ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროზე. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად ეკლესია ხისა ყოფილა, 1858-1859 წლებში კი ხის ადგილზე აგებულ იქნა ქვითკირის შენობა, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, არ ჰქონდა სახურავი და ლავგარდანი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აფსიდის ცენტრში გაჭრილია აგურისთაღიანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია იატაკის ქვის ფილები. აფსიდის მხრებზე აგურით ნაწყობი სატრიუმფო თაღი გადადის. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. ეკლესიის ფასადებზე კარგად სჩანს ორი სამშენებლო ფენა. კედელი მიწიდან სარტყელამდე რიყის ქვისაა, ხოლო მის ზემოთ ნატეხი ქვის.

1997 წელს მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა. წმინდა მარინეს ტაძარი დღესდღეობით ასრულებს საკათედრო ტაძრის ფუნქციას და აღესრულება ყოველდღიური მსახურება.

ამჟამად ტაძარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მას დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, ჩრდილოეთიდან კი სტოა. ტაძარი შემოსილია პერანგით. პერანგის ფილები ტუფის ქვისაა. მოხატულია ტაძრის საკურთხეველი.

2008 წელს ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვლის ინიციატივით და მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდა.

2009 წელს მიუმატეს მონასტერს ორ სართულიანი კომპლექსი. გაკეთდა გალავანი, აშენდა კოშკი, განახლდა ტაძარი, ტაძრის ეზოში აშენდა სასტუმრო კელიები და სასანთლე.

ამჟამად მონასტერს ჰყავს 4 წევრი. წინამძრვარი - მონაზონი მარინე, სქიმ-მონაზონი სერაფიმა, სამორჩილე მაია მიქაბერიძე, და სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე.

წინამძღვრის ინიციატივით და ხელისუფლების დახმარებით მონასტერში კეთდება უპოვართა სასადილო. გეგმაშია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აშენდეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტაძრის ანალოგი იქნება. მონასტრის წინამძღვარი აპირებს სასულიერო ცენტრის გაკეთებას, სადაც იქნება გალობის, ხატწერის, ქარგვის, თექის, ხეზე კვეთის, და სხვა საეკლესიო ხელოვნების შემსწავლელი წრეები, მოძღვართან შეხვედრები და საუბარი წინასწარ დაგეგმილ თემებზე. ასევე ღვთის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა კურთხევით გეგმაშია ძამის ხეობაში ახალი დედათა მონასტრის და ტაძრის მშენებლობის დაწყება.

მონაზონი მარინე, ერობაში ამალია, რაზმაძე დაიბადა 1957 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ ლაგოდეხში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ერევანში. ფლობს ქართულ, რუსულ და სომხურ ენებს. იყო დაოჯახებული. ცხოვრობდა გორის რაიონ სოფელ მარანაში. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1990 წლიდან. წლების მანძილზე დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2008 წლის 7 ივლისს მეუღლის ლოცვა-კურთხევით წავიდა ურბნისის დედათა მონასტერში, საიდანაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტერში. ამავე წლის 18 ივლისს მოხდა მისი მონაზვნად აღკვეცა და დაინიშნა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად.

2011 წლის 27 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს, ბოდბის დედათა მონასტერში პატრიარქმა აღავლინა სადღესასწაულო მსახურება, სადაც მონაზონი მარინე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

სქემ-მონაზონი სერაფიმა, ერში გუგული, ხინიკაძე დაიბადა 1932 წლის 5 სექტემბერს ოზურგეთის რაიონ სოფელ ძიმითში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ხაშურის მე-13 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საექთნო სასწავლებელში. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. იყო დაოჯახებული. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1956 წლიდან. 27 წლის განმავლობაში იყო ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეკონომოსი. 2000 წელს იტრიის დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად ეფემიას სახელით. 2010 წლის 10 თებერვალს აყვანილ იქნა დიდ სქემაში, სახელწოდებით სქიმ-მონაზონი სერაფიმა. 2011 წლის 19 თებერვლიდან მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით არის ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წევრი.

სამორჩილე მაია მიქაბერიძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. გამოცემული აქვს ლექსების 2 კრებული. დაოჯახებული არ ყოფილა.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 19 წლის ასაკიდან. 2002 წლიდან იგი დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან იგი ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.

სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე დაიბადა 1986 წლის 8 აგვისტოს ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. დაოჯახებული არ ყოფილა.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 12 წლის ასაკიდან. 2009 წლიდან დადიოდა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.

 მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროზე. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად ეკლესია ხისა ყოფილა, 1858-1859 წლებში კი ხის ადგილზე აგებულ იქნა ქვითკირის შენობა, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, არ ჰქონდა სახურავი და ლავგარდანი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აფსიდის ცენტრში გაჭრილია აგურისთაღიანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია იატაკის ქვის ფილები. აფსიდის მხრებზე აგურით ნაწყობი სატრიუმფო თაღი გადადის. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. ეკლესიის ფასადებზე კარგად სჩანს ორი სამშენებლო ფენა. კედელი მიწიდან სარტყელამდე რიყის ქვისაა, ხოლო მის ზემოთ ნატეხი ქვის.

1997 წელს მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა. წმინდა მარინეს ტაძარი დღესდღეობით ასრულებს საკათედრო ტაძრის ფუნქციას და აღესრულება ყოველდღიური მსახურება.

ამჟამად ტაძარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მას დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, ჩრდილოეთიდან კი სტოა. ტაძარი შემოსილია პერანგით. პერანგის ფილები ტუფის ქვისაა. მოხატულია ტაძრის საკურთხეველი.

2008 წელს ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვლის ინიციატივით და მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდა.

2009 წელს მიუმატეს მონასტერს ორ სართულიანი კომპლექსი. გაკეთდა გალავანი, აშენდა კოშკი, განახლდა ტაძარი, ტაძრის ეზოში აშენდა სასტუმრო კელიები და სასანთლე.

ამჟამად მონასტერს ჰყავს 4 წევრი. წინამძრვარი - მონაზონი მარინე, სქიმ-მონაზონი სერაფიმა, სამორჩილე მაია მიქაბერიძე, და სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე.

წინამძღვრის ინიციატივით და ხელისუფლების დახმარებით მონასტერში კეთდება უპოვართა სასადილო. გეგმაშია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აშენდეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტაძრის ანალოგი იქნება. მონასტრის წინამძღვარი აპირებს სასულიერო ცენტრის გაკეთებას, სადაც იქნება გალობის, ხატწერის, ქარგვის, თექის, ხეზე კვეთის, და სხვა საეკლესიო ხელოვნების შემსწავლელი წრეები, მოძღვართან შეხვედრები და საუბარი წინასწარ დაგეგმილ თემებზე. ასევე ღვთის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა კურთხევით გეგმაშია ძამის ხეობაში ახალი დედათა მონასტრის და ტაძრის მშენებლობის დაწყება.

მონაზონი მარინე, ერობაში ამალია, რაზმაძე დაიბადა 1957 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ ლაგოდეხში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ერევანში. ფლობს ქართულ, რუსულ და სომხურ ენებს. იყო დაოჯახებული. ცხოვრობდა გორის რაიონ სოფელ მარანაში. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1990 წლიდან. წლების მანძილზე დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2008 წლის 7 ივლისს მეუღლის ლოცვა-კურთხევით წავიდა ურბნისის დედათა მონასტერში, საიდანაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტერში. ამავე წლის 18 ივლისს მოხდა მისი მონაზვნად აღკვეცა და დაინიშნა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად.

2011 წლის 27 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს, ბოდბის დედათა მონასტერში პატრიარქმა აღავლინა სადღესასწაულო მსახურება, სადაც მონაზონი მარინე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

სქემ-მონაზონი სერაფიმა, ერში გუგული, ხინიკაძე დაიბადა 1932 წლის 5 სექტემბერს ოზურგეთის რაიონ სოფელ ძიმითში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ხაშურის მე-13 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საექთნო სასწავლებელში. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. იყო დაოჯახებული. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1956 წლიდან. 27 წლის განმავლობაში იყო ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეკონომოსი. 2000 წელს იტრიის დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად ეფემიას სახელით. 2010 წლის 10 თებერვალს აყვანილ იქნა დიდ სქემაში, სახელწოდებით სქიმ-მონაზონი სერაფიმა. 2011 წლის 19 თებერვლიდან მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით არის ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წევრი.

სამორჩილე მაია მიქაბერიძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. გამოცემული აქვს ლექსების 2 კრებული. დაოჯახებული არ ყოფილა.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 19 წლის ასაკიდან. 2002 წლიდან იგი დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან იგი ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.

სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე დაიბადა 1986 წლის 8 აგვისტოს ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. დაოჯახებული არ ყოფილა.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 12 წლის ასაკიდან. 2009 წლიდან დადიოდა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.

ტეგები: qwelly, qwellyland, დედათა მონასტერი, წმინდა მარინე, ხაშური

ნახვა: 965

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters