6 იანვარს (ძვ. სტ. 24 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წმინდა მოწამე ევგენია და მის თანა წამებულნი

       ღირსმოწამე ევგენია ალექსანდრიაში ცხოვრობდა, წარმოშობით კი რომაელი იყო. მამამისი იყო ფილიპე რომელიც იმპ.კომოდუსმა (180-192) ეგვიპტის ეპარქოსად გაამწესა ალექსანდრიაში. წმიდანმა მშვენიერი განათლება მიიღო, ამასთან ზნეკეთილობითა და მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. ბევრი დიდებული ჭაბუკი ეძებდა მის ხელს, მაგრამ ნეტარს გათხოვება არ სურდა. ერთხელ ევგენიას პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩაუვარდა ხელში, მისი წაკითხვის შემდეგ ირწმუნა ქრისტე, მისთვის ცხოვრების შეწირვის სურვილით აენთო, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მონებთან - პროტიოსთან და იაკინთესთან ერთად ნათელიღო ეპისკოპოს ელიას ხელით, რომელსაც ევგენიას შესახებ წინასწარ განეცხადა საღვთო ხილვაში. მღვდელმთავარმა წმიდა დედა აკურთხა, მამაკაცის სამოსელში გადაცმულს ევგენის სახელით ეღვაწა, ამით წმინდა ევგენიას საშუალება ეძლეოდა დამალვოდა მამას, რომელსაც წმინდანის გათხოვება სურდა. დაუცხრომელი მოსაგრეობით უფლის რჩეულმა კურნების ნიჭი მოიგო. ერთხელ მას ახალგაზრდა ქვრივმა, მელანიამ მიმართა შემწეობის სათხოვნელად. ქვრივი მელანია მოიხიბლა ევგენის სილამაზითა და გულმოწყალებით და ყოველნაირად ეცადა ეცდუნებინა წმინდანი. გულისთქმები აღეძრა, მაგრამ როცა ხელი ჰკრეს, გააფთრებულმა, წმიდანს მასზე ძალის ხმარების მცდელობაში დასდო ბრალი. ევგენია მამამისის, ეგვიპტის ეპარქის წინაშე წარდგა სამსჯავროზე და იძულებული შეიქნა, თავისი საიდუმლო გაეცხადებინა. კარგა ხნის გამოტირებული ქალწულის პოვნამ მისი ახლობლები სიხარულით აღავსო და რამდენიმე ხანში ყველანი მოინათლნენ. ეს რომ იმპერატორმა გაიგო, მამამისი ეპარქის თანამდებობიდან გადააყენა. ალექსანდრიელმა ქრისტიანებმა ფილიპე თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს. ეგვიპტის ახალმა მმართველმა სახალხო მღელვარების შიშით ვერ გაბედა საჯაროდ დაესაჯა სიკვდილით თავისი წინამორბედი და დაქირავებული მკვლელები მიუგზავნა. ავაზაკები ლოცვის დროს დაესხნენ თავს მღვდელმთავარს და სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შედეგადაც იგი სამ დღეში გარდაიცვალა. დაქვრივებული კლავდია ასულთან და მსახურებთან ერთად რომის მახლობლად მდებარე თავის მამულს დაუბრუნდა. აქ ევგენიამ მრავალი ქალწული მოაქცია ქრისტიანობაზე, კლავდიამ კი დავრდომილთა თავშესაფარი მოაწყო და ქვრივებს ემსახურებოდა. რამდენიმე მშვიდობიანი წელიწადის შემდეგ იმპერატორმა გალიენუსმა (260-268) ისევ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და მრავალმა მათგანმა კლავდიასა და ევგენიასთან ჰპოვა თავშესაფარი. დაობლებულმა ახალგაზრდა რომაელმა ქალმა, სამეფო გვარის ჩამომავალმა ბასილამ შეიტყო წმიდა ევგენიას შესახებ, ნეტარ ქალწულთან შეხვედრა ისურვა და მას წერილით მიმართა. პასუხად ევგენიამ მასთან თავისი მეგობრები და თანამოსაგრეები, პროტიოსი და იაკინთე გაგზავნა. წმიდანებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრეს წრფელი გზის მაძიებელი, რის შემდეგაც მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ბასილას მხევალმა თავისი ქალბატონის საქმროს, პომპიუსს აუწყა, რომ მისი სასძლო ქრისტეს შეუდგა, პომპიუსმა კი იმპერატორთან დაასმინა თითქოსდა უქორწინებლობის მქადაგებელი მართლმორწმუნეები. სამსჯავროზე გამოძახებულმა ბასილამ უარი განაცხადა პომპიუსთან შეუღლებაზე, რის გამოც მახვილით განგმირეს. პროტიოსი და იაკინთე წარმართულ ტაძარში წაიყვანეს მსხვერპლის შესაწირად, მაგრამ შიგ ფეხი შედგეს თუ არა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ამის შემდეგ წმიდა მოწამეებს თავები მოკვეთეს. წმიდა ევგენიაც ძალდატანებით წაიყვანეს დიანას ტაძრისკენ, მაგრამ საკერპოსთან ნეტარის მიახლოება და მისი ნანგრევებად ქცევა ერთი იყო. ამის შემდეგ უფლის რჩეულს ყელზე ლოდი გამოაბეს და მდინარე ტიბრში ჩააგდეს, მაგრამ ლოდის საკვრელი გაწყდა და მოწამე გადარჩა. წმიდანი ცეცხლშიც უვნებელი დარჩა. მაშინ იგი ორმოში ჩააგდეს და შიგ ათი დღე ამყოფეს. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ ქრისტეშობის დღეს შევიდოდა ცათა სასუფეველში. მართლაც, 262 წელს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჯალათმა ქრისტეს ტარიგს თავი მოჰკვეთა. სულ მალე მოწამეობრივად აღესრულა წმიდა კლავდიაც. ღირსმოწამე ევგენიამ მას წინასწარ აუწყა თავისი მიცვალების დღე.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 6 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 7782

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters