თრიალეთში (სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო), მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში - 1009 წელს, სახელმწიფო მოღვაწე ღმრთისმოსავი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა გიორგი მთაწმინდელი. მისი მშობლები დიდგვაროვანი ხალხი იყო - იაკობი და მარიამი. შვიდ წლამდე გიორგი მშობლებთან იზრდებოდა და როგორც მემატიანე გიორგი მცირე წერს - "იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა". 7 წლის იყო როცა ტაძრისის მონასტერში ჩააბარეს ღმრისმოშიშებით, უფლისსასოებით და სიბრძნისმოყვარეობით განთქმულ წინამძღვარს - წმინდა საბიანეს (იხსენიება 31 დეკემბერს). ამ მონასტერში გიორგიმ სამი წელი გაატარა. 10 წლის იყო, როდესაც მამამ, იაკობმა ხახულის მონასტერში გაგზავნა და იქ მოღვაძე თავის ორ ძმას, საბა ხახულელს და ღირს გიორგი მწერას ჩააბარა (მათი ხსენება 19 დეკემბერს). ამ დროს ხახულის მონასტერში მრავალი წმინდა მამა მოღვაწეობდა მათ შორის მამა ბასილი, ილარიონ თვალელი, ანტონი მნათე და სხვა.
ერთხელ, თრიალეთის ერისთავ ფერის ჯოჯიკმა, გიორგი მწერალი თავის სასახლეში მიიპატიჟა და ამ უკანასკნელმა ძმისწული გიორგიც თან წაიყოლა. ბიჭის კეთილგონიერებით გაკვირვებულმა ფერისის ცოლმა, გიორგი შვილად თვისად სცნო და სასახლეში დაიტოვა. როდესაც 1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ ჯოჯიკი დაიბარა იმპერიის კარზე, რადგან ფერისსაც ედებოდა ბრალი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში, ერისთავმა თავისი ოჯახიც და მათ შორის გიორგიც თან გაიყოლა. ბასილ კეისარმა ჯოჯიკს თავი მოჰკვეთა. დედოფალმა, ფერისის ცოლმა კი გიორგი მიაბარა სკოლაში "სასწავლოდ ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა".
1034 წელს კეისარმა ერისთავის მეუღლეს ნება დართო სამშობლოში დაბრუნებულიყო. გიორგი დედადშეძენილ ფერისის მაუღლეს თან გამოჰყვა, მაგრამ საქართველოსი დაბრუნებული, ხახულის მონასტერში მივიდა და 25 წლის ასაკში მონაზვნობის წესით შეიმოსა, ქრისტესთვის მოკვდა და ქრისტესთის აღსდგა.
მონაზვნად აღკვეციდან მცირე ხანში, 1036 წელს, გიორგი უცხოებაში და განდეგილობაში ყოფნის სურვილით ტოვებს ხახულის მონასტერს და გლახაკის ძაძებით შემოსილი სირიისკენ გაემართება. როდესაც შავ მთას მიაღწია და იქაური მამები მოიკითხა, მაშინ დაიწყო სულიერი მოძღვრის ძიება, რადგან მან კარგად იცოდა რომ წინამძღვრის გარეშე "არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმატებაჲ მონაზონებისა" - წერს გიორგი მცირე. და მთის ნაპრალებსი იპოვა კიდეც ასეთი ადამიანი - ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული (ხსენება 3 ივლისს). სამი წელი მოღვაწობდა გიორგი დაყუდებულთან, როდესაც მოძღვარმა გიორგი მთაწმინდელს სქემა შემოსა ად იერუსალიმის მოსალოცად გაგზავნა.
1040 წელს, როდესაც გიორგი თავის სულიერ წინამძღვარს დაუბრუნდა სირიაში, მაშინ გიორგი დაყუდებულმა მისი მორჩილი გიორგი ათონის წმინდა მთაზე გაუშვა და წმინდა წიგნების ბერძნულიდან ქართულად თარგმნის კურთხევა მისცა - გაგრძელება საქმისა, რომელსაც აღასრულებდა ექვთიმე ათონელი (იხსენიება 13 მაისს). მაშინ შემკრთალმა გიორგიმ თავმდაბლობით მიუგი:
- "შეუძლებელ არს ჩემგან და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე".
- "შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკვდილისაგან ისხნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩუენი და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს".
ამ სიტყვებით დამშვიდებული ათონის წმინდა მთისკენ გაემართა. ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. შრომისმოყვარეობით და თავმდაბლობით სიყრმიდან გამორჩულმა გიორგიმ მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა როგორც უსწავლელმა კაცმა. როგორც გიორგი მცირე წერს, სიარულის დროსაც კი თავს მაღლა არ აწევდა, იშვიათად თუ შეხედავდა ვინმეს სახეში, მისი სულიერი თვალები კი "მარადის უხილავსა მას დიდებასა ღვთისასა" განიცდიდა.
გიორგი თავისი თავმდაბლობით ალბათ არც შეუდგებოდა მთარგმნელობით საქმიანობას რომ არა გიორგი დაყუდებულის გაგზავნილი მოწაფე და საყვადური რომელიც მისი საშუალებით გადასცა გიორგი მთაწმინდელს. მაშინ გიორგის სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, პატიება ითხოვა მოძღვარისგან, დიდი კრძალულებით და მოწიწებით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარი გახდა. ამის შემდეგ იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები.
როდესაც ბაგრად IV იმპერატორ კონკსტანტინე მონომახის კარზე ჩავიდა, გიორგი მთაწმინდელსაც შესთავაზა საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდის მიტროპოლიტობა, მაგრამ გიორგიმ უარი განაცხადა. ესეც არ იკმარა და მონასტრის წინამძღოლობიდანაც გადადგა და მონასტრიდან გასვლა მოითხოვა, რადგან სამწერლო მოღვაწეობისთის დრო აღარ რჩებოდა. ასეც მოიქცა და შავ მთაზე, თავის მოძღვართან გაემართა. გიორგი დაყუდებულმა კვლავ ათონზე დააბრუნა ჩვეულ საქმიანობაში. წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმნილი წიგნთა მცირე ჩამონათვალიც კი ცხადყოფს მის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს და ქართველი ხალხის ჩამოყალიბების საქმეში: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.
საქართველოდან შორს, ათონზე მოღვაწე წმიდნა მამას ღმრთისმოშიში მეფე ბაგრატ ხშირად უგზავნიდა წერილებს თხოვნით - საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა დავდაპრიველად უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს, როცა დაამთავრა საღმრთო წიგნთა თარგმნაება, მეფის თხოვნა აღასრულა, საქართველოში ჩამოვიდა და მეფისა დაკათალიკოსის ბრძანებისამებრ მამა გიორგიმ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.
5 წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. მეფე ბაგრატმა დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონისკენ მიმავალმა გიორგიმ, ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად წმინდა მთაზე. როდესაც ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ნეტარმა მამა წანასწარ იგრძნო მოახლოეული აღსასრული და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. "უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!" - წერს გიორგი მცირე გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფიის აღწერისას.
იმპერატორთან წარდგენისას, წმინდა გიორგიმ პატივი მიაგო მეფეს და უთხრა "შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ". ამის შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის სიტყვები "აწ განუტევე მონა შენი მეუფე" აგალობა და მეორე დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიეახლა უფალს.
წმინდა მთის მამებმა ნეტარი მამის გვამი ათონზე გადაასვენეს და გიორგი მაშენებელის თანა "ლუსკუმასა შინა მარმარილოსა" დაკრძალეს, როგორც მეორედ აღმშენებელი და ეკლესიათა შემამკობელი მამა.
ტეგები: 10 ივლისი, Qwellyland, ათონი, აღთქმა, დავითნი, თვენი, ივლისი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•