ახალშექმნილ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბევრი სიახლეა. მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ხაშურში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უნიკალური ტაძრის - ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყება. მეუფე სვიმეონის განმარტებით, ისტორიული ტაძარი, რომელიც საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო–კლარჯეთში მდებარეობს, აღდგება და დაუბრუნდება სურამ–ხაშურის ეპარქიასა და მთელ საქართველოს. ნგრევის პირას მყოფი ერთ–ერთი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელსაც იმ დროის საქართველოში პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, ბაგრატიონებმა ერთ–ერთ საეკლესიო და სახელმწიფო ეროვნულ ცენტრში, ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას, ცენტრალური გზის მახლობლად ააგეს, რათა საქართველოში შემოსულ თუ გასულ სტუმარს ენახა, როგორ ქვეყანაში შემოდიოდა, როგორ ქვეყანას ტოვებდა. ჩვენ ვგეგმავთ ხაშურის ერთ–ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას აშენდეს და განახლდეს მისი იდენტური, აღდგომის სახელობის ტაძარი, რომლის მშენებლობაში ყველა ადამიანს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება.. ეს იქნება სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც მრავალი შენობა გაერთიანდება, შესაძლებლობის ფარგლებში წარმოჩინდება კულტურული მემკვიდრეობა, ასევე გაიხსნება მცირე ზომის სამედიცინო კლინიკა, სადაც იმუშავებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალი. აქვე იქნება ბიბლიოთეკა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა მრავალი. საჭიროა ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ უდიდესი სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ნავსაყუდელი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი ბედნიერი მომავლისა.
ტეგები: Blog, Post, Qwelly, დღიური, იწყება, კურთხევით, მეუფე, მშენებლობა, სვიმეონის, ტაძრის, მეტი...ჩანაწერი, ხაშური
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა PhuongYen_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Continuously grinding mobs, hoarding resources, and farming for hours consumes a significant amount of time. Playera covers multiple popular titles across classic MMORPGs, sci-fi fantasy, and sports simulations,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 7:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
Large Hidden Cubes give Aion 2 players a new way to spend Hidden Cube Keys after the November 11 update. Each one costs 10 keys and offers 10 times the reward, making it tempting to save every key for a larger opening. Players planning their next…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•