XIX საუკუნეში, 1845 წელს, ტვერელი მღვდლის, პავლე საბანინისა და ქართველი ქალბატონის, ეკატერინე მირზაშვილის ოჯახში დიაბადა მიხეილ საბინაშვილი, მოგვიანებით მიხეილ საბინინი. მამა სამოციან წლებში დაკარგა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დედა მეორედ გათხოვდა.
60_იან წლებშივე სწავლობა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 1868 წლამდე. ამ პერიოდში მრავალგზის იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტერბის მოსანახულებლად. ფრესკებს პირად დღიურში იხატავდა, ძველ თქმულებებს იწერდა და აგროვებდა.
22 წლის მიხეილმა, 1867 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე იყო, ექსარქოსს მიართვა წერილობითი მოხსენება, რომელშიც გახმიანებული იყო მოთხოვნა აბო ტფილელის ნიშის კეთილმოწყობის და პატრონობის შესახებ, რომელიც მეტეხის ტაძრის ქვემოთ, მტკვრის ნაპირას მდებარეობს.
მიხეილ საბინინმა, აბო ტფილელის ხატი სწორედ იმ ნიშს შესწირა.
1868 წელს, გიმნაზიის წარუმატებელი დამთავრების შემდეგ (საბინინი მუდმივად აკრიტიკებდა თბილისის პირველი გიმნაზიის ხელმძღვანელობას და მუდმივი უთანხმოება ჰქონდა მათთან, რის გამოისობითაც მან გამოასშვები გამოცდები ვერ ჩააბარა), საბინინი სასწავლებლად მიდის პეტერბურგში, სადაც მოღვაწეობს თეოლოგიურ მეცნიერებაში. მაგრამ პრობლემას წარმოადგენდა ასევე სასულიერო აკადემიის დიპლომის მინიჭებაც, რადგან მას ჯერ არ ჰქონდა გიმნაზიის დამამთავრებელი საბუთი. ამ საკითხში მას მფარველობა გაუწია პეტერბურგის მიტროპოლიტმა ისიდორე ნიკოლსკიმ.
1874 წელს მიხეილს ღმრთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ნაშრომისთვის, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ძველი პერიოდის პირველ და მეორე ხანას. ნაშრომს ერქვა "საქართველოს ეკლესიის იტორია უძველესი დროიდან VI საუკუნემდე".
1874 წელსვე მიიღო კიდევ ერთი მნიშნველოვანი გადაწყვეტილება - ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი მიქაელ-გობრონი, X საუკუნის მოღვაწე წმინდა მიქელ-გობრონის საპატივცემულოდ. ამის შემდეგ იგი სტატიებს აქვეყნებდა ფსევდონიმით "გობრონი" ან "მიხეილ გობრონი", ასევე ოფიციალურ წერილებზე იყენებდა ხელმოწერას "ივერიელი საბინინი".
პეტერბურგში სწავლის პერიოდშივე, მიხეილ საბინინი დაუახლოვდა ქართველ მეცნიერებს, სამეფო კარის შთამომავლებსა თუ სხვა დიდებულებს, საზოგადო მოღვაწეებს. აღსანიშნავია მისი ურთიერთობა ივანე გრუზინსკისთან და დავით ჩუბინაშვილთან. ამავე პერიოდში მარი ბროსეს გაცნობის ბედნიერებაც ხვდა წილად.
პეტერბურგში მოღვაწეობა მიხეილისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ივანე გრუზინსკისთან მეგობრობამ მას არაერთ ქართულ ხელნაწერზე ხელის შევლების საშუალება მისცა, დაინტერესდა ხელნაწერთა ისტორიით. იწყებს სტატიების გამოქვეყნებას პეტერბურგის ერთ-ერთ პოპულარულ ჟურნალში. ერთ-ერთი პირველი იყო რუსულად თარგმნილი პოლემიკური ტრაქტატისა - "განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა".
მისი მოღვაწეობაში განსაკუთრებული თარიღია 1882 წელი. ამ წელს მიხეილ გობრონის გარჯილობით გამოიცა 400 გვერდიანი წიგნი "საქართველოს სამოთხე", რომელშიც გამოქვეყნებულია 50 ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა. აღსანიშნავია წიგნში შესული წმინდა ნინოს, წმინდა რაჟდენის, წმინდა წამებული დედოფლების - ქეთევანისა და შუშანიკის, მიქაელ-გობრონისა და სხვა წმინდათა ბრწყინვალე ლითოგრაფიები. წიგნის წინასიტყვაობაში წერს, რომ ღვთისმშობლის მიძინება, ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა და ქართველ წმინდანთა ცხოვრების ფაქტები (რომლებიც მოთხრობილია "საქართველოს სამოთხე"_ში) მოუძიებია როგორც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის და საზოგადო ბიბლიოთაკის, ასევე დავით ბატონიშვილის და რუმიანცევის ბიბლიოთეკების ხელნაწერთა ფონდებში. მ. საბინინის თქმით, მრავალი ძვირფასი ხელნაწერი დარჩა რუსეთში მცხოვრებ ბატონიშვილთაგან. დიდი დახმარება გაუწევია სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონ ნინას. ამ კრებულის გამოცემას უარყოფითად შეხვდნენ რუსი და ქართველი სასულიერო პირები. საბინინი გულდაწყეტილი უგზავნის წერილს თავის მეგობარს, ზაქარია ჭიჭინაძეს (ისტორიკოსს), სადაც წერ - "ქართველები ეჭვის თვალით უყურებენ ჩემს უანგარობას, ხოლო რუსები მოღალატედ მთვლიან, თუმცა, არცერთი ერისათის ბოროტი არ მიქნია".
