წმინდა სვიმონ მესვეტე დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების, იოანესა და მართას ოჯახში. მისი დაბადება და ღვთის სამსახურში ჩადგომა იოანე ნათლისმცემლის გამოცხადებით წინასწარ ეუწყა დედას - წმიდა მართას (ხს. 4 ივლისს). ყრმა 2 წლის იყო, როცა მონათლეს.
სვიმონი 6 წლის იყო როდესაც ანტიოქიაში ძლიერი მიწისძვრისს მამა დაეღუპა.ამ დროს ის ეკლესიაში იმყოფებოდა. ტაძრიდან გამოსულს გზა აებნა რა დროსაც ის ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეიფარა. ნეტარ მართას კვლავ წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილის ადგილსამყოფელი აუწყა. ამის შემდეგ წმიდა მართა წმიდა სვიმეონთან ერთად ანტიოქიის გარეუბანში დასახლდა, სადაც ყრმას რამდენჯერმე გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მომავალი განუცხადა.
სვიმონი უდაბნოში გავიდა და გარკველი ხანი მარტო გაატარა., შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოსმა განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი - აბბა იოანეც სვეტზე იყო დაყუდებული. მან სიყვარულით მიიღო ყრმა.
გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა 7 წლის წმიდანი და თვით აიყვანა სვეტზე. ღვთისგან განძლიერებული ნორჩი მოღვაწე სულიერად სწრაფად იზრდებოდა და მალე გაასწრო თავის გამოცდილ მოძღვარს. განსაკუთრებული ღვთისმოშიშებისთვის და ფიცხელი მოღვაწეობისთვის წმიდა სვიმეონმა ღვთისგან კურნების ნიჭი მიიღო. მალე მისი სახელი შორს გავარდა.
11 წლის სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. მასთან მივიდნენ ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსები, დიაკვნად დაასხეს ხელი და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
ღირსი სვიმეონი მხურვალედ ევედრებოდა უფალს სულიწმიდის მადლის მონიჭებას. წმიდანის ლოცვა შესმენილ იქნა, მასზე სულიწმიდა გარდამოვიდა ანთებული სანთლის სახით და წმიდანი ღვთაებრივი სიბრძნით აავსო. ღირსი მამა დაუზარებლად მოძღვრავდა რჩევა-დარიგების მსურველებს, გარდა ამისა, წერდა ეპისტოლეებს სინანულზე, ბერ-მონაზვნობაზე, ქრისტეს განკაცებაზე, მომავალ სამსჯავროზე.
იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა სვიმეონმა ასეთი ცხოვრების წესი დაუდგინა საკუთარ თავს: მზის ამოსვლიდან მეცხრე ჟამამდე ლოცულობდა, შემდეგ მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს და წერდა, ღამეს ლოცვაში ათევდა, მცირეოდენი შესვენების შემდეგ კი კვლავ თავიდან იწყებდა ლოცვას.
ღირსი სვიმეონი ღვთის მინიშნებით გადავიდა საკვირველ მთაზე, მონასტერში კი საძმოს წინამძღვრად გამოცდილი ბერი დატოვა. საკვირველ მთაზე ასულ წმიდანს კლდის ქიმზე მდგარი უფალი გამოეცხადა. სვიმეონმა მოღვაწეობა ამ გამოცხადების ადგილზე დაიწყო: ჯერ ქვაზე იდგა, შემდეგ კი იმ ადგილას აგებულ სვეტზე დაეყუდა.
ღირს სვიმეონს უფლისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭი მოემადლა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის ეფრემის გარდაცვალება, აგრეთვე ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა, რომელსაც უფლისგან სასჯელად მიიღებდა თავისი უმოწყალობის გამო. ღირსმა სვიმეონმა წინასწარგანჭვრიტა აგრეთვე მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დააარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 560 წელს 39 წლის მოღვაწეს სელევკიის ეპისკოპოსმა დიონისემ მღვდლად დაასხა ხელი.
წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა (ხს. 7 მაისს) ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და რწმენა-შერყეული ივერიელების განსამტკიცებლად.
75 წლის წმიდანს უფლისგან ეუწყა ხორცთაგან განსვლის მოახლოება. მან უკანასკნელად დამოძღვრა თავისი სულიერი შვილები და უფლისა მიმართ მიისვენა 596 წელს, სვეტზე გაატარა 68 წელი.
ტეგები: 6 ივნისი, Qwellyland, თვენი, ივნისი, მესვეტე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•