეველთა სექტიდან იყვნენ.თალმუდისტთა აზრით შეკრების ადგილი იყო იერუსალიმის ტაძრის განყოპილებაში მდებარე დარბაზი.ცალკეულ და განსაკუთრებულ შემთხვევაში იკრიბებოდნენ მღვდელმთავრრის სახლშიც(მთ.26 3.57.59. იოვანე 18.24)
იერუსალიმის დანგრევის შემდეგ სინედრიონი აღარ იყო სამსჯავრო,არამედ სკოლა ანუ სჯულის სასწავლებელი,მაგრამ ამ სახითაც ემსგავსებოდა იუდეველთა ერთობას თავისი ხელისუფლების გავლენით,გადაწყვეტილებებით.სინედრიონის სამსჯავროზე წყდებოდა უმნიშვნელოვანესი სახალხო საქმენი,ნაკლებად მნიშვნელოვანი საკმეები მცირე სამსჯავროზე წყდებოდა,რომლებიც იყო ყოველ ქალაქში.სინედრიონის განსჯის საგანს შეადგენდა ბჭობა და გადაწყვეტილების მიღება.ომისა და მშვიდობის შესახებ,საზოგადოებრივ საქმეებსა და უფლებათა შესახებ,სამთავროების თანამდებობებზე,სააპელაციო საქმეზე,საეკლესიო საქმეზე,ახალმთავრობის განსაზღვრა,საზოგადო ღვთისმსახურებაზე,ბჭობა მღვდელთა შესაძლებლობების შესახებ,მცირე სამსჯავროების მოწყობის შესახებ სხვადასხვა ქალაქებში.საქალაქო და საეკლესიო მოწყობილობა,სომარი ღონისძიებანი.სინედრიონისგან გამოდიოდა კანონიერი დადგენილებები,რომლებიც მთელს ისრაელს ეხებოდა,ყველა ვალდებული იყო ამ დებულებებს დამორჩილებოდა,მისგან გამოდიოდა სასამართლო გადაწყვეტილებანი,რომელიც ეხებოდა ამა თუ იმ ტომს ან მღვდელმთავარ ან რომელიმე დაუმორჩილებელ წევრს სინედრიონისას,ან რომელიმე ქალაქის მიდრეკას კერპთა თაყვანისმცემლობისადმი,ან ცრუ წინასწარმეტყველებსა და ხალხის მაცდუნებელ ერესზე(მთ.27.63.ლუკა 13.33.საქმ.4,2,5.28) მკრეხელებზე(მთ.26.65.იოანე 19,7 საქმ.6,13).ასევე სახელმწიფო დამნაშავეებზე.რელიგიურ საქმეებში სინედრიონის სასამართლო ხელისუფლება ვრცელდებოდა როგორც იუდევლებზე,ასევე განთესულებაში მყოფ ებრაელებზე(საქმ.9,2,26.10-11)სინედრიონის გავლენა ვრცელდებოდა მეფეზეც.სინედრიონის თანხმობის გარეშე მეფეს არ შეეძლო დაეწყო არანაირი ომი.რომაელთა დაპყრობაზე სინედრიონს ეკუთნოდა უფლება სიკვდილსა და სიცოცხლეზე,მაგრამ იმ დღიდან რაც რომაელებმა დაიპყრეს იუდეა მათი ძალაუფლება საგრძნობლად შეიზღუდა,მათ შეეძლოთ გამოეტანათ სასიკვდილო განაჩენი,მაგრამ მის სისრულეში მოსაყვანად საჭირო იყო რომაული ხელისუფლების თანხმობა.
ტეგები: Qwelly, Testamentum, Διαθήκη, სინედრიონი
ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს ახლა ახლოვდება ხო სინედრიონის შეკრება ქრისტეს "განაჩენის" გამოსატანად?
kargiaaa :)
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2026.
საათი: 10:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is your Aion 2 character stuck because your wallet can't keep up with your gear upgrades? Want to make better use of the Aion 2 Kinah you earn while farming? This guide explains how to turn everyday gameplay, valuable Aion 2 Items, and smart…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
© 2026 George.
•