წმიდა ანტონი დიდი დაიბადა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ჰერაკლეოპოლის სოფელ კომაში 251 წელს. მისი მშობლები დიდგვაროვანი და კეთილმსახური კოპტელი ქრისტიანები იყვნენ. მათი მცდელობით, მომავალი წმიდანი, ოჯახურ სიმყუდროვეში იზრდებოდა და იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა მცირერიცხოვან ნაცნობთა წრესთან და გარე სამყაროსთან, რის გამოც მტკიცედ იცავდა გულის სიწმინდეს და დღითი დღე წარემატებოდა ღვთისმოშიშებაში. სიყმაწვილის წლებში არ ესწრაფებოდა მეცნიერული ცოდნის შეძენას, არც თანატოლებთან დაახლოებას, რადგან არ იზიდავდა ამ ასაკისთვის საიტერესო სხვადასხვა სახის გასართობი. მისი საყვარელი საქმიანობა იყო ეკლესიაში მშობლებთან ერთად სიარული და იქ წაკითხული წმინდა წერილის გულისყურით მოსმენა. ანტონი თანატოლებისაგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ არასდროს სთხოვდა სასურველ ტკბილეულს და ყოველთვის იმით კმაყოფილდებოდა, რასაც მშობლები სთავაზობდნენ. მის მთავარ საზრდოს კი წმინდა წერილით გადმოცემული უფლის მცნებები წარმოადგენდა. ნეტარი ანტონი 20 წლის იყო, მშობლები რომ გარდაეცვალა. დარჩა თავის მცირეწლოვან დასთან ერთად და მას შემდეგ, მის მთავარ საზრუნავს დის ღირსეულად აღზრდა და სახლის მოვლა-პატრონობა წარმოადგენდა. ჩვეულებისამებრ, ნეტარი ანტონი კვლავაც აგრძელებდა ტაძარში ხშირად სიარულს, სადაც წმინდა წერილიდან, არცთუ იშვიათად ესმოდა, თუ როგორ დაუტევეს მოციქულებმა ყველაფერი და გაჰყვნენ მაცხოვარს „საქმე მოციქულთა“ კი ამცნობდა, რომ მრავალმა ქრისტიანმა გაყიდა ყოველივე რაც ებადა და აღებული თანხა უკლებლივ გადასცა მოციქულებს. სხვადასხვა საჭიროებისათვის: „და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, გაჰყიდეს და მოაქუნდა სასყიდელი გასყიდულთა მათ, და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცადკაცადსა, რა ცა ვის უხმდა“ (საქ. მოც. 4, 34-35). ანტონი ხშირად ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მტკიცე სარწმუნოება ჰქონდათ უფლის მიმართ ამ ადამიანებს და როგორი დიდი ჯილდო ელოდათ ამისათვის ზეცაში. ერთხელ, ანტონი ამ ფიქრებში იყო გართული, ტაძარში შესვლისას წმინდა წერილის სიტყვები რომ შემოესმა, სადაც მაცხოვარი მდიდარ ახალგაზრდას მიმართავს: „ჰრქუა მას იესუ: უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათ. 19, 21). ანტონიმ ჩათვალა, რომ ეს სიტყვები თავად იესო ქრისტემ წარმოთქვა მის მიმართ. ამიტომ, ტაძრიდან გამოსვლისთანავე გაყიდა რაც კი ებადა. აღებული თანხა ღარიბებს დაურიგა, დიდი თანხის მცირე ნაწილი კი თავისი მცირეწლოვანი და უმწეო დისთვის გადაინახა. მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ანტონიმ კვლავ გაიგონა უფლის სიტყვები სახარებიდან: „ნუ ჰზრუნავ ხვალისათვის“ (მათ. 6, 34), ანტონი, მაშინვე გამოვიდა ტაძრიდან და დანარჩენი ქონების ნაწილიც გაყიდა, გარდა ამისა, აღარც სახლში დარჩენის სურვილი ჰქონდა, ამიტომ თავისი მცირეწლოვანი და, ქალწულ ქალთა კრებულს მიაბარა, ის სახლთან ახლოს დასახლდა ხანდახან მონაზვნებს ნახულობდა გამოცდილების მისაღებად შემდეგ სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დაემკვიდრა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაეცნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად”. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მოსულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალ-მკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ, შუაღამისას, ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღჳიძებად” – მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ, ველურ მხეცებად და ქვეწარმავლებად გარდაისახნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან დაეძევებინათ ბერი. წმიდა მამა ჯვრის საჭურველით განასხმიდა მათ. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: „სადა იყავ, რა არა პირველვე გამოჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ”? პასუხად გაისმა: „აქა ვიყავ, ანტონ, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იხილე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა”. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან, უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილებით აღჭურვილმა, გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, აქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მოჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონმა 20 წელი. უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა, სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს, ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს. 311 წელს ეკლესიას განსაცდელის ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი. დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი. კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონს უდაბნოს დატოვება მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუ სწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა ბილწი მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მოდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაო ბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ. მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”. ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას. 544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
ტეგები: 30 იანვარი, Qwellyland, ეგვიპტე, თვენი, იანვარი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•