31 იანვარს (ძვ. სტ. 18 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეფრემ მცირე 

       მეთერთმეტე საუკუნის ფილოსოფოსი მწერალი მთარგმნელი ეფრემ მცირეს ცხოვრება ჩვენთვის უცნობია მაგრამ მისი ნაშრომებიდან მცირე ინფორმაციას ვიღებთ მის ღვაწლზე და ცხოვრებაზე. 1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი „ზემო ქვეყანათა“, ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა. აზნაურთა შორის იყვნენ „ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე“. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩეს შვილი. ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცდაათამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. შავ მთაზე  ეფრემი იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის „მოსახსენებელში“ ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა „ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტჳრთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვისა სწავლაჲ იღუაწა ჩემთჳს ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისაჲ“. როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: „ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან... განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა“. გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად. ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს. განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს.

       წმიდა ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს:

  1. თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა;
  2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება;
  3. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.

       დედანის აზრის უკეთ გასაგებად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა „მცირედ სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა“. ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“, ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იაონე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ და უამრავი სხვა. ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“. XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, „მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლთა მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან“ ერთად შეკრიბა და მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს. ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 31 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 741

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters