შეიყვარე ვინმე
(აღმოსავლური იგავი)

ერთხელ ერთი კაცი, რომელიც ღმერთისკენ მიმავალ გზას ეძებდა, ბერთან მივიდა და უთხრა:

- შენთან დახმარების სათხოვნელად მოვედი. იქნებ ღმერთისკენ მიმავალი გზა მასწავლო.
ბერმა უთხრა:

- იმ შემთხვევაში გასწავლი, თუ მიპასუხებ, ოდესმე ვინმე თუ გყვარებია?
კაცმა ამაყად მიუგო: - სიყვარული და სხვა ამქვეყნიური საკითხები არ მაინტერესებს, სიყვარული, ესენი ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა. მე ღმერთზე ვფიქრობ და ღმერთისკენ მიმავალ გზას ვეძებ.
ბერმა გაიღიმა:

- კიდევ ერთხელ და ღრმად დაფიქრდი, ცხოვრებაში ან ქალი, ან ბავშვი ან თუნდაც ცხოველი, ფრინველი, ყვავილი, მაინც არასოდეს გყვარებია?

- მე ჩვეულებრივი ერისკაცი არ გეგონო, _ უთხრა კაცმა, _ მე ღმერთისკენ მიმავალ გზას ვეძებ და სიყვარულისთვის დროს ვერ დავკარგავო.
ბერმა მოიწყინა და უთხრა:

- თუ ასეა, მაშინ შეუძლებელია შენ ღმერთისკენ მიმავალი გზა იპოვო. ჯერ ვინმე უნდა შეიყვარო, შენს გულში სიყვარულმა უნდა დაისადგუროს და ეს იქნება ღმერთისკენ მიმავალ გზაზე შენი პირველი ნაბიჯი. შენ მეკითხები კიბის ბოლო საფეხურზე, როდესაც პირველ საფეხურზეც კი არ შეგიდგამს ფეხი. წადი, შეიყვარე ვინმე და მერე ეძებე ღმერთისკენ მიმავალი გზა

ტეგები: Qwelly, თავგანწირვა, იგავი, სიყვარული, შეყვარება

ნახვა: 736

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters