ქალაქ ხაშურის წარმოშობის შესახებ
ისტორიულ წყაროებში ხაშური თითქმის არ მოიხსენიება. არც ძველი საბუთები და დოკუმენტები გამოირჩევიან ამ მხრივ ინფორმაციულობით, ამიტომ მოსახლეობაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ხაშური XIX-ის 60-იან წლებში, რკინიგზის გაყვანის შემდეგ წარმოიშვა, თუმცა ამ ფაქტორმა უდიდესი გავლენა მოახდინა ხაშურის როლის ზრდასა და დაწინაურებაზე. ამის შემდეგ გაჩნდა აქ ქალაქური ტიპის დასახლება. ხაშური მიიჩნევა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ქალაქად. ხაშურის შესახებ ისტორიული დოკუმეტების სიმწირის მიუხედავად, ისინი ღაღადებენ, რომ ხაშური, როგორც დასახლებული ადგილი, გაცილებით ძველია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ხაშურის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, მიკვლეულია ასევე ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები.
ხაშურის სახელწოდებას “ხაშური” თავისებური ახსნა მოეძებნება. მოსახლეობის ნაწილი მას სიტყვა “შურს”, ნაწილი ხაშს უკავშირებს, თუმცა არცერთი ვარიანტი არ შეესაბამება სინამდვილეს.
სულხა-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ხაშურს ამგვარად განმარტავს: "მლაშე წყლისა და ტბისაგან მარილის მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა, და მისთანანი, მათ ნიშანს ეწოდების". ამგვარ განმარტებას იძლევიან ლექსიკოლოგი ნ. ჩუბინაშვილი, იოანე ბაგრატიონი, თავის "საბუნებისმეტყველო განმარტებით ლექსიკონში და ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში". ამრიგად, ხაშური მლაშე წყლის აორქლების ან დაშრობის შედეგად დარჩენილი მარილია. თანამედროვე ხაშურის ჩრდილო–აღმოსავლეთით ჩამოედინება პატარა მდინარე , ე.წ. ღარიბაღელე. სახელწოდებიდან ჩანს, რომ ღელე ღარიბია-მცირე წყლიანია. მისი წყალი მლაშეა, შეიძლება ითქვას მშლაპეა (თითქოს შაბიანი წყლის გემო აქვს).. გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც ჩამოედინება, ქალაქის დიდი მონაკვეთის ნიადაგი მარილიანია და შესაბამისად წყალიც მლაშე ამოდის. სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს ტოპონიმის სახელწოდებაც.
აღსანიშნავია, რომ სპარაულ ენაში არის სიტყვა “ხაქეშური”, რომელიც ძალიან წააგავს ხაშურს და ქართულად თარგმანში ნიშნავს მლაშე მიწას. ვფიქრობთ, ეს სიტყვა ქართულში სპარსულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა, თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, რომ ხაშურის სახელწოდებით ცნობილი დასახლებული ადგილებია ინდოეთში, ესპანეთში (ბასკეთში), თურქეთში (კაბადოკია) შუამდინარული ცივილიზაციაც კი იცნობს მთიანეთს ხაშურის სახელწოდებით. “ხაშურუ” აქადურ ლექსიკონში განმატებულია, როგორც შუმერულიდან შემოსული სიტყვა და ნიშნავს არომატული სუნის ხეს -კვიპროსს, კედარს.
მოსახლეობაში შემორჩენილია სახელწოდება ხაშურის განმარტების მეორე ვარიანტი რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოიძია, იგი გვიამბო 54 წლის ქალბატონმა ეთერ ლომსაძემ, რომელმაც თქმულება მოისმინა თავისი მასწავლებლის, ვანო ჩიქოვანისაგან, ვერსია ამგვარია – ჩვენს ქვეყანაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში ხაშურის ტერიტორიის ნაწილი ჭაობით ყოფილა დაფარული, აქტიურ ზონას ზემოსერი წარმადგენდა. სწორედ ამ მიდამოებში მომხდარა შეტაკება ქართველებსა და ოსმალებს შორის. ქართველებს ხერხი უხმარიათ – ჯარი ორ ნაწილად გაუყიათ. ერთი ნაწილი ზემოსერზე განულაგებიათ, მეორე ნაწილი საბრძოლველად გაუშვიათ. ოსმალებს შეუტევიათ ქართველებისთვის, ამ უკანასკნელთ უკან დაუხევიათ და მტერი ხაფანგში შეუტყუებიათ, ალყაში მოქცეული მტერი ქართველებს ადვილად დაუმაცხებიათ, რადგან ოსმალებისაგან ჩვენი ქვეყანა უზომოდ აკლებულ – აწიოკებული იყო ქართველებს ნიშნისმოგებით უთქვამთ: ჰა, შური ხომ ვიძიეთ, შური ხომ ვიძიეთო. აქედან წარმომდგარა სახელწოდება “ხაშური".
დავუბრუნდეთ ისევ ხაშურის წარმოშობის ისტორიას. უადრესი დოკუმენტი, რომელშიც ხაშურია მოხსენიებული,1693 წლით თარიღდება. იგივე დოკუმენტში შეგვიძლია მოვიძიოთ ირიბი ცნობა, რომ ხაშური ზემოთხსენებულ თარიღამდე გაცილებით ადრე არსებობდა. ჩვენთვის ნიშანდობლივი დოკუმენტი გახლავთ ქართლის მეფის–ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703) დედის-ელენე დედოფლის სიგელი და იგი შედგენილია სურამელი აზნაურის ზაალ აბაზაძის სახელზე.
დედოფალი ელენე, ერეკლე I ნაზარალიხანთან ერთად, ზაალ აბაზაძეს უახლებს და ხელმეორედ უმტკიცებს იმ წყალობის სიგელებს, რომლებიც მის წინაპრებს ჰქონდათ მიღებული ქართლის სამეფო კარისაგან სხვადახვა სამსახურისთვის. ამ დოკუმენტში გარკვევითაა ნახსენები, რომ ქართლის უმაღლესი ხელისუფალნი აბაზაძეს უმტკიცებენ “ხაშურს ჩაჩანიძისეულ მამულს”. რადგან ელენე დედოფალი მხოლოდ ამტკიცებს წინა მეფეების მიერ გაცემულ დოკუმენს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხაშური 1693 წელზე გაცილებით ადრე დასახლებული პუნქტი ყოფილა.
ისტორიკოსი თამაზ ვასაძე, რომელიც ხაშურის მკვიდრია და აღნიშნულ საკითხებზე დიდი ხანია მუშაობს, ელენე დედოფლის სიგელის დეტალური ანალიზის საფუძველზე გვაუწყებს, რომ აბაზაძეებისთვის ხაშურს ჩაჩანიძისეული მამულის ბოძება უნდა მომხდარიყო სვიმონ მეფის გამეფებისა (1556) და როსტომ მეფის გარდაცვალების (1658) წლების არეალში.
ხაშურის ტერიტორიაზე აბაზაძეების გვარს რომ მართლა ჰქონდა მიწები, ტოპონიმიკური მასალითაც დასტურდება. კერძოდ, დღევანდელი მექანიკური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიებს მოსახლეობა ”აბაზაურის მიწების” სახელით მოიხსენიებს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე უდაოა, ხაშური პირველად მოიხსენიება 1693 წ. საბუთში, მაგრამ დასახლებული პუნქტი იგი გაცილებით ადრე ყოფილა.
რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ ხაშური კვლავ პატარა სოფლად რჩებოდა. იგი სოფელ ჭალის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.
ხაშურის ზრდა–განვითარება მის გარშემო არსებული ძველი სოფლების, შინდარის, გორათის და ზემო ჭალის ხარჯზე მოხდა. დღეს ეს სოფლები ხაშურის უბნებს წარმოადგენენ და შინდარის უბანი, გორათის უბანი, ჭალის უბანი – ასე მოიხსენიებიან.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•