მოსკოვის მიტროპოლიტი პეტრე დაიბადა ვოლინში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. წმიდანის დედას სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა მისი ძის ღვთივრჩეულობა. პეტრე გულისხმიერი ყმაწვილი იყო,წარმატებით ითვისებდა მწიგნობრულ სიბრძნეს, თორმეტი წლისამ, ღვთის სიყვარულით აღძრულმა, მონასტერს მიაშურა. ნეტარი გულმოდგინედ აღასრულებდა ყოველგვარ მორჩილებას, დიდ დროს უთმობდა წმიდა წერილის შესწავლას და ხატწერასაც ეუფლებოდა. პეტრეს შექმნილ ხატებს სავანის ძმებსა და მის მოსალოცად ჩასულ ქრისტიანებს ურიგებდნენ. ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის იღუმენმა წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მრავალწლიანი დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეულმა განმარტოებულ მოღვაწეობაზე აიღო კურთხევა, სავანე დატოვა, მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დამკვიდრდა. შემდგომში აქ თანდათან მომრავლებული ბერებისთვის მან დააარსა სავანე და მაცხოვრის სახელობის ტაძარიც ააგო. იღუმენად დადგენილი პეტრე ბრძნულად მოძღვრავდა სულიერ შვილებს, წმიდა მამას მალე შორს გაუვარდა სახელი. 1308 წელს, ღვთის ნებით, პეტრე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი. მღვდელმთავრობის პირველ წლებში მას ძალიან გაუჭირდა: თათართაგან დაპყრობილ ქვეყანაში მყარი წესრიგი არ არსებობდა, რის გამოც ხშირად უხდებოდა ადგილსამყოფლის ცვლა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმიდანის ღვაწლი სახელმწიფოში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის განსამტკიცებლად. 1325 წელს მღვდელმთავარმა სამიტროპოლიტო კათედრა ვლადიმირიდან მოსკოვში გადაიტანა. უფლის რჩეულის კურთხევით მოსკოვის კრემლში საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას. ნეტარმა თავისი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე და 1326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიცოცხლეშივე საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა მღვდელმთავარი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებდა. 1339 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ტეგები: 3 იანვარი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•