თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო,ძმანო და დანო!
დღეს ღვთის ნებით,უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით მივეახლები მღვდელმთავრის მძიმე და ამავდროულად ტკბილ უღელს,ვითარცა ბრძანებს უფალი:’’უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ.’’.
განუზომელია ნება ღვთისა,უსაზღვროა წყალობა მისი!დიდია მღვდელმთავრობის პატივის ტარების მადლო და ასეთივე დიდია ის პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე,რომელსაც მე წმიდა სინოდის ნდობით ვიღებ.
უწმინდესო,ვიხსენებ 1986 წელს,როდესაც თქვენ ჩამობრძანდით დედოფლისწყაროს რაიონში,მე მაშინ ოთხი წლის ვიყავი,მაგრამ კარგად მახსოვს,როგორ გამოვეპარე დედას,გავაკეთე ხისგან ჯვარი და თქვენთან შესახვედრად წამოვედი.
ათი წლის წინ ღვთის დიდმა სიყვარულმა მონასტერში მიმიყვანა,სახლიდან წამოსულს დედის ლოცვა მომყვებოდა,მე კი მთელი გზა გულში ვიმეორებდი წმ.გრიგოლ ხანძთელის სიტყვებს დედის მიმართ თქმულს:’’შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ,დედაო ჩემო,არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე,გარნა ნებასა ღმრთისასა ესრეით სათნო უჩნდა,ვითარცა აწ იქმნა’’.
მაშინ ფიქრადაც ვერ გავივლებდი,რომ ოდესმე ღირსი გავხდებოდი ამ უწმინდესი ადგილიდან მომემართა თქვენთვის.
როგორც ყველას,მეც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წარსულის,აწმყოსა და მომავლის მიმართ.
არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე,დგება უდიდესი დღესასწაული,მღვდელმთავარ ნეოფიტე ურბნელის ხსენებისა და ამავდროულად წმ.კირიონ კათალიკოსის დაბადებისდღე
ეს დამთხვევა მახარებს მრწამს,რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მათი ლოცვა-კურთხევა შემეწევა და მომცემს უდიდეს ძალას ღირსებითა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით ვატარო ეს ჯვარი ,,ვითარცა მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის’’ (ინ. 10,1-16) და არა ვითარცა სასყიდლით დადგინებული,რომელი ილტვის მოწევნულისაგანსაცდელისაგან,განვაგრძო გაძლიერება სურამისა და ხაშურის ეპარქიისა,მივიტანო ღვთის სიტყვა თითოეული ადამიანის გულამდე,გავიზიარო მათი ტკივილი და სიხარული,ვასწავლო ღვთისა და ადამიანის ნების გაერთიანება.
კიდევ ერთი იმედი ამ ჯვრის ღირსეულად ტარებისა,როგორც წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს,არის გულწრფელი აღსარება და მორჩილება მოძღვრისა,რაც ჩემმა მოძღვარმა,მიტროპოლიტმა იობმა მონასტერში მოსვლის პირველივე დღიდან შთამინერგა.ვმადლობ მას ყველაფრისთვის,რაც ჩემთვის უსწავლებია.
აღვავლენ მადლობას უფლის მიმართ,მდაბლად ვიხრი ქედს უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე,მღვდელმთავართა წინაშე,მთელი ერის წინაშე და ვითხოვ შენდობას,თქვენი ლოცვა-კურთხევით,თქვენი თანადგომით შევეცდები გავამართლო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის ნდობა,ვიყო უფლისა და ერის სამსახურში’’აწ და მარადის ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა’’.ამინ!
9.11.2013 წელი
ტეგები: Qwelly, post, იღუმენი, სამების, სვიმონ, სიტყვა, ტაძარში!, ყოვლადწმინდა, ცაკაშვილის
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა PhuongYen_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Continuously grinding mobs, hoarding resources, and farming for hours consumes a significant amount of time. Playera covers multiple popular titles across classic MMORPGs, sci-fi fantasy, and sports simulations,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 7:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
Large Hidden Cubes give Aion 2 players a new way to spend Hidden Cube Keys after the November 11 update. Each one costs 10 keys and offers 10 times the reward, making it tempting to save every key for a larger opening. Players planning their next…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•