1889-1895 წლებში განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას და ლაიფციგსა და ბერლინში ბეჭდავს "საქართველოს ეკლესიის დიდების" ცნობილი ხატის ლითოგრაფიებს.
მიხეილ საბინინის მოღვაწეობა უდიდეს მნიშვნელობისაა საქართველოს ისტორიაში. ის იღწვოდა ქართული ეკლესიის დაცვისა და გაძლიერებისთვის, იბრძოდა ექსარქოსების უსამართლო მმართველობის წინააღდეგ, შრომობდა ქართული ეკლესია-მონასტერების გაძლირებისთვის და ისიც კი მოახერხა, რომ წმინდა იოანე კროშტანდტელი იოანე ზედაზნელის ცხოვრებით დააინტერესა და მცხეთის, ზედაზნის მამათა მოანსტერს ზარიც კი გამოუგზავნა წმინდა მამამ. მიხეილ საბინინი განსაკუთრებით მეურვებოდა დავით გარეჯის მონასტერს და წმინდა დავით გარეჯელის საფლავს უძვირფასესი მარმარილოს ლუსკუმაც კი გაუკეთა, რომლის გარშემო წარწერაში ევედრებოდა წმინდა მამას მოეხსენიებინა გადასახლებაში მყოფი საბინინი, და მართლაც, ცოტა ხანში გადაასახლეს.
მისი თხოვნის მიუხედავად, რომ დავით გარეჯის მონასტერში დაეკრძალათ, მეოცე საუკუნის გარიჯრაჟზე, 10 მაისს, 1900 წელს ფილტვების ანთებით გარდაცვლილი მიხეილ საბინიანი (საბანიშვილი) დაკრძალეს მოსკოვის წმინდა დანიელის მონასტერში. დღეს იქ საფლავის ყოველგვარი კვალი წაშლილია.
მაგრამ არ წაშლილა ხატწერის ის საოცარი ნიმუშები, რომელიც ამ უდიდესმა ქართველმა დაგვიტოვა:
წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, წმინდა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი
წინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეები
წმინდა იოანე, გაბრიელ და ექვთიმე მთაწმინდელები
წმინდა მეფენი ლუარსაბ და არჩილი
წმინდა ნინო (ღმრთისმშობლის გამოცხადების სცენა)
ტეგები: Georgia, Iconography, Petersburg, Qwelly, Гоброн, Михаил, Сабинин, აკადემია
მასალების გამოყენებისთვის კომენტარებში ითხოვეთ ან მიწერეთ ადმინისტრაციას!
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მიუთითეთ წყარო! :)
არ ვიცოდი ან არ მახსოვს ასეთი შესანიშნავი მამულიშვილი გვყოლია წარსულში. დარწმუნებული ვარ,რა ცოდო იქნებოდა მას ენახა დღევანდელი მდგომარეობა წმინდა ადგილების,საქართველოს მდგომარეობა,საქართველოს ეკლესია. უდავოდ ნიჭიერი ქართველი,რომელმაც დაგვითოვა ისტორია,რომელსაც ბევრი არ ვიცნობთ.
Dimitri Ghambarashvili გეთანხმებით. მისი წიგნები და გამოკვლევებიც არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია, არათუ ელექტრონულ სივრცეში, არამედ ბიბლიოთეკებსა და წიგნთსაცავებშიც კი :(
Dimitri Ghambarashvili said:
არ ვიცოდი ან არ მახსოვს ასეთი შესანიშნავი მამულიშვილი გვყოლია წარსულში. დარწმუნებული ვარ,რა ცოდო იქნებოდა მას ენახა დღევანდელი მდგომარეობა წმინდა ადგილების,საქართველოს მდგომარეობა,საქართველოს ეკლესია. უდავოდ ნიჭიერი ქართველი,რომელმაც დაგვითოვა ისტორია,რომელსაც ბევრი არ ვიცნობთ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tory Mata_მ.
თარიღი: აგვისტო 13, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Wood Ranger Power Shears are a versatile and essential tool for any gardener or landscaper looking to easily and efficiently trim branches, hedges, Wood Ranger Power Shears features and bushes. These power shears come in various types, including electric power shears, cordless power shears, and rechargeable power shears, making them convenient for use in any outdoor…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•