წრომი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ახალშენი, დიდი ყელეთი, დიდი ხავლეთი, იმერლიანთკარი, ნადარბაზევი, პატარა ყელეთი). ზღვის დონიდან 795

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაცვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.

1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი. 1974-1975 წწ. ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.

არქიტექტურა [რედაქტირება]

წრომის ტაძრის გეგმა

წრომის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ოთხი ცალკე მდგომი ბოძი მკვეთრად გამოყოფს გუმბათქვეშა კვადრატს, რომელზეც აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი. კვადრატიდან რვაწახნაგზე გადასვლა ოთხი დიდი ნახევარკონუსური ტრომპისმეშვეობით ხდება. გუმბათი მდებარეობს ნაგებობის ცენტრში, მის ოთხივე მხარეს ჯვრისმკლავებია, რომელთა ფორმა ხაზგასმულია ურთიერთპერპენდიკულარული მძლავრი ცილინდრული კამარებით.

შენობის ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი (აღმოსავლეთ-დასავლეთის)ღერძი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდია, ხოლო დასავლეთი კი პატრონიკე, რომელიც დასავლეთის მკლავს სიგრძით უთანაბრებს აღმოსავლეთისას და აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. პატრონიკეს ქვეშ მდებარეობს წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვაროვანით. ნართექსიდან სამი შესასვლელია ტაძარში. პატრნიკეზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბის ყოველი მარში თაღზეა დამყარებული. სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა სართული საქალებო იყო, ხოლო მეორე სართული – დიდებულთა სადგომი. აფსიდის ორივე მხარეს ოთხკუთხა სათავსებია –სადიაკვნე და სამკვეთლო. ჩრდილო-აღმოსავლეთისას ჯვაროვანი კამარა აქვს, სამხრეთ-აღმოსავლეთისას ვარსკვლავისებრი. ამ სათავსებში აღმოსავლეთით, პატარა აფსიდების სარკმლების ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია. მკლავების თითო დიდი სარკმელი, გუმბათის ყელის ოთხი სარკმელი და რამდენიმე მრგვალი სარკმელი განათების მხატვრულად გააზრებულ სისტემას ქმნიან.

წრომის ტაძარი, ხედი აღმოსავლეთიდან

ტაძარი ორ-სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები მკაცრი და მონუმენტურია. აღმოსავლეთი ფასადი სამნაწილიანია:ფრონტონით დასრულებული შუა ამაღლებული სიბრტყე შეესატყვისება საკურთხეველს, მის ორივე მხარეს ცალფერდასახურავიანი კუთხის დაბალი სათავსებია, რომელთაც თითო სარკმელი აქვთ. იქ სადაც აფსიდი გვერდის სათავსებს (სადიაკვნესა და სამკვეთლოს) ემიჯნება, კედელსი ამოკვეთილია ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ამ ნიშების შექმნა ნაკარნახევია კონსტრუქციით (კედელი გათავისუფლებულია ზედმეტი მასისაგან) და აღმოსავლეთი ფასადის მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით.

ამ ხერხმა განვითარება ჰპოვა შემდგომში ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ საეკლესიოხუროთმოძღვრებაში. ფასადის ნიშები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამმაგი თაღედით. შუა ბრტყელ ნიშს ლენტისებური ორნამენტი აქვს შემოვლებული. გვერდის სამკუთხა ნიშების სიღრმეში კედელზე მიდგმულია კაპიტელებიანი და ბაზისებიანი შეწყვილებული სვეტები. მათ ზემოთ, კონქისებრ მომრგვალებაში შემორჩენილია საღებავით შესრულებული სხივები. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკაცრი მონუმენტური ფასადები დანაწევრებულია მხატვრულად გააზრებულად განლაგებული კარ-სარკმლებით. სამივე ფასადს მსგავსი შუა ღერძი აქვს: სწორკუთხა შესასვლელი თაღოვანი ტიმპანით, მის თავზე, პატრონიკეთა დონეზე, ფართო თაღოვანი სარკმელი და ფრონტონში მრგვალი სარკმელი. ეს ლეიტმოტივი ანათესავებს სამივე ფასადს.

დასავლეთის ფასადზე, შუაში, შეწყვილებული სვეტებითმორთული ფართო შესასვლელია. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მ ორთული დიდი სარკმელია. გრძივი ფასადები თითქმის ერთნაირია. მათი გვერდითი ფრტები ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის გამოშვერილ ნაწილებს.. ამ ფასადების შუა ნაწილში ორნამენტით შემკული ხვრელობებია. შესასვლელის ტიმპანებს და შუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთ ფასადის შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია ჯვარი. ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია, მის ზემოთ ლავგარდნის ქვებზე – როზეტები და ფოთლოვანირელიეფური გამოსახულებები. შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე. ტაძარი გადახურულია კრამიტით და ქვის ლოფინებით.

მოხატულობა [რედაქტირება]

წრომის მოზაიკის ფრაგმენტები

ტაძრის საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII ს. I ნახ.), რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია (გადარჩენილი ფრაგმენტები გადატანილიასაქართველოს ხელოვნების მუზეუმში). დღეს საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტეს დიდების“ კომპოზიცია, რომელიც მეორე რეგისტრის გამოსახულებების გათვალისწინებით, ამაღლების თემას უკავშირდება. კონქის ცენტრში ქრისტეს დიდი ფიგურაა. მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვენით აკურთხებს. გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ქრისტეს ორივე მხარეს გაირჩევა ანგელოზთა გამოსახულებანი. მეორე რეგისტრში სავარაუდოა გამოსახულიაღვთისმშობელი. აქვე შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები. ერთერთს აქვს წარწერა „პეტრე“.

საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენსი – მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.

ნახვა: 632

მიმაგრებული ფაილები:

გამოხმაურებები!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters