იოანე ღვთისმეტყველი (ებრ. יוחנן „იოჰანან“, ბერძნ. Ιωάννης, ლათ. Ioannes) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. იოანეს სახარების, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსი) და სამი ეპისტოლეს ავტორი. ხსენების დღე — 8 (21) მაისი. იოანე ღვთისმეტყველი იყო გალილეველი მეთევზის ზებედეს და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ მას (მათ. 4:21). მართლმადიდებლური ეკლესია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ახ. სტილით 21 მაისს, 13 ივლისს და 9 ოქტომბერს აღნიშნავს. კათოლიკურ და სხვა ეკლესიებში აღინიშნება 27 დეკემბერს. იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. წმ. იოანე, წმ. იაკობთან და წმ. პეტრესთან ერთად იყო იაიროს ქალიშვილის აღდგენის მოწმე (მარკ. 5:37. ლუკ. 9:51). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერიცვალებისას (მათ. 17:1; მარკ. 9:2; ლუკ. 9:28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14:33). გოლგოთაზე, ჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა (მათ შორის აღადგენდა მკვდრებს), რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.
გადასახლება
რომის იმპერატორ ნერონის დროს დაიწყო ქრისტიანთა მასიური დევნა. საეკლესიო გადმოცემით წმ. იოანე რომაელებმა შეიპყრეს და რომში გადაიყვანეს, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და საწამლავით ავსებული თასი დაალევინეს. წმ. მოციქული უვნებელი გადარჩა. შემდეგ ის ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ, სასწაულებრივად, ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. რომაელები იძულებული გახდნენ წმ. მოციქული კუნძულ პატმოსზე გადაესახლებინათ. პატმოსზე, წმ. იოანემ მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომში, წმ. მოციქულ პროხორესთან (სამოცდაათ მოციქულთაგანი) ერთად განმარტოვდა მთაზე. სამდღიანი მარხვის დასრულებისას მთა შეზანზარდა და გაისმა მეხის შემზარავი ხმა. შეშინებულ პროხორეს წმ. იოანემ მოუწოდა ჩაეწერა სიტყვები რომლებსაც წარმოთქვამდა: ”მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი” (გამ.1:8). ეკლესიის გადმოცემით ”იოანეს გამოცხადება” (აპოკალიფსი) დაიწერა სწორედ კუნძულ პატმოსზე ახ.წ. 67. ქრისტიანთა შეხედულებით, ”იოანეს გამოცხადებაში” გაიხსნა ეკლესიათა განგების და ბოლო ჟამის საიდუმლოებები.
დაბრუნება
ხანგრძლივი გადასახლების შემდეგ წმ. იოანე გაანთავისუფლეს. მოციქული დაბრუნდა ეფესოში და განაგრძო ქრისტიანობის ქადაგება. წმ. იოანე ქრისტიანებს აფრთხილებდა მწვალებლობათა (ერესის) შესახებ. დაახ. ახ.წ. 95 წმ. იოანემ დაწერა სახარება. შემდგომში მოციქულმა დაწერა სამი ეპისტოლე. წმ. იოანე ხალხს სიყვარულისკენ მოუწოდებდა და თავად იყო ქრისტესმიერი სიყვარულის უპირველესი მაგალითი გარშემომყოფთათვის.
აღსასრული
წმ. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფესოდან და მიწაში ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეეს უბრძანა მისთვის მიწა დაეყარათ. მოწაფეები ქვითინით ეალერსებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ აღესრულებინათ წმ. მოციქულის თხოვნა. როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა შეიტყვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი, ეფესოში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს 8 (21) მაისს წმ. იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი, თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღესრულა, არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით ახ.წ. 110. დასაფლავებულია ეფესოში.
ტეგები: qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•