მარიამ ორიოლი-გაბოძე 19 წლისა,  ხატმწერია და ცხოვრობს კასპში. ძალიან ვშიშობ, რომ მარიამის წარმოდგენას ისე ვერ შევძლებ, როგორსაც იმსახურებს, - იმდენად არ უნდოდა რომ მასზე რაიმე დამეწერა, მისი მოძღვრის მამა ანდრიას (მიდოდაშვილი) შეწუხებაც კი მომიხდა დასათანხმებლად. მერე ძალიან მთხოვა, - ჩემზე ისე ნურაფერს ნუ დაწერთ, თითქოს სხვებისაგან გამორჩეული ვიყოო. აბა, როგორ უნდა გამოვხატო ის განცდა, რასაც 19 წლის მარიამის დაწერილი ხატები ანიჭებენ ადამიანს?!


წმინდა დედოფალი ნანა

"ჩემზე ისე ნურაფერს ნუ დაწერთ, თითქოს სხვებისაგან გამორჩეული ვიყო"

      ისე კი მარიამს პირობა მართლაც მივეცი, არაფრით არ განგადიდებ, უბრალოდ მიამბე, ხატმწერი როგორ გახდი-მეთქი... და მანაც მიამბო:

      - კასპში, სადაც ახლა წმინდა გიორგის ტაძარია, ერთი ნიშა იყო. იქ ჩემმა მოძღვარმა მამა ანდრიამ ხატწერის მასწავლებელი მოიყვანა, რომ ბავშვებს ხატწერა გვესწავლა. მამა არ მყავს, დედამ მითხრა, - იქნებ შენც ისწავლო ხატწერაო. ვუთხარი, - დედი, რას ამბობ, ფურცელზე ხაზის გავლებაც არ ვიცი-მეთქი. მაინც წადიო. მაშინ 15 წლის ვიყავი და მრცხვენოდა, - ის ორნამენტებიც კი ვერ გამომყავდა, რომელსაც ხატწერაში პირველ რიგში ასწავლიან. გავიდა ერთი თვე და უკვე ფიცარზე ფერადი საღებავით დავიწყე წერა. სულ ეს არის. იმის შემდეგ ვწერ ხატებს.

      - ანუ ხატების დასაწერად ხის მასალა გჭირდება, ის კი ძნელი საშოვნელია; როგორ შოულობ?


წმინდა გიორგი

"არ მგონია, რომ სხვებზე მეტი შემეძლოს. მხოლოდ ღვთის მადლი მეხმარება. ლოცვა ძალიან მშველის. ლოცვა ყველას შველის, ოღონდაც მხურვალე ლოცვა..."

      - ხან როგორ, ხან როგორ. მე ხომ ჩემთვის არ ვწერ ხატებს, რაც დავწერე ყველა გაჩუქებული მაქვს... მასალას, ვის, მაგრამ მასალა ძალიან ძვირი ღირს, - 15 ლარიდან 40 ლარამდე, თორემ თავად ვიყიდიდი.

      - ვიცი, რომ კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შენი დაწერილი ხატების გამოიფინა. ვინც შენი დაწერილი ხატები იხილა, ყველამ მითხრა, რომ ამ ხატებმა სიხარული და სიმშვიდე მიანიჭეს. რატომ არ გინდა ამაზე ლაპარაკი? ქვეყნად იმდენი ბოროტება ხდება, თუ ადამიანებს სიმშვიდებს მიანიჭებ, მადლობა როგორ არ უნდა გითხრათ?

      - არ მგონია, რომ სხვებზე მეტი შემეძლოს. მხოლოდ ღვთის მადლი მეხმარება.მიხარია ის, რომ შემიძლია ვიღაცას რაიმე ვაჩუქო, თუკი საშუალება იქნება.

      - მე ვიცი, რომ სამსახური არც შენ გაქვს, არც შენს ძმას და არც დედას. ალბათ, მატერიალურდ გიჭირთ...

      - თუ უფლის რწმენა გაქვს, აუტანელი არაფერია. ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

      - უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გიცდია, მე მგონი, სწავლა აუცილებლად უნდა განაგრძო, - ნამდვილ ნიჭს საზღვრები არ აქვს, რაც მეტს ისწავლი, მეტად გაახარებ ადამიანებს...


მაცხოვრის შობა

"როცა მშვიდად ვარ, ხატს ისიც ეტყობა და როცა ვღელავ, - ისიც."

      - ახლაც დავდივარ კასპიდან თბილისში, სამების ტაძარში თვეში ერთხელ ხატწერის სასწავლად. საპატრიარქოს საექთნოს უფასო სასწავლებელი აქვს, იქ მინდა სწავლა...

      - მარიამ როგორმე უნდა აღმიწერო, როცა შენს მშვენიერ ხატებს წერ, რას განიცდი?

      - როცა მშვიდად ვარ, ხატს ისიც ეტყობა და როცა ვღელავ, - ისიც. ჩემი მოძღვარიც მეუბნება, - აი, აღელვებული, რომ იყავი, ნახე, შენს დაწერილ ხატსაც ეტყობაო. ლოცვა ძალიან მშველის. ლოცვა ყველას შველის, ოღონდაც მხურვალე ლოცვა... როცა ეკლესიის კარი არასოდეს შეგიღია, ზედაპირულად ხედავ ყველაფერს. ანუ როგორ არ ხედავ, მაგრამ ყველაფერი თითქოს ზედაპირზეა. ლოცვას კი სიღრმეში მიყავხარ. ოღონდ ეს ჩვეულებრივი სიღრმე კი არ არის, თითქოს ზეცას ეხები. თანაც ლოცვას თითქოს გულში ჰყავხარ ჩაკრული, რომ რაიმე ცუდი არ შეგეხოს.

      - ეს ძალიან ადამიანურია და იმიტომაც გეკითხები, - რომელი ხატი გიყვარს გამორჩეულად?

      - ღვთისმშობლისა, შობისა და "მწყემსი კეთილის". მწყემსს კეთილსა 100 ცხვარი ჰყავდა და ერთი დაეკარგა. მან დანარჩენი 99 ცხვარი დატოვა და იმ ერთის საძებნელად გაეშურა. უფალიც ასეა, - უთვალავი სამწყმსო ჰყავს, მაგრამ იმ უთვალავიდნ თუნდაც ერთს რომ გზა აერიოს, იმასაც არ მიატოვებს. ზოგჯერ გულში ვამბობ ხოლმე, - თავადაც მეც იმ ერთი დაბნეული ცხვარივით მომიყვანა ეკლესიაში უფლმა მეთქი...

ეთერ ერაძე

ტეგები: kaspi, qwelly, გაბოძე, კასპი, ლოცვა, მარიამ, ჟურნალი

ნახვა: 1603

გამოხმაურებები!

მარიანა ძალიან კარგი შვილია და მიხარია რომ ვიცნობ :* უფლის წყალობას ვუსურვებ!! იხაროს! ♥

განცა მადლობა შეეეენ :) :*

RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters