X-XI სს_ეებში კედლის მხატვრობის დამკვიდრება

ქრისტეს დატირება და გარდამოხსნა (ლაგურკა - თევდორეს მხატვრობა)


   ცხოველხატული სტილის ფორმირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანი ეკლესიის მოხატვის წესის დამკვიდრება. ამ დრომდე ეკლესიები მხოლოდ ფრაგმენტულად იხატებოდა (კონქი, გუმბათი). აქედან გამომდინარე, სიუჟეტები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ასე ფრაგმენტულად მოხატულ ეკლესიებში, ბუნებრივია, ვერც ბევრი იქნებოდა, ვერც ძალიან მრავალფიგურიანი და ვერც ძალიან თხრობითი. X-XI ს-დან ტაძარში ჩნდება სახარებისეული, ღვთისმშობლის აპოკრიფული და ასევე წმინდანთა ცხოვრების ამსახველი სიუჟეტური თხრობითი ციკლები, რომლებიც ძირითადად, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზეა წარმოდგენილი. აღმოსავლეთის კონქში გვხვდება მთავარი კომპოზიცია, ეს არის ღვთისმშობელი ან მაცხოვარი გვერდებზე მთავარანგელოზებით და კიდევ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟებით, კონქის ქვედა რეგისტრში, როგორც წესი, გამოსახულია მღვდელმთავართა და წინასწარმეტყველთა რიგი. სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები უჭირავს ღვთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის (ვისი სახელობისაცაა ტაძარი) ციკლს, ხოლო დასავლეთი კედელი ეთმობა აპოკალიფსის ვრცელ სიუჟეტურ კომპოზიციას (თუმცა ეს სისტემა ყოველთვის ასე არ არის და გვხვდება ვარიაციებიც).
    ამგვარ პროგრამას მისდევს ამ პერიოდის მოხატულობებიდან უძველესი, IX ს-ში შექმნილი დოდოს ეკლესიის ფრესკები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. კონქში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი მაცხოვარი მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში გადაშლილი წიგნით, რომელზეც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. საყდარი მოთავსებულია ოვალური ფორმის მედალიონში, რომელსაც გარშემო სამი ზოლი აქვს შემოყოლებული _ თეთრი, ცისფერი და მოწითალო. ტრიუმფალური კამარის კეხში გამოსახულია ცის სეგმენტი, მაკურთხეველი მარჯვენითა და სხივით, რომელშიც სულიწმინდა დაფრინავს მტრედის სახით. მაცხოვრის ჯვრული შარავანდედის აქეთ-იქით მოთავსებულია ორი მედალიონი, რომლებშიც მზისა და მთვარის სიმბოლური გამოსახულებებია (მთვარე ქალის, ხოლო მზე ჭაბუკის სახით, რომელსაც ჩირაღდანი უჭირავს), რაც ელინისტური ხელოვნების ცხადი მემკვიდრეობაა. მჯდომარე ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები კვერთხითა და სფეროთი ხელში. ქრისტესა და მთავარანგელოზებს შორის ერთ მხარეს გამოსახულია ტეტრამორფი მახარებელთა სიმბოლოებით, მეორე მხარეს კი ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი).

   ამ ეპოქის მეორე ძლიან მნიშვნელოვანი ძეგლია უდაბნოს მონასტრის დავით გარეჯელის ციკლი. მასში აღწერილია რამდენიმე სასწაული: ლუკიანეს მიერ ირმების მოწველა, ურჩხულისგან შვლის ნუკრის გადარჩენა, დავით გარეჯელის ლოცვა წყაროს აღმოსაცენებლად, ცეცხლში გახვეული გველეშაპის დაღუპვა, და სხვ. ეს ციკლი არის სუფთად ადგილობრივი, რადგანაც დავით გარეჯელი ქართველების წმინდანია და ის სხვაგან არ არის ფართოდ ცნობილი.
   ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ეპოქაში შეიქმნა, არის ატენის სიონის მოხატულობა. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი ფენა, პირველი _ VIII ს-ში შესრულებული ანიკონური მხატვრობა (წრეში ჩასმული ჯვრები, სინგურით შესრულებული დეკორატიული გამოსახულებები და ა.შ.) და მეორე _ უკვე X ს-ში შესრულებული ცხოველხატული სტილის თვალსაჩინო და ბრწყინვალე ნიმუში. ატენის სიონი (ისევე როგორც ნებისმიერი სიონის ტაძარი საქართველოში) ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და კონქში წარმოდგენილია ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობელი მთავარანგელოზებთან ერთად. ამ კომპოზიციის ქვემოთ მთელი ტანით წარმოდგენილია 12 მოციქულის ორად გაყოფილი ჯგუფი შუაში მოთავსებული ჯვრიანი მედალიონით. საკურთხევლის კონქის ქვედა რეგისტრში გამოსახულნი არიან ეკლესიის მამები _ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და ა.შ. ბემის თაღის კეხზე მედალიონში გამოსახულია ქრისტე ყოვლის მპყრობელის სახით, ბემის თაღის გვერდებზე კი წინასწარმეტყველები.
   რაც შეეხება ტაძრის სამხრეთ ნაწილს, ის მთლიანად ღვთისმშობლის აპოკრიფს ეთმობა, რომელიც ძალიან ვრცელია და მოიცავს არამარტო ღვთისმშობლის, არამედ იოაკიმესა და ანას აპოკრიფსაც (იწყება ძღვნის უარყოფით).
   დასავლეთი ნაწილი, ტრადიციისამებრ, დღე განკითხვისას კომპოზიციისთვისაა განკუთვნილი. მისი მთავარი, დამაგვირგვინებელი ნაწილია ვედრების კომპოზიცია _ ცენტრში წარმოდგენილი ქრისტეს ფიგურა, გვერდებზე ვედრების პოზაში გამოსახული ღვთისმშობლითა და იოანე ნათლისმცემლით. ამ კომპოზიციის ქვემოთ უკვე აპოკალიფსის ციკლია, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთ მხარესაა მართალთა მსვლელობა, რომელიც სამოთხეში მიემართება და მეორე მხარეს ცოდვილთა მსვლელობა, რომელიც ჯოჯოხეთში მიემართება. კედლის ქვედა ნაწილში იყო ღვთისმშობლის მიძინების სცენა, როემლიც ძლირ დაზიანებულია.
საინტერესოა ქტიტორთა გამოსახულება ჩრდილოეთის კედელზე _ აქ წარმოდგენილია მთელი რიგი ქტიტორთა ფიგურებისა, რომელთაგან ზოგიერთის ვინაობა დადგენილი არ არის. ქტიტორთა შორისაა აფზაზთა მეფე გიორგი და კონსტანტინე, სომეხთა მეფე სუმბატი, ლაშა-გიორგი და ა.შ.
       ტაო-კლარჯეთი ამ პერიოდის კულტურის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა და აქ შეიქმნა მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. მათგან ყველაზე გამორჩეულია ხახულის, ოშკისა და ოთხთა ეკლესიის მოხატულობები.

ხახული

   ხახულისა და ოშკის (1036 წ.) მოხატულობა, გარკვეულწილად, ერთმანეთს ეხმიანება, თუმცა ოშკის ძლიერი დაზიანების გამო მისი მოხატულობის მთლიანი პროგრამის აღდგენა შეუძლებელია. ფრესკები რამდენიმე ადგილას არის შემორჩენილი და მათ შორის გამოირჩევა საკურთხევლის კონქის კომპოზიცია, სადაც მოცემული იყო მაცხოვრისა და ორი მთავარანგელოზის ფიგურა. საინტერესოა ქვედა რეგისტრის კომპოზიცია _ ქართულ ხელოვნებაში გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ადგილას მოცემულია საერო კომპოზიცია: სცენა ბაგრატ IV-ის ქორწინებისა ბერძენ მეფისასულზე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ოშკის ტაძარში გვაქვს ბანასა და ოთხთა ეკლესიის გამოსახულებები.
რაც შეეხება ხახულის ტაძარს, აქ გამოიყოფა გუმბათის კომპოზიცია _ მედალიონში ჩასმული ჯვარი, რომელსაც ოთხი მფრინავი ანგელოზი აამაღლებს. ანალოგიურ ჯვართამაღლებას ვხედავთ იშხნის ტაძრის გუმბათშიც. რაც შეეხება ოთხთა ეკლესიას, აქ ძალიან საინტერესოა კონქის გამოსახულება, სადაც მაცხოვრის დიდების კომპოზიციის ქვემოთ ერთ რიგში მთელი ტანით არიან გამოსახულნი მღვდელმთავრები წიგნებით ხელში და წინასწარმეტყველები გაშლილი გრაგნილებით. მხატვრობის ქვედა რიგში მოთავსებული ღვთისმშობლის აპოკრიფული ცხოვრება, რაც იკონოგრაფიული ტრადიციის დარღვევას წარმოადგენს. აქვე მოცემულია ქალის სიმბოლური ფიგურა, რომელსაც ხელში უჭირავს ტაძრის მოდელი.

მაცხოვრის(მაცხვარის) ტაძარი (სვანეთი, ლატალი)

  ამ პერიოდის სვანეთში შეიქმნა უნიკალური ფერწერული სკოლა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონების მოხატულობებისგან. სვანური ეკლესიები, მთის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, მთლიანად იხატებოდა და რადგან ეკლესიები პატარა ზომის იყო, მათთვის შეიქმნა სპეციფიკური იკონოგრაფიული პროგრამა, რომელიც უფრო შემოკლებულია, მაგრამ ძალიან მეტყველი და მნიშვნელოვანი. ამ ტრადიციით კონქში წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია და თუ ეკლესია ძალიან პატარაა, მაშინ ფიგურები მხოლოდ წელსზემოთაა მოცემული. დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის მეფობის ხანაში მოიხატა სამი ეკლესია მხატვარ თევდორეს მიერ, რომელიც მეფის კარის მხატვარი იყო და სპეციალური მოწვევით ჩავიდა სვანეთში.

იფრარი (ქრისტეს დაბადება - თევდორეს მხატვრობა)

   ეს ტაძრებია იფრარი, ლაგურკა და ნაკიფარი. ნაკიფარის ეკლესია წმ. გიორგის, ლაგურკა  კვირიკე და ივლიტას, ხოლო იფრარი მთავარანგელოზთა სახელობისაა. ეს სამი წმინდანი სვანეთისთვის განსაკუთრებით ტრაიციული და პატივცემულია. ნაკიფარის ეკლესია ყველაზე დიდია და აქ გამორჩეულია წმ. გიორგის ცხოვრების ვრცელი ციკლი. ლაგურკაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია სვანეთში, მნიშვნელოვანია კვირიკესა და ივლიტას ციკლი და ასევე ვედრების არაჩვეულებრივი კომპოზიცია კონქში. ლაგურკა განთქმულია თავისი განძთსაცავით, რომელმაც შემოინახა ჭედურობის მრავალი ნიმუში.

სპეციალურად ქსელი: www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 3301

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters