ღირსი მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი უშჯულოებით მავალთა ბერძენის ოჯახში დაბადებულა. სამარიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ სიქემაში, მას შეუსწავლია ბერძნულ ფილოსოფია და სხვადასხვა მეცნიერებას.ზიარებგულა
ერთხელ,როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ უბანში სეირნობდა, დაფიქრებულ იუსტინეს გზად ერთი ბერი შეხვდა, რომელმაც დიდი ხნის ლაპარაკის შემდეგ ქრისტიანული მოძღვრების მისია განუმარტა მას და ურჩია , რომ ყველა კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში მოეძებნა მაგრამ, გულწრფელად შეაგონა, -და უთხრა ბერმა, - გულწრფელად ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის არ ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს"
30 წლის იყო იუსტინე, როდესაც ნათელ იღო (მოინათლა) და იმ დღიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ქადაგებას ახმარდა. "ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან", - წერდა ის.
იუსტინემ გახსნა სასწავლო ცენტრი, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდნენ . წმიდანი მხურვალედ იცავდა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას.
დაახლოებით 155 წელს, როცა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა 138-161 წლებში როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა იუსტინემ პარდაპირ გადასცა მას "აპოლოგია" სამი სიკვდილმისჯილი ქრისტიანის დასაცავად, სადაც დამაჯერებლად დაამტკიცა ქრისტიანობის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიყალბე. "აპოლოგიამ" იმპერატორზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა, რომ დევნა შეწყვიტა. აზიაში, სადაც განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს, თავად იუსტინე გაგზავნა, რომელმაც სიხარულით ამცნო მის მცხოვრებლებს იმპერატორის გადაწყვეტილება.
ეფესოში გაიმართა დაპირისპირება იუსტინესა და რაბინ ტრიფონს შორის. მართლმადიდებელმა ფილოსოფოსმა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით, დაადასტურა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტება. ეს კამათი წმიდა იუსტინემ გადმოსცა თხზულებაში "საუბარი იუდეველ ტრიფონთან".
მეორე "აპოლოგიით" წმიდა იუსტინემ რომის სენატს მიმართა. ეს მოხდა 161 წელს, ტახტზე მარკუს ავრელიუსის 161-180 ასვლის შემდეგ.
იტალიისკენ მიმავალი იუსტინე მოციქულთა მსგავსად ქადაგებდა სახარებას და თავისი სიტყვით მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. რომში ჩამოსული წმიდანის მიმართ მრავალი ტყუილი ბრალდება აღძრა ვინმე კრისკენტიმ, რომელიც არაერთხელ დამარცხებულა ფილოსოფოსთან კამათში და მისადმი შური უღრღნიდა სულს. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და სასტიკი წამებით ამოხადეს სული (+166).
თავში უკვე ნახსენებ თხზულების გარდა წმიდა მოწამე იუსტინეს კიდევ ეკუთვნის: "სიტყვა ელინთა წინააღმდეგ", "ელინთა სამხილებლად", "სულის შესახებ". წმიდა იოანე დამასკელმა შემოგვინახა დიდი ნაწილი მისი ჩვენამდე მოუღწეველი ნაშრომისა "აღდგომის შესახებ". ისტორიკოს ევსევის ცნობით, წმიდანს დაუწერია წიგნები: "ყველა არსებული ერესის სამხილებლად", "მარკიონის წინააღმდეგ" და სხვა.
წმიდა იუსტინე ფილოსოფოსის ნაწილები რომში განისვენებს.
წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა ესენი ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს. ისინი რომის ერთ ციზეში დაამწყვდიეს. ქალაქის თავის, რუსტიკეს წინაშე წმიდანებმა თამამად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება. რუსტიკემ იუსტინეს ჰკითხა: "ნუთუ მართლა გგონია, რომ დათმენილი სატანჯველის წილ ღმერთი სანაცვლოს მოგაგებს და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებს?" წმიდა იუსტინემ უპასუხა: "კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული".
ქალაქის მმართველმა ტყვე ქრისტიანების მიმდევართა სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ქრისტეს გაბედულ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს.
ტეგები: 14 ივნისი, June, Qwellyland, ეფესო, თვენი, ივნისი, იუსტინე, სამარია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•