მარიამ ორიოლი-გაბოძე 19 წლისა, ხატმწერია და ცხოვრობს კასპში. ძალიან ვშიშობ, რომ მარიამის წარმოდგენას ისე ვერ შევძლებ, როგორსაც იმსახურებს, - იმდენად არ უნდოდა რომ მასზე რაიმე დამეწერა, მისი მოძღვრის მამა ანდრიას (მიდოდაშვილი) შეწუხებაც კი მომიხდა დასათანხმებლად. მერე ძალიან მთხოვა, - ჩემზე ისე ნურაფერს ნუ დაწერთ, თითქოს სხვებისაგან გამორჩეული ვიყოო. აბა, როგორ უნდა გამოვხატო ის განცდა, რასაც 19 წლის მარიამის დაწერილი ხატები ანიჭებენ ადამიანს?!
"ჩემზე ისე ნურაფერს ნუ დაწერთ, თითქოს სხვებისაგან გამორჩეული ვიყო" |
ისე კი მარიამს პირობა მართლაც მივეცი, არაფრით არ განგადიდებ, უბრალოდ მიამბე, ხატმწერი როგორ გახდი-მეთქი... და მანაც მიამბო:
- კასპში, სადაც ახლა წმინდა გიორგის ტაძარია, ერთი ნიშა იყო. იქ ჩემმა მოძღვარმა მამა ანდრიამ ხატწერის მასწავლებელი მოიყვანა, რომ ბავშვებს ხატწერა გვესწავლა. მამა არ მყავს, დედამ მითხრა, - იქნებ შენც ისწავლო ხატწერაო. ვუთხარი, - დედი, რას ამბობ, ფურცელზე ხაზის გავლებაც არ ვიცი-მეთქი. მაინც წადიო. მაშინ 15 წლის ვიყავი და მრცხვენოდა, - ის ორნამენტებიც კი ვერ გამომყავდა, რომელსაც ხატწერაში პირველ რიგში ასწავლიან. გავიდა ერთი თვე და უკვე ფიცარზე ფერადი საღებავით დავიწყე წერა. სულ ეს არის. იმის შემდეგ ვწერ ხატებს.
- ანუ ხატების დასაწერად ხის მასალა გჭირდება, ის კი ძნელი საშოვნელია; როგორ შოულობ?
"არ მგონია, რომ სხვებზე მეტი შემეძლოს. მხოლოდ ღვთის მადლი მეხმარება. ლოცვა ძალიან მშველის. ლოცვა ყველას შველის, ოღონდაც მხურვალე ლოცვა..." |
- ხან როგორ, ხან როგორ. მე ხომ ჩემთვის არ ვწერ ხატებს, რაც დავწერე ყველა გაჩუქებული მაქვს... მასალას, ვის, მაგრამ მასალა ძალიან ძვირი ღირს, - 15 ლარიდან 40 ლარამდე, თორემ თავად ვიყიდიდი.
- ვიცი, რომ კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შენი დაწერილი ხატების გამოიფინა. ვინც შენი დაწერილი ხატები იხილა, ყველამ მითხრა, რომ ამ ხატებმა სიხარული და სიმშვიდე მიანიჭეს. რატომ არ გინდა ამაზე ლაპარაკი? ქვეყნად იმდენი ბოროტება ხდება, თუ ადამიანებს სიმშვიდებს მიანიჭებ, მადლობა როგორ არ უნდა გითხრათ?
- არ მგონია, რომ სხვებზე მეტი შემეძლოს. მხოლოდ ღვთის მადლი მეხმარება.მიხარია ის, რომ შემიძლია ვიღაცას რაიმე ვაჩუქო, თუკი საშუალება იქნება.
- მე ვიცი, რომ სამსახური არც შენ გაქვს, არც შენს ძმას და არც დედას. ალბათ, მატერიალურდ გიჭირთ...
- თუ უფლის რწმენა გაქვს, აუტანელი არაფერია. ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.
- უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გიცდია, მე მგონი, სწავლა აუცილებლად უნდა განაგრძო, - ნამდვილ ნიჭს საზღვრები არ აქვს, რაც მეტს ისწავლი, მეტად გაახარებ ადამიანებს...
"როცა მშვიდად ვარ, ხატს ისიც ეტყობა და როცა ვღელავ, - ისიც." |
- ახლაც დავდივარ კასპიდან თბილისში, სამების ტაძარში თვეში ერთხელ ხატწერის სასწავლად. საპატრიარქოს საექთნოს უფასო სასწავლებელი აქვს, იქ მინდა სწავლა...
- მარიამ როგორმე უნდა აღმიწერო, როცა შენს მშვენიერ ხატებს წერ, რას განიცდი?
- როცა მშვიდად ვარ, ხატს ისიც ეტყობა და როცა ვღელავ, - ისიც. ჩემი მოძღვარიც მეუბნება, - აი, აღელვებული, რომ იყავი, ნახე, შენს დაწერილ ხატსაც ეტყობაო. ლოცვა ძალიან მშველის. ლოცვა ყველას შველის, ოღონდაც მხურვალე ლოცვა... როცა ეკლესიის კარი არასოდეს შეგიღია, ზედაპირულად ხედავ ყველაფერს. ანუ როგორ არ ხედავ, მაგრამ ყველაფერი თითქოს ზედაპირზეა. ლოცვას კი სიღრმეში მიყავხარ. ოღონდ ეს ჩვეულებრივი სიღრმე კი არ არის, თითქოს ზეცას ეხები. თანაც ლოცვას თითქოს გულში ჰყავხარ ჩაკრული, რომ რაიმე ცუდი არ შეგეხოს.
- ეს ძალიან ადამიანურია და იმიტომაც გეკითხები, - რომელი ხატი გიყვარს გამორჩეულად?
- ღვთისმშობლისა, შობისა და "მწყემსი კეთილის". მწყემსს კეთილსა 100 ცხვარი ჰყავდა და ერთი დაეკარგა. მან დანარჩენი 99 ცხვარი დატოვა და იმ ერთის საძებნელად გაეშურა. უფალიც ასეა, - უთვალავი სამწყმსო ჰყავს, მაგრამ იმ უთვალავიდნ თუნდაც ერთს რომ გზა აერიოს, იმასაც არ მიატოვებს. ზოგჯერ გულში ვამბობ ხოლმე, - თავადაც მეც იმ ერთი დაბნეული ცხვარივით მომიყვანა ეკლესიაში უფლმა მეთქი...
ეთერ ერაძე
ტეგები: kaspi, qwelly, გაბოძე, კასპი, ლოცვა, მარიამ, ჟურნალი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•