8 იანვარს (ძვ. სტ. 26 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა კონსტანტინე სინადელს

       წმინდა კონსტანტინე  ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ.  ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. მას ძალიან მოეწონა და გამეორება სცადა, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა. ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი მთელი გულით ირწმუნა ქრისტე. ირგვლივ მყოფნი დასცინოდნენ ნეტარს. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა იგი საშინლად შეურაცხჰყო. კონსტანტინემ პირჯვარი გადასწერა უსჯულოს, რომელმაც მაშინვე სული განუტევა, მაგრამ შემდეგ უბოროტო და გულმოწყალე ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და ისევ გააცოცხლა. ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვნური სათნოებებით გაბრწყინებული დიდი მოსაგრეები მოღვაწეობდნენ. იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანიც სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ, ტაძრის კარებიც თავისით გაიღო მის წინაშე. მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 8 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 8374

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters