17 ივნისს (ძვ. სტ. 4 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კოსტანტინეპოლელ პატრიარქ მიტროფანეს

პატრიარქი მიტროფანე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

     წმიდა მიტროფანეს მოღვაწეობა უკავშირდება კოსტანტინე დიდის ზეობის პერიოდს მეოთხე საუკუნეში. იმ დროს, როდესაც რომში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ წმიდა მიტროფანეს მამამ დომენტიმ , რომელიც რომის იმპერატორი პრობის ძმა გახლდათ მიიღო გადაწყვეტილება თავის ორ ვაჟთან -; პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გახიზნულიყო. წმიდა მიტროფანეს მამას კარგა ხნის შეცნობილი ჰქონდა ქრისტეს ჭეშმარიტება და წარმართული რელიგიის არ არსებობა, სწორედ ამ მიზნით ეახლა სიწმინდით გამორჩეულ ეპისკოპოს ტიტეს და მისი ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. იმდენად დიდი იყო მასში უფლის სადიდებლად მოღვაწეობის სურვილი, რომ ეპისკოპოსმა "მღვდლად დაასხა მას ხელი". ტიტეს გარდაცვალების შემდეგ დომენტი მღვდელმთავრად აკურთხეს, საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: პრობი(303-315) და მიტროფანე(316წ.)

     კოსტანტინე დიდმა ბიზანტიაში მოგზაურობისას იხილა წმიდა მიტროფანეს სიბრძნით გაბრწყინებული ცხოვრება და გადაწყვიტა მისი რომში წაყვანა. ქალაქის მდებარეობით აღფრთოვანებულმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიაში გადაიტანა და წმინდანი უკან დააბრუნა. ე.წ. ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა 325 წელს, არიოზის ერესის უარსაყოფად. სწორედ ამ კრებაზე იმპერატორის რჩევით წმიდა მიტროფანე იქნა არჩეული კოსტანტინეპოლის პირველ პატრიარქად. ვინაიდან იგი ამ დროისათვის საკმაოდ მოხუცებული გახლდათ და ვერ ესწრებოდა კრებას, თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების შემდეგ პატრიარქის მონახულებისას ღირსეულ მემკვიდრედ დასახელდა - ეპისკოპოსი ალექსანდრე, ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიას გაუძღვებოდა იმჟამინდელი მედავითნე - პავლე, ხოლო პატრიარქის ტახტს პავლეს შემდეგ კი ათანასე დაიკავებდა.

     წმიდა პატრიარქი მიტროფანე 117 წლის ასაკში აღესრულა, დაახლოებით 326 წელს, მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კოსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 17 ივნისი, June, Qwellyland, თვენი, ივნისი, კონსტანტინოპოლი

ნახვა: 1239

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters