საქართველოს თანამედროვე ცხოვრებაში დღითიდღე საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ტურიზმის განვითარება. სწორედ ამის მეშვეობით იქმნება ქართული ხასიათის, მსოფლმხეველობის, ისტორიული, ეთნოგრაფიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ფართოდ გაცნობა სხვადასხვა ერების მიერ, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მით უფრო, რომ საქართველოში, მის თითოეულ რეგიონში ძალზე უხვი მასალა არსებობს საამისოდ.
შიდა ქართლის ერთ-ერთი ქალაქი, კასპის რაიონი, შესაძლოა ჩაითვალოს ტურისტებისათვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონად. კასპის რაიონის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, დედაქალაქთან და ცენტრალურ მაგისტრალთან სიახლოვე, განუმეორებელი ბუნება, ისტორიული და კულტურული ძეგლების სიუხვე სათანადო პირობებს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.
მოხერხებული გეოგრაგიული მდებარეობასა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის შესანიშნავი დასასვენებელი ადგილები, მთის ცივი, ანკარა წყაროები და მდინარეები, სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები, თრიალეთისა და ლიხის ქედის მშვენიერი სანახები. ცალკე აღნიშვნის ღირსია მდინარე თეძმის, მდინარე კავთურისა და მდინარე ლეხურის ხეობები, სადაც მრავალი ისტორიული ძეგლია. კასპის მუნიციპალიტეტში შესაძლოა განვითარდეს ტურიზმის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სამკურნალო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, კულტურულ დასასვენებელი ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, პილიგრიმული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი.
მიუხედავად არასასურველი პირობებისა კვირის განმავლობაში სამთავისის მნიშვნელოვან ტაძარს, რკონის კომპლექსსა და ქვათახევის ტაძრის კომპლექსის მიმართულებით დაახლოებით 1000-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი შემოდის მოსწავლეების ჩათვლით. ისინი სპონტანურად ნიშნულების, გზამკვლევის გარეშე მიემართებიან და რათქმა უნდა მეტად იღლებიან, არსებობს ერთადერთი კერძო სასტუმრო, რომელიც არის სს "კასპიელექტროაპარატი"-ს. ქალაქის ყოფილ სასტუმროში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.
კასპის რაიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლში, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით-გორის, სამხრეთით-თეთრიწყაროსა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით-დუშეთისა და ახალგორის რაიონები.
რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით განშტოებანი, სამხრეთით-თრიალეთის ქედი. რაიონს თითქმის შუაზე კვეთს მდინარე მტკვარი, რომლის სიგრძე აქ დაახლოებით 29კმ-ია. მისი შენაკადებიდან მთავარია: მარჯვნიდან თეძამი და კავთურა, ხოლო მარცხნიდან ქსანი და ლეხურა. უმაღლესი მწვერვალია ობოლი კლდე (2083 მეტრი ზღვის დონიდან).
ქალაქი კასპი გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ სადაც კვეთს მდინარე კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. ქალაქი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. ზღვის დონიდან არის 560მ. რკინიგზის სადგური (თბილისიდან 48კმ).
რაიონში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ნოტიო ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლის ტემპერატურაა 11,4 გრადუსი, იანვარში 0,5, აგვისტოში 23გრადუსი, აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურაა-27გრადუსი, აბსოლიტური მაქსიმალური 40 გრადუსი, ნალექები 450 მმ წელიწადში.
კასპის მდინარე ლეხურისა და მტკვრის შესართავთან სტრატეგიული მდებარეობის გამო, ადრევე დაწინაურდა და ციხე ქალაქად ითვლებოდა. ამ ტერიტორიაზე აღმოცენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი კასპი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. ამას მოწმობს ადრეული რკინის ხანის და ანტიკური პერიოდის ერთეული აღმოჩენები.
კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურებულა ვახტანგ გორგასლის მეფობაში და საკუთარი სპასალარიც ჰყოლია. ქალაქს დიდი სამხედრო-ადმინისტრაციული და კულტურული მიშვნელობა ჰქონდა, წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო- ადმინისტრაციულ ერთეულის " კასპის სასპასალაროს" ცენტრს. აქ ევალებოდა ლეხურის სათავის დაცვა, საიდანაც გადმოდიოდა ოსთა ლაშქარი და შიდა ქართლს აოხრებდა. აქ იზრდებოდა მეფე ვახტანგის და მირანდუხტი. მეფე ისე აფასებდა კასპის სპასალარის ერთგულებას, რომ თავისი ერთ-ერთი ასული მისთვის მიუცია აღსაზრდელად. სწავლა-განათლებისა და კულტურის მაღალი დონის გამო ქართლის მეფეები შვილებს აქ აგზავნიდნენ აღსაზრდელად.
ეს ციხე-ქალაქი არსებობდა არაბთა შემოსევამდე. VII საუკუნეში არაბებმა სხვა ქალაქებთან ერთად გაანადგურეს სარდალი მურვან-ყრუს მეთაურობით და საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. დანგრეული კასპი ნაქალაქარად იქცა და XVს-დან გადავიდა ამილახვართა მფლობელობაში. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ XVს-ის II ნახ-ში ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წამოადგენდა. მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების მზრუნველობით აღიდგინა ძველი სახელწოდება 1959 წელს და დღეს იგი ქალაქად იწოდება.
მისი აღმავლობა განაპირობა ცემენტის წარმოებამ, რომელსაც საკავშირო მნიშვნელობა აქვს. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე დღევანდელი კასპის რაიონის ტერიტორია ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1917 წლიდან 1921 წლამდე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით-აღმოსავლეთ საქართველოს მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია.
კასპის რაიონმა უამრავი სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა სამშობლოს: ქართლის მოურავი, და მხედართმთავარი გიორგი სააკაზე შვილებითურთ, ქართლის სადროშოს ალამდარი გივი ამილახვარი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ხელოვნების მოღვაწეები- მომღერალი მარო თარხნიშვილი;სანდრო, მიხეილ, ლადო კავსაძეები; პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი; ქართველი მეცნიერი, აკადენიკოსი ივანე ჯავახიშვილი, პედაგოგი და საზოგადე მოღვაწე ნიკო ცხვედაძე. პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი. მხატვრები: მოსე თოიძე და რუსუდან ჯავრიშვილი, მწერლები გიორგი შატბერაშილი, ეკატერინე გაბაშვილი; კომპოზიტორი ია კარგარეთელი; დირიჟორი შალვა და გივი აზმაიფარაშვილები.
სახალხო დღესასწაულები:
კასპის რაიონი აღსანიშნავია სამკურნალო თვისებებით. აქ არის სამკურნალო გოგირდწყალბადოვანი და მინერალური წყაროები. შესანიშნავია ჰავა ტურისტების მოსაზიდად.
რაიონში ხუთი კურორტია: ხოვლე, ახალქალაქი, გოსტიბე, რკონი, გარიყულა.
|
|
სასარგებლო წიაღისეული - რაიონი გამოირჩევა სასარგებლო წიაღისეულით, ესენია: მერგელები (კირქვა) - რაიონში სოფ. ხოვლესთან მოიპოვება ბენტონიტური თიხები. ტუფი მოიპოვება თეძმის ხეობაში. ცნობილია, რომ აშურიანის ველი გრაკლამდე თიხის მთლიანი მასაა, რაიონის ტერიტორია მდიდარია ინერტული მასალებით, მოიპოვება ქვიშა და ხრეში.
შიდა წყლები -ატმოსფერული ნალექების სიმცირის მიუხედავად, კასპის რაიონი მდიდარია წყლის რესურსებით, მის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები: მტკვარი, ლეხურა, ქსანი, თეძამი, კავთურა. აგრეთვე პატარა მდინარეები: ბოტისისწყლები, გოსტიბესწყალი, ლაჯიანხევი, ნოსტურა, სალომიასწყალი, შავწყალა, ხეხმელა, ტორტლა, კოწახურა, მრავალწყარო. გარდა ამისა არსებობს მრავალი წყარო. ამჟამად მუინციპალიტეტში აგებულია 2 ჰიდროელექტროსადგური: სოფელ იგოეთსა და ოკამში.
ტყის რესურსი - კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 32,7% ტყითაა დაფარული, ტყის შემქნელი ჯიშებია: მუხა, წიფელა, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ნაწილობრივ წიწვიანებიც. გავრცელებულია დათვი, მგელი, გარეული ღორი, შველი, კურდელი, ციყვი, მთის მდინარეებში კალმახი, მურწა და სხვა. ტყის ფონდი შეადგენს 22 000 ჰექტარს.
