აქ თქვენ წაიკითხავთ თუ როგორ ხდება დაფის დამზადება, მისი დამუსავება, ტრადიციის მიხედვით რა მასალას იყენებდნენ წინაპრები და ბევრ სხვა ინფორმაციას.
ლუკა მახარებელი ხატავს ღმრთისმშობლის ხატს. ეს კონტურული ნახატი შესრულებულია XVI საუკუნის ბიზანტიური ხატის მიხედვით. ლუკა მახარებელი ითვლება პირველ ხატმწერად.
შესავალი
ხატწერამ, მისმა ტრაგიზმით სავსე ისტორიამ, დანიშნულებამ და მიზანმა, ოცსა-უკუნოვან ისტორიულ პროცესებთან მიმართებაში, დღეს საკრალური ხელოვნების მნიშვნელობა შეიძინა. ხატის ისტორია და მისი განვითარების გზები ამ წიგნის საგანი არაა, თუმცა მოკლედ ამ საკითხსაც შევეხებით, ვინაიდან ამ ისტორიამ გარკვეული გავლენა იქონია თვით ხატწერის კანონების ჩამოყალიბებაზე.
ქრისტიანული რელიგიისა ფორმირება რომის იმპერიაში მიმდინარეობდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუეებში და ვიდრე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, სასტიკ დევნას განიცდიდა. რომში დღესაც შეიძლება იმ კატაკომბების ნახვა, სადაც ქრისტეს მოძღვრების მიმდევრები იძულებული იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მალულად შეესრულებინათ ღვთისმსახურება.
ხატის წინამორბედი პირობითი სიმბოლური გამოსახულებანი, რომლებიც საი-დუმლოდ სრულდებოდა, ამ კატაკომბებში წარმოიშვა. რამდენადაც ქრისტიანული მოძღვრების ამა თუ იმ მოვლენის სხვადასხვა მხატვრული ხერხით გამოსახვა სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა. ამიტომ მორწმუნენი ცდილობდნენ სა-ღებავების საშუალებით პირობითი ნიშნებით შეენიღბათ და სიმბოლოებით წარმოეჩინათ ქრისტიანული სახეები. ასეთი სიმბოლური გამოსახულებანი კეთ-დებოდა, როგორც რომის კატაკომბებში, ასევე ალექსანდრიისა და ეფესოს აკალდამებში, ან ტიოქიის გამოქვაბულებში, ჭურჭელზე, სანათურებზე, ბეჭდებზე, სამაჯურებზე და ა.შ. კეთილი მწყემსის სახით მაცხოვარის ერთერთი პირველი გამოსახულება სწორედ რომის კატაკომბებშია ნაპოვნი. მორწმუნე ქრისტიანები, აქვე, ამ კატაკომბებსა და გამოქვაბულებში ემალებოდნენ რა სახელმწიფო მოხელეებს, ლოცულობდნენ და ასრულებდნენ ღვთისმსახურებას. ერთერთ სასუფეველში, ერმიის მიწისქვეშა სასაფლაოზე, ნაპოვნია ნახატი სურათების კომპლექტი, რომელიც, როგორც ჩანს, მართლმადიდებლური ქრისტიანული ხატე-ბის წინამორბედი უნდა იყოს. მათ შორისაა ,,ქადაგად დავარდნილი მორჩილის მკურნალი კეთილი მწყემსი’‘, ,,ვეშაპის მიერ იონას გამორიყვა ზღვის ნაპირას ‘‘ და სხ. მარცელინისა და პეტრას კატაკომბებში გამოსახულია ,,მოგვთა მიერ ჩვილი მაცხოვრით ხელში ღვთისმშობლის თაყვანისცემა’‘. კატაკომბებში ქრის-ტეს გამოსახულებაც და სახელიც გონებამახვილურად იყო გადმოცემული თევზის პირობითი ნიშნით, რამეთუ ბერძნულ ენაზე ,,იესო ქრისტე ძე ღვთისა მაცხოვარი’‘-ის ანაგრამაა ,,თევზი’‘. საგულისხმოა, რომ თევზის გამოსახულებით სიმბოლიზირებული იყო წყალში ნათლისღებისა და ზიარების საიდუმლოებაც. ასეთი გამოსახულებაა რომში ლუცინის მიწისქვეშა სასუფეველში, რომელიც I-II საუკუნეებშია შესრულებული. ამ ფარულ ქრისტიანულ სამლოცველოებში ხშირია აგრეთვე მაცხოვრის ძველი აღთქმისეული გამოსახულება კრავის სახით.
ხატწერა იმ სახით რომელსაც დღეს ვიცნობთ, რომის იმპერიაში წარმოიშვა. შემდგომ მის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიზანტიაში განვითარდა და ვიდრე მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის ერთერთ მთავარ რიტუალურ ატრიბუტად იქცე-ოდა, რთული და ტრაგიზმით სავსე გზა გაიარა.
ტეგები: qwelly, ესკიზები, ლიტერატურა, ლუკა, ნიმუშები, სასწავლო, ხატი, ხატწერა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•