წმ. ბონიფანტე გახლდათ რომაელი ქალის აგლაიდას მონა, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. აგლაიდა ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ ცდილობდა ეს ცოდვა ანუ მისი და ბონიფანტეს ურთიერთობა სხვა კეთილი საქმეებით გადაეფარა, რადგან ვერ შეძლო სასიყვარულო კავშირის გაწყვეტა ბონიფანტესთან. როდესაც აგლაიდამ შეიტყო აღმოსავლეთში ქრისტიანების სასტიკი დევნა. თავისთან მოიხმო ბონიფანტე და აღმოსავლეთში წასვლა და იქიდან რომელიმე მოწამის სხეულის ჩამოსვენება თხოვა. აგლაიდა იმედოვნებდა, რომ ქრისტეს მოწამე შეეწეოდა მას ცოდვის დაძლევაში და უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე. ამის გაგონებაზე ბონიფანტემ სიცილით მიუგო: "ქალბატონო, თუ წმიდა ნაწილები ვერ ვიპოვე და თავად ვეწამე ქრისტესთვის, პატივით მიიღებ ჩემს სხეულს?" აგლაიდა სერიოზულად მოეკიდა ნათქვამს და გაკიცხა იგი იმის გამო, რომ წმიდა საქმეზე გამგზავრების წინ თავს ლაზღანდარობის ნებას აძლევდა. ბონიფანტეც დააფიქრა მისმა ნათქვამმა. კილიკიაში, ქალაქ ტარსოსში ჩასულმა ბონიფანტემ თანამგზავრები სასტუმროში დატოვა, თავად კი ქალაქის მოედანს მიაშურა, სადაც ქრისტიანებს აწამებდნენ. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა უფლის რჩეულთა სასტიკი ტანჯვა და ღვთის მადლით გაბრწყინებული მათი სახეები. თანაგრძნობით აღსავსე ბონიფანტე მოწაფეებს ევედრებოდა, ელოცათ, რომ ისიც ამგვარივე ხვედრის ღირსი გამხდარიყო. მაშინ მსაჯულმა ბონიფანტეს ვინაობა ჰკითხა. "მე ქრისტიანი ვარ!" - გაბედულად უპასუხა ნეტარმა, შემდეგ კი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის მას იქვე დაუწყეს წამება: ისე გვემეს, რომ ხორცი ნაფლეთებად ჩამოცვივდა და ძვლები გაუშიშვლდა, ფრჩხილებქვეშ ნემსებით ჩხვლეტდნენ, ბოლოს გამლღვალი კალაც ჩაასხეს ყელში, მაგრამ, ღვთის ნებით, უვნებლად გადარჩა. სამსჯავროს ირგვლივ შემოჯარული ხალხი აღშფოთებამ მოიცვა; მათ მსაჯულს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი წარმართული საკერპოსკენ გაქანდნენ კერპების შესამუსრავად. მეორე დილით, როცა მღელვარება რამდენადმე ჩაცხრა, მსაჯულმა ბრძანა, წმიდა მოწამე ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ ნეტარს ამანაც ვერაფერი ავნო. წმიდა ბონიფანტეს მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ჭრილობიდან სისხლმა და რძემ გადმოხეთქა. ამ სასწაულის ხილვამ ხუთას ორმოცდაათამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. ამასობაში წმიდა ბონიფანტეს თანამგზავრებმა, რომლებიც ორი დღე ამაოდ ელოდნენ სასტუმროში ნეტარის დაბრუნებას, მისი ძებნა დაიწყეს - ფიქრობდნენ, რომ იგი ქარაფშუტულ დროსტარებას მიეცა. თავდაპირველად მათი ძიება უნაყოფო იყო, მაგრამ ბოლოს წმიდანის მოწამეობრივი აღსასრულის თვითმხილველს გადაეყარნენ. ეს უკანასკნელი მათ იმ ადგილამდე მიუძღვა, სადაც ჯერ კიდევ ესვენა ბონიფანტეს თავმოკვეთილი სხეული. მოწამის თანამგზავრები დიდხანს ცრემლებით ითხოვდნენ მისგან შენდობას უკადრისი აზრებისათვის, შემდეგ კი გამოისყიდეს მისი წმიდა ნეშტი და რომში გადაასვენეს. მათი ჩამოსვლის წინა დღეს აგლაიდას ძილში ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, მისი ყოფილი მონის, ამჟამად კი - ბატონის, მფარველის და ანგელოზთა თანამოდასის დასახვედრად გამზადებულიყო. წმიდა დედამ მღვდელმსახურებს თხოვა, პატივით მიეღოთ წმიდა ნაწილები, შემდეგ კი მოწამის სახელობის ტაძარი ააგო და სიწმიდე შიგ დააბრძანა. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. აგლაიდამ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმიდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს.
ტეგები: 1 იანვარი, Qwellyland, january, თვენი, იანვარი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•