ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაცვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.
1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი. 1974-1975 წწ. ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.
წრომის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ოთხი ცალკე მდგომი ბოძი მკვეთრად გამოყოფს გუმბათქვეშა კვადრატს, რომელზეც აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი. კვადრატიდან რვაწახნაგზე გადასვლა ოთხი დიდი ნახევარკონუსური ტრომპისმეშვეობით ხდება. გუმბათი მდებარეობს ნაგებობის ცენტრში, მის ოთხივე მხარეს ჯვრისმკლავებია, რომელთა ფორმა ხაზგასმულია ურთიერთპერპენდიკულარული მძლავრი ცილინდრული კამარებით.
შენობის ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი (აღმოსავლეთ-დასავლეთის)ღერძი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდია, ხოლო დასავლეთი კი პატრონიკე, რომელიც დასავლეთის მკლავს სიგრძით უთანაბრებს აღმოსავლეთისას და აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. პატრონიკეს ქვეშ მდებარეობს წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვაროვანით. ნართექსიდან სამი შესასვლელია ტაძარში. პატრნიკეზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბის ყოველი მარში თაღზეა დამყარებული. სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა სართული საქალებო იყო, ხოლო მეორე სართული – დიდებულთა სადგომი. აფსიდის ორივე მხარეს ოთხკუთხა სათავსებია –სადიაკვნე და სამკვეთლო. ჩრდილო-აღმოსავლეთისას ჯვაროვანი კამარა აქვს, სამხრეთ-აღმოსავლეთისას ვარსკვლავისებრი. ამ სათავსებში აღმოსავლეთით, პატარა აფსიდების სარკმლების ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია. მკლავების თითო დიდი სარკმელი, გუმბათის ყელის ოთხი სარკმელი და რამდენიმე მრგვალი სარკმელი განათების მხატვრულად გააზრებულ სისტემას ქმნიან.
ტაძარი ორ-სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები მკაცრი და მონუმენტურია. აღმოსავლეთი ფასადი სამნაწილიანია:ფრონტონით დასრულებული შუა ამაღლებული სიბრტყე შეესატყვისება საკურთხეველს, მის ორივე მხარეს ცალფერდასახურავიანი კუთხის დაბალი სათავსებია, რომელთაც თითო სარკმელი აქვთ. იქ სადაც აფსიდი გვერდის სათავსებს (სადიაკვნესა და სამკვეთლოს) ემიჯნება, კედელსი ამოკვეთილია ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ამ ნიშების შექმნა ნაკარნახევია კონსტრუქციით (კედელი გათავისუფლებულია ზედმეტი მასისაგან) და აღმოსავლეთი ფასადის მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით.
ამ ხერხმა განვითარება ჰპოვა შემდგომში ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ საეკლესიოხუროთმოძღვრებაში. ფასადის ნიშები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამმაგი თაღედით. შუა ბრტყელ ნიშს ლენტისებური ორნამენტი აქვს შემოვლებული. გვერდის სამკუთხა ნიშების სიღრმეში კედელზე მიდგმულია კაპიტელებიანი და ბაზისებიანი შეწყვილებული სვეტები. მათ ზემოთ, კონქისებრ მომრგვალებაში შემორჩენილია საღებავით შესრულებული სხივები. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკაცრი მონუმენტური ფასადები დანაწევრებულია მხატვრულად გააზრებულად განლაგებული კარ-სარკმლებით. სამივე ფასადს მსგავსი შუა ღერძი აქვს: სწორკუთხა შესასვლელი თაღოვანი ტიმპანით, მის თავზე, პატრონიკეთა დონეზე, ფართო თაღოვანი სარკმელი და ფრონტონში მრგვალი სარკმელი. ეს ლეიტმოტივი ანათესავებს სამივე ფასადს.
დასავლეთის ფასადზე, შუაში, შეწყვილებული სვეტებითმორთული ფართო შესასვლელია. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მ ორთული დიდი სარკმელია. გრძივი ფასადები თითქმის ერთნაირია. მათი გვერდითი ფრტები ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის გამოშვერილ ნაწილებს.. ამ ფასადების შუა ნაწილში ორნამენტით შემკული ხვრელობებია. შესასვლელის ტიმპანებს და შუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთ ფასადის შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია ჯვარი. ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია, მის ზემოთ ლავგარდნის ქვებზე – როზეტები და ფოთლოვანირელიეფური გამოსახულებები. შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე. ტაძარი გადახურულია კრამიტით და ქვის ლოფინებით.
ტაძრის საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII ს. I ნახ.), რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია (გადარჩენილი ფრაგმენტები გადატანილიასაქართველოს ხელოვნების მუზეუმში). დღეს საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტეს დიდების“ კომპოზიცია, რომელიც მეორე რეგისტრის გამოსახულებების გათვალისწინებით, ამაღლების თემას უკავშირდება. კონქის ცენტრში ქრისტეს დიდი ფიგურაა. მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვენით აკურთხებს. გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ქრისტეს ორივე მხარეს გაირჩევა ანგელოზთა გამოსახულებანი. მეორე რეგისტრში სავარაუდოა გამოსახულიაღვთისმშობელი. აქვე შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები. ერთერთს აქვს წარწერა „პეტრე“.
საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენსი – მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•