იმ ტალანტებს შორის, რაც ადამიანს ებოძა და მას სხვა ქმნილებათაგან განასხვავებს, არის მხატვრობის, ანუ ხაზებითა და ფერებით გამოსახვის ნიჭი. იგი კეთილშობილი, მაღალი, ღირსეული ნიჭია ღმერთის განსადიდებლად. ჩვენ კი გვმართებს, ყველა შესაძლო სუფთა და მაღალი საშუალებებით განვადიდოთ უფალი, ფსალმუნთმგალთბლის მოწოდების თანახმად: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი სახელსა წმიდასა მისსა“ (ფს. 102,1); აქ „ყოველი გონებაჲ ჩემი“ ნიშნავს - სულის სრულ შესაძლებლობებს. და მართლაც, მხატვრის ნიჭიერება ღვთის საჩუქარია. ოდესღაც, მოსეს დროს, „უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა. და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა. ყოველსავე ზედა ხუროთმოძუღვრებად საქმედ ოქროჲსა და ვერცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას. ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოველსა საქმესა სიბრძნისასა და განზრახვისა და გულისხმისყოფად და საქმედ ქსოვასა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძუღვრებისა“ (გამოსლვ. 35,30-35). მოსეს კარვისა და შემდგომ სოლომონის ტაძრისათვის ხელოვანთა ხელით ოსტატურად გაკეთებული ყველა ნივთი იყო წმიდა. ამასთანავე ერთნი წმიდა მორთულობას წარმოადგენდნენ, მეორენი, განსაკუთრებით პატივმისაგებნი და გამორჩეულნი ასახავდნენ ღვთის დიდებას. ასეთი იყო „აღთქმის კიდობანი“, რომელთან განსაკუთრებული კეთილკრძალულობის გარეშე შეხებას შეიძლებოდა მოეკლა ადამიანი (2 მეფ. 6,7). მაგალითად, დავითის მეფობის დროს კიდობნის გადატანისას ოზია სიკვდილმა მოცელა იმიტომ, რომ ხელი მოჰკიდა კიდობანს; ასეთები იყვნენ კარავში კიდობანზე დადგმული „ქერუბიმნი დიდებისანი“, რომეშორისაც კეთილ-ინება ღმერთმა გამოცხადებოდა მოსეს და თავისი ბრძანებები მიეცა: „გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზედა კერძოჲთ სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაელისათა“ (გამოსვლ. 25,22); ეს იყო „ხილული ხატი უხილავი ღმერთისა“1.
ძველი აღთქმის ტაძრის კედლებსა თუ კრეტსაბმელზე არსებულ მრავალრიცხოვან გამოსახულებათაგან ერთიც არ ყოფილა მიცვალებული მართალი, როგორც ეს ქრისტიანულ ეკლესიაშია მიღებული. ეს იმიტომ, რომ თვითონ ისინი ჯერ კიდევ ელოდნენ თავიანთ გამოხსნასა და წყვიადიდან გათავისუფლებას, რაც იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლითა და მისი აღდგომით აღსრულდა. მოციქულის აზრით, ისინი „თჳნიერ ჩვენსა სრულ იქმნენ“ (ებრ. 11,40), ანუ როგორც წმიდანები, განდიდდნენ ახალ აღთქმაში.
წმიდა წერილი მკაცრად კრძალავს კერპებისა და ბომონების აგებასა და მათდამი თაყვანისცემას, მაგრამ ეს აკრძალვა არ ეხება ქრისტიანულ ხატებს. კერპი არის ცრუ ღმერთების გამოსახულება და მათდამი თაყვანისცემა იქნებოდა ეშმაკებისადმი ან არარსებული, წარმოსახვითი არსებებისადმი (არსობრივად კი ისეთი უსულო საგნებისადმი, როგორიცაა ხე, ოქრო თუ ქვა) მსახურება. მაგრამ წმიდა წერილი მკაცრად მიუთითებს „გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა“ (ლევ. 10,10). ვისაც არ ძალუძს, განასხვაოს წმიდა გამოსახულება კერპებისაგან, გმობს და შეურაცხყოფს ხატებს, იგი მკრეხელია და სასჯელს იმსახურებს. წმიდა წერილი გვაფრთხილებს: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?!... რომელსა გძაგნ კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ?“ (რომ. 2,21-22).
არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებენ, რომ ეკლესიის ადრექრისტიანულ ხანაში კატაკომბებსა და ლოცვითი შეკრებების სხვა ადგილებში, მოგვიანებით კი ქრისტიანულ ტაძრებში, არსებობდნენ წმიდა გამოსახულებანი. თუ ზოგჯერ ქრისტიანი მწერლები გამოდიოდნენ ქანდაკებათა და მათი მსგავსი გამოსახულებების კეთების წინააღმდეგ, მათ მხედველობაში ჰქონდათ წარმართული თაყვანისცემა კერპებისა (ელვირის კრება ესპანეთში, 305 წელს). ზოგ შემთხვევაში ასეთი გამონათქვამები და აკრძალვები გამოწვეული იყო იმდროინდელ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო (მაგ., იქმნებოდა აუცილებლობა დაემალათ თავიანთი სიწმიდენი მდევნელ წარმართთა და არაქრისტიანი მოსახლეობის მტრულად განწყობილი ნაწილისაგან).
ბუნვბრივია, ქრისტიანობის ისტორიის საწყის პერიოდში საჭირო იყო, ადამიანები მანამდე ჩამოეშორებინათ წარმართული კერპთაყვანისმცემლობისაგან, სანამ ცხოვრებაში გაატარებდნენ ღმერთისა და მისი წმიდანების პატივისცემის იდეის სისავსის ამსახავ ფორმებს, რომელთა შორისაც არის წმიდა გამოსახულებათა განდიდება ფერწერის საშუალებით.
VII მსოფლიო კრებამ წმიდა ხატების თაყვანისცემის დოგმატი ასე გამოხატა: „... სრული გულმოდგინებითა და წინდახედულებით განვსაზღვრავთ, რომ წმიდა და პატიოსანი ხატები უნდა თაყვანის-იცემებოდეს პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის გამოსახულების მსგავსად... რამდენადაც უფრო ხშირად ხდებიან ხატებზე გამოსახული უფალი იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები და წმიდანები ჩვენი ჭვრეტის საგანი, იმდენად მათი შემყურენი აღიძრვებიან, მოიგონონ მათი პირველსახეები და უფრო მეტი სიყვარული ჰქონდეთ მათდამი, პატივი მიაგონ ამბორითა და მოკრძალებული თაყვანისცემით (ბერძნ. τιμητικη πρόσκυνησις). არა იმ ჭეშმარიტი (ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე) ღვთისადმი თაყვანისცემით, რომელიც ერთიან საღვთო ბუნებას (ბერპნ. λατρεια) შეჰფერის, არამედ პატივის მიგებით... საკმევლითა და სანთლების ანთებით... რადგან ხატისადმი მიგებული პატივი გადადის პირველსახეზე“.
ტეგები: qwelly, თაყვანისცემა, ხატი, ხატწერა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•