სასოფლო-სამეურნეო რესურსები - კასპის რაიონი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ნიადაგისა და კლიმატური პირობების მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. აქ მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია ნიადაგი, რომლის ძირითადი ტიპებია: ალვიურ-კარბონატული, მდელოს ყავისფერი, მდელოს შავმიწისებრი და ტყის მდელოს ყავისფერი ნიადაგი.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელისშემწყობი ფაქტორია ბუნებრივი კლიმატური პირობები: თერმული მზის სხივების სიუხვე, სითბოს დიდი რაოდენობა, ჰაერის შედარებით მაღალი ტემპერატურა და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა სასურველ პირობებს ქმნის ხეხილის, ვაზის, მარცვლეულის, ბოსტნეულ-ბაღჩეული და სხვა კულტურების ზრდა-განვითარებისათვის.
რეგიონში განვითარებულია მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, რაც ოდითგანვე განსაზღვრავდა მის ეკონომიკურ სიძლიერეს.
აქ უძველესი კულტურაა ვაზი. ძირითადად მოსახლეობას ვენახები გაშენებული აქვს ხეივნის სახით. მართალია აქ ღვინის ტურიზმი ის არ არის განვითარებული როგორც კახეთში, თუმცა აქაური პოტენციალი არაფრით ჩამოუვარდება კახეთისას. თუნდაც ის ფაქტი, რომ უძველესი ღვინის კულტურის ნიშნები და ყურძნის წინაპრები (მსოფლიოში უძველესი-ძვ. წ 8000წ) სწორედ ქართლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
კასპის რაიონი შემოსულ ტურისტებს, ამ ტერიტორიაზე არსებულ 300-ზე მეტი რაოდენობის არქიტექტურულ, არქეოლოგიურსა და ისტორიულ ძეგლს სთავაზობს. ასევე რაიონი მდიდარია მუზეუმებით, კულტურული ძეგლებითა და გამოქვაბულებით.
რაიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: რკონის სამონასტრო კომპლექსი (VIIს. XIII XIVსს); ფავნისის (IX-Xსს); სამთავისი, იკვის (XIს); ქვათახევის, ერთაწმინდის (XII-XIII); მეტეხის (XIIIს) ტაძრები. აღსანიშნავია სხვა ნაგებობანიც: რკონის ხიდი (XIIIს), ცხირეთის ციხე (Xს. და გვიანი შუასაუკუნეები ), ერთაწმინდის, ახალქალაქის, წინარეხის სახლი-დარბაზები (XVIII-XIXსს) და სხვა მრავალი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის სამარხები, მრავალფეროვანი სამარხები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები, სადაც მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა დაცულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
კასპის რაიონი მოიცავს ლეხურის, თეძმის და კავთურის ხეობებს, ნაწილობრივ ქსნის ხეობასაც. თითოეული ხეობა მდიდარია ღირშესანიშნაობებით და ძალიან საინტერესო თავისი უძველესი წარსულით ტურისტებისათვის.
VII საუკუნეში თეძმის ხეობაში არსებობდა შესანიშნავი რკონის მონასტერი, რომელიც ხეობის ზემო მხარეში მდებარეობს. ეტყობა, იგი კეთილმოწყობილი სავანე ყოფილა, რომელიც მწიგნობრობსთან ერთად საერთოდ კულტურულ-საგანმანათლებლო მუსაობასაც ეწეოდა. მონასტერს XII-XIVს-ში დაემატა სხვა ნაგებობებიც. დღეს მის კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი და ხიდი (რომელიც ისტორიაში თამარ მეფის სახელითაა ცნობილი, ამბობენ ხიდზე თამარს გაუვლიაო).
შესანიშნავია ამავე ხეობაში საორბისის ტაძარი, რომელიც 1152 წ-ს კახა ერისთავს აუშენებია, რომლის ვინაობა დაუდგენელია. ეს მცირე ტანის ძეგლი შემკულია მაღალხარისხოვანი ჩუქურთმებით, კედელზე ლამაზი ხელით ამოჭრლია მისი მშენებლის ასომთავრული წარწერა. თეძმის ხეობაშია იკვისა და ერთაწმინდის ტაძრები, რომლებიც 12-13სს მიეკუთვნებიან.
ერთაწმინდა მაღლობზე გაშენებული მოზრდილი სოფელია. აქ მდებარეობს ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს. იგი აგებულია წმ. ესტაფის ანუ ესტატეს სახელზე. სოფლის სახელწოდებაც "ერთაწმინდა" წარმოშობილია ამავე წმინდანის სახელიდან. ტაძარი 1610 წლიდან შევიდა გიორგი სააკაძის მფლობელობაში და შემდეგ მის შთამომავალთა სასაფლაოდ გადაიქცა. ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ არის შემორჩენილი, მაგრამ არაერთი დაზიანება და რესტავრაცია, რომელიც განიცადა შენობამ-განვლილ განსაცდელთა მეტყველი მოწმეებია. ეკლესიის ჩრდ-ით კედელთან მოთავსებულია საფლავის ქვა მკრთალი მხედრული წარწერით. აქ ასაფლავია გიორგი სააკაძის, შვილის პაატას თავი, რომელიც შაჰ-აბაზმა მოჰკლა სპარსეთში.
|
|
|
|
კავთურის ხეობაში მდებარეობს ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ქვათახევი, რომელსაც საპატიო ადგილი ეკავა საეკლესიო იერარქიაში. მეფეებს აქ საზაფხულო აგარაკებიც ჰქონიათ მეფეებს,მის აშენებას მე-12-13 საუკუნეთა მიჯნას მიაკუთვნებენ. მონასტერი ამ ხეობის ერთგვარი კულტურულ-იდეოლოგიური ცენტრი იყო, სადაც მწიგნობრობას ეწეოდნენ, ავრცელებდნენ წერა-კითხვის მცოდნეობას, ქრისტიანულ იდეოლოგიას. იგი ერთ-ერთ უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა საქართველოში და მას წინამძღვარიც ჰყოლია, ძეგლის გარშემო ბუნება უმშვენიერესია და მრავალ ტურისტს მიიზიდავს.
|
მაღალაანთ ეკლესიაა და კოშკები. კომპლექსში შედის მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვლე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ.
კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XVს-ის დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების ( მაღალაშვილების) გვართან.
მაღალაძეები დაწინაურდნენ XV საუკუნიდან და ამ გვარის მეთაურ პაპუნა ნიკოლოზ ქადაგიძეს თავისი რეზიდენცია ფეოდალური ტიპის სასახლედ გადაუქცევია. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. აქ მაღლობ ადგილას კოშკი და სასახლე აუშენებია. მაღალაანთ ეკლესიის აღმოსავლეთით ტყეში არის "ჯვარპატიოსანი" ეკლესია.
|
|
სოფელი სამთავისი მდ. ლეხურის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. იგი ძველი ისტორიული სოფელია. აქ მდებარეობს სამთავისის დიდი ეკლესია, სადაც მოღვაწეობდა ცამეტი მამათაგან ერთ-ერთი ისიდორე.
როგორც სამთავისის საეპისკოპოსო, ცნობილია VI ს-დან. ეკლესია 1030 წელს სამთავნელ ეპისკოპოს ილარიონ ყანჩელის ძეს აუგია, ხოლო სხვა სამეურენეო დანიშნულების ნაგებობანი-მარანი და საწნახელი -1050 წელს.
არსებობს სამთავისის ტაძარზე სვეტიცხოვლის მსგავსი ლეგენდა. ოსტატმა ააგო მცხეთისა და მეტეხის, შეგირდმა კი სამთავისის ტაძარი. მათში ყველზე კარგი აუგია მოწაფეს და მისთვის ხელი მოუჭრია ოსტატს. ეს შეგირდი კი შიგ ტაძარში მარხიაო.
როგორც ცნობილია, XV ს-ში სამთავისი მეფე გიორგი VIII თავადებისათვის უბოძია იოთამ ზედგენიძეს ამილახვრობასთან ერთად სამარხად. ამიერიდან იგი გადადის ამილახვრიანთ მფლობელობაში და სამთავისში იმარხებოდნენ იოთამის შთამომავალნი.
ტაძარი თავისი გეგმითა და ნაგებობების ტექნიკით მიეკუთვნება XI ს-ის შიდა ქართლის ისეთ საუკეთესო ძეგლებს, როგორიც არის კავთისხევის, ერთაწმინდისა და იკორთის ტაძრები, რომლებიც შემკულია მაღალხარისხოვანი ჩუქურთმებით.
ტაძარი ღვთაების სახელზეა აშენებული და მშენებელიც მას შესთხოვს შეწყალებას.
შიგ ტაძარშია ამილახვრიანთ რამდენიმე საფლავი. ეკლესიის ვრცელი ეზო გალავნითაა შემოზღუდული, რომელსაც ჩრდ-ით აქვს შემოსასვლელი ალაყაფის კარი, ზედვეა დაშენებული აგურის სამრეკლო. გალავანი და სამრეკლო XVI ს-შია აშენებული.
ეკლესია მოქმედია, მრევლთან ერთად ჰყავს უამრავი დამთვალიეერებელი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი.
|
სხვილო და მისი ციხე დარბაზი იხსენიება Xს-ში. მისი პატრონი იყვნენ "დაჩი და იოანე ძმანი სხვილოსელნი" რომლებიც 980-0992 წლებში მიემხრნენ კვირიკეს, კახთა ერისთავს, აფხაზთა მეფის გიორგის წინააღმდეგ. შემდეგ XVს-ში გიორგი VIII-მ მტელი ლეხურის ხეობა, სხვილოც ციხე დარბაზებით, თავდადებისთვის უბოძა ზედგენიძე-ამილახვარს და ამ საგვარეულოს თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა.
სოფელ ქვემო ჭალაშია ასევე შაჰ-აბაზის კარზე გაზრდილი და გამაჰმადიანებული, შაჰის ერთგული ყმის, ანდუყაფარ ბარძიმის ძე ამილახვრის ციხე-გალავანი, რომელიც თარიღდება XVII-XVIIIს-ებით. მის კომპლექსში შედის გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი-სამრეკლო, სასახლე, ნანგრევები.
მეტეხის მონასტერი სოფელ მეტეხშია. აქ არის ეკლესიები: ღვთისმშობელი, ამაღლების ეკლესია, კვირაცხოველი და სხვა.
|
|
რაიონში შემდეგი მუზეუმებია:
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
|
|
რაიონში შემდეგი ძეგლებია:
გიორგი სააკაძე
|
|
კასპის რაიონის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის რკინიგზის მაგისტრალი 4 სარკინიგზო სადგურით: კავთისხევი, კასპი, მეტეხი, გრაკალი. ცენტრალური საავტომობილო (თბილისი-სენაკი-ლესელიზე) მაგისტრალი, ავტობანი. ადგილობრივი გზების საერთო სიგრძეა 196კმ. განვითარებულია საავტომობილო ტრანსპორტი, რომლებიც მოძრაობენ რაიონის შიგნიდან და მის გარეთაც ყველა მიმართულებით.
2009 წელს, კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სამუშაოებში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭა. პრობლემების განსაზღვრისას პრიორიტეტი აქტუალურ პროექტებს მიენიჭა. საპრეზიდენტო პროგრამა "სოფლის განვითარების მხარდაჭერა"-მ გაამართლა და სოფლად, წლობით არსებული პრობლემების გარკვეული ნაწილი მოგვარდა.
ქალაქ კასპში აღდგა და კეთილმოეწყო ავტობუსის მოსაცდელები. გარეგანატების სამუსაოები ჩაუტარდა ქალაქის 15 ქუჩას. დადგა ნაგვის ახალი ურნები. გადაიბელა ხეები. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კასპი-ქვემო გომის დამაკავშირებელ ხიდს. აღდგა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინები
აღდგა გარიყულა ახალციხის საავტომობილო გზა (1 500 გრძ/მ)
აღდგა ხიდები. გაიწმინდა და მოეწყო სანიაღვრე არხები. მოეწყო სარწყულებელი გობები. მოეწყო სოფლის ცენტრები და სპორტული მოედნები და სხვ.
რაც შეეხება კომუნიკაციას, რაიონში დგას მაგთის და ჯეოსელის ანტენები, მობილურით შესაძლებელია კონტაქტი. არის ინტერნეტიც, მაგთიფიქსი როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში.
1931 წლის 7 ნოემბრიდან დღემდე გამოდის რაიონული გაზეთი "განთიადი", ამჟამად გამოდის "ახალი განთიადი"-ს სახელწოდებით.
გვანცა შეშაბერიძე
ტეგები: Kaspi, Qwelly, დღესასწაულები, ისტორია, მიმოხილვა, მუზეუმები, ტაძრები, ტურიზმი, ძეგლები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•