მაცხოვრის ხორციელად ამაღლებისა და მოციქულებზე ნუგეშინისმცემლის, ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასის, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ, მოციქულთა ქადაგება სულ უფრო მეტ ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს რჯულზე. აღორძინდება ჭეშმარიტი სიტყვა და მრავლდებოდნენ ქრისტეს მიმდევრები. საერთო სასყიდლითა და სიმდიდრით სარგებლობდნენ, საკუთარ ქონებას, სიმდიდრეს, სახლებსა თუ აგარაკებს გაჰყიდიდნენ და უკანასკნელ დინარამდე მოციქულთა ფერთა თანა დასდებდნენ. მოციქულები კი თითოეულ ქრისტიანს უნაწილებდნენ ვისაც რამდენი სჭირდებოდა.
ეკლესიის გავრცობის პარალელურად, ქრისტიანთა სხვადასხვა ტომს შორის უთანხმოებანი წარმოიქმნა. დრტვინავდნენ ბერძენი ებრაელები, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ქვრივების შრომა უგულებელყოფილი იყო და შესაწირავი ჯერისამებრ არ ეძლეოდათ. დრტვინვა იმდენად დიდი იყო, რომ მოციქულებმა მოუხმეს მოწაფეებს და უთხრეს: "არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა", ამიტომ გამოირჩიეს შვიდი მოწაფე, დიაკონებად აკურთხეს ისინი (Diakonos - მსახური) დიაკონები უწოდეს. გამორცეულთა შორის იყო სტეფანე, კაცი სული წმინდით და სარწმუნოებით სავსე, დადგინებული მთავარდიაკონად.
როგორც საქმე მოციქულთა გვამცნობს, სტეფანეს ქადაგებით სულ უფრო მეტი იუდეველი ხდებოდა ქრისტეს მიმდევარი, სტეფანე პირველდიაკონის ქადაგებამ მრავალი ებრაელი მღვდელმსახური ქრისტეს აღიარებამდე მიიყვანა, სავსე იყო მადლითა და ძალითა და უამრავ სასწაულსა და ნიშებს იქმოდა. სტეფანესთან კამათში ლიბირტიმელნი, კვირინელნი, ალექსანდრიელნი, კილიკიელნი, ასიელნი უძლურნი აღმოჩნდნენ და როცა სიტყვიერ პაექრობაში ვერაფერი მოახერხეს, მაშინ ცილი დასწამეს - ღმრთისა და მისი რჩეულის, მოსეს გქმობა დააბრალეს. პირველდიაკონი შეიპყრეს და სინედრიონის წინაშე წარადგინეს. როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს "პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაი".
სტეფანე პირველდიაკონის სიტყვა ფიცხელი აღმოჩნდა იუდეველთათვის. ებრაელთა ისტორიის გახსენებით, წმინდა პირველმარტვილმა იუდეველნი ამხილა წინასწარმეტყველთა დევნასა და ხოცვაში, მათი სიტყვის არ შესმენაში, და საბოლოოდ თვით უფლის, განკაცებული იესო ქრისტეს მკვლელობაში. "ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ" (საქმე, 7, 51).
ამის გამოგონე იუდეველებმა ვეღარ მოითმინეს, ქალაქგარეთ გაათრიეს სტეფანე და ქვებით ჩაქოლეს. ჯვარცმული მაცხოვრის მსგავსად, სტეფანე პირველმოწმის სიტყვები იყო: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას".
გადმოცემის თანახმად, წმინდა სტეფანე 30 წლის იყო როდესაც აწამეს. ქრისტეს ეკლესიამ მას პირველმოწამე უწოდა. ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. წმინდა სტეფანეს ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 8 იანვარს და 15 აგვისტოს. 15 აგვისტო, იერუსალიმიდან კონსტანტინოპოში პირველმოწამის წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეა.
ტეგები: 9 იანვარი, Qwellyland, დიაკონი, თვენი, მოწამე, პირველმოწამე, სტეფანე, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•