ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროზე. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად ეკლესია ხისა ყოფილა, 1858-1859 წლებში კი ხის ადგილზე აგებულ იქნა ქვითკირის შენობა, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, არ ჰქონდა სახურავი და ლავგარდანი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აფსიდის ცენტრში გაჭრილია აგურისთაღიანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია იატაკის ქვის ფილები. აფსიდის მხრებზე აგურით ნაწყობი სატრიუმფო თაღი გადადის. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. ეკლესიის ფასადებზე კარგად სჩანს ორი სამშენებლო ფენა. კედელი მიწიდან სარტყელამდე რიყის ქვისაა, ხოლო მის ზემოთ ნატეხი ქვის.
1997 წელს მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა. წმინდა მარინეს ტაძარი დღესდღეობით ასრულებს საკათედრო ტაძრის ფუნქციას და აღესრულება ყოველდღიური მსახურება.
ამჟამად ტაძარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მას დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, ჩრდილოეთიდან კი სტოა. ტაძარი შემოსილია პერანგით. პერანგის ფილები ტუფის ქვისაა. მოხატულია ტაძრის საკურთხეველი.
2008 წელს ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვლის ინიციატივით და მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდა.
2009 წელს მიუმატეს მონასტერს ორ სართულიანი კომპლექსი. გაკეთდა გალავანი, აშენდა კოშკი, განახლდა ტაძარი, ტაძრის ეზოში აშენდა სასტუმრო კელიები და სასანთლე.
ამჟამად მონასტერს ჰყავს 4 წევრი. წინამძრვარი - მონაზონი მარინე, სქიმ-მონაზონი სერაფიმა, სამორჩილე მაია მიქაბერიძე, და სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე.
წინამძღვრის ინიციატივით და ხელისუფლების დახმარებით მონასტერში კეთდება უპოვართა სასადილო. გეგმაშია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აშენდეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტაძრის ანალოგი იქნება. მონასტრის წინამძღვარი აპირებს სასულიერო ცენტრის გაკეთებას, სადაც იქნება გალობის, ხატწერის, ქარგვის, თექის, ხეზე კვეთის, და სხვა საეკლესიო ხელოვნების შემსწავლელი წრეები, მოძღვართან შეხვედრები და საუბარი წინასწარ დაგეგმილ თემებზე. ასევე ღვთის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა კურთხევით გეგმაშია ძამის ხეობაში ახალი დედათა მონასტრის და ტაძრის მშენებლობის დაწყება.
მონაზონი მარინე, ერობაში ამალია, რაზმაძე დაიბადა 1957 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ ლაგოდეხში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ერევანში. ფლობს ქართულ, რუსულ და სომხურ ენებს. იყო დაოჯახებული. ცხოვრობდა გორის რაიონ სოფელ მარანაში. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1990 წლიდან. წლების მანძილზე დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2008 წლის 7 ივლისს მეუღლის ლოცვა-კურთხევით წავიდა ურბნისის დედათა მონასტერში, საიდანაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტერში. ამავე წლის 18 ივლისს მოხდა მისი მონაზვნად აღკვეცა და დაინიშნა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად.
2011 წლის 27 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს, ბოდბის დედათა მონასტერში პატრიარქმა აღავლინა სადღესასწაულო მსახურება, სადაც მონაზონი მარინე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სქემ-მონაზონი სერაფიმა, ერში გუგული, ხინიკაძე დაიბადა 1932 წლის 5 სექტემბერს ოზურგეთის რაიონ სოფელ ძიმითში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ხაშურის მე-13 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საექთნო სასწავლებელში. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. იყო დაოჯახებული. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1956 წლიდან. 27 წლის განმავლობაში იყო ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეკონომოსი. 2000 წელს იტრიის დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად ეფემიას სახელით. 2010 წლის 10 თებერვალს აყვანილ იქნა დიდ სქემაში, სახელწოდებით სქიმ-მონაზონი სერაფიმა. 2011 წლის 19 თებერვლიდან მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით არის ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წევრი.
სამორჩილე მაია მიქაბერიძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. გამოცემული აქვს ლექსების 2 კრებული. დაოჯახებული არ ყოფილა.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 19 წლის ასაკიდან. 2002 წლიდან იგი დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან იგი ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.
სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე დაიბადა 1986 წლის 8 აგვისტოს ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. დაოჯახებული არ ყოფილა.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 12 წლის ასაკიდან. 2009 წლიდან დადიოდა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.
მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროზე. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად ეკლესია ხისა ყოფილა, 1858-1859 წლებში კი ხის ადგილზე აგებულ იქნა ქვითკირის შენობა, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, არ ჰქონდა სახურავი და ლავგარდანი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აფსიდის ცენტრში გაჭრილია აგურისთაღიანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია იატაკის ქვის ფილები. აფსიდის მხრებზე აგურით ნაწყობი სატრიუმფო თაღი გადადის. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. ეკლესიის ფასადებზე კარგად სჩანს ორი სამშენებლო ფენა. კედელი მიწიდან სარტყელამდე რიყის ქვისაა, ხოლო მის ზემოთ ნატეხი ქვის.
1997 წელს მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა. წმინდა მარინეს ტაძარი დღესდღეობით ასრულებს საკათედრო ტაძრის ფუნქციას და აღესრულება ყოველდღიური მსახურება.
ამჟამად ტაძარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მას დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, ჩრდილოეთიდან კი სტოა. ტაძარი შემოსილია პერანგით. პერანგის ფილები ტუფის ქვისაა. მოხატულია ტაძრის საკურთხეველი.
2008 წელს ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვლის ინიციატივით და მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდა.
2009 წელს მიუმატეს მონასტერს ორ სართულიანი კომპლექსი. გაკეთდა გალავანი, აშენდა კოშკი, განახლდა ტაძარი, ტაძრის ეზოში აშენდა სასტუმრო კელიები და სასანთლე.
ამჟამად მონასტერს ჰყავს 4 წევრი. წინამძრვარი - მონაზონი მარინე, სქიმ-მონაზონი სერაფიმა, სამორჩილე მაია მიქაბერიძე, და სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე.
წინამძღვრის ინიციატივით და ხელისუფლების დახმარებით მონასტერში კეთდება უპოვართა სასადილო. გეგმაშია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აშენდეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტაძრის ანალოგი იქნება. მონასტრის წინამძღვარი აპირებს სასულიერო ცენტრის გაკეთებას, სადაც იქნება გალობის, ხატწერის, ქარგვის, თექის, ხეზე კვეთის, და სხვა საეკლესიო ხელოვნების შემსწავლელი წრეები, მოძღვართან შეხვედრები და საუბარი წინასწარ დაგეგმილ თემებზე. ასევე ღვთის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა კურთხევით გეგმაშია ძამის ხეობაში ახალი დედათა მონასტრის და ტაძრის მშენებლობის დაწყება.
მონაზონი მარინე, ერობაში ამალია, რაზმაძე დაიბადა 1957 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ ლაგოდეხში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ერევანში. ფლობს ქართულ, რუსულ და სომხურ ენებს. იყო დაოჯახებული. ცხოვრობდა გორის რაიონ სოფელ მარანაში. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1990 წლიდან. წლების მანძილზე დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2008 წლის 7 ივლისს მეუღლის ლოცვა-კურთხევით წავიდა ურბნისის დედათა მონასტერში, საიდანაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტერში. ამავე წლის 18 ივლისს მოხდა მისი მონაზვნად აღკვეცა და დაინიშნა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად.
2011 წლის 27 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს, ბოდბის დედათა მონასტერში პატრიარქმა აღავლინა სადღესასწაულო მსახურება, სადაც მონაზონი მარინე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სქემ-მონაზონი სერაფიმა, ერში გუგული, ხინიკაძე დაიბადა 1932 წლის 5 სექტემბერს ოზურგეთის რაიონ სოფელ ძიმითში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქ. ხაშურის მე-13 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საექთნო სასწავლებელში. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. იყო დაოჯახებული. ჰყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1956 წლიდან. 27 წლის განმავლობაში იყო ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეკონომოსი. 2000 წელს იტრიის დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად ეფემიას სახელით. 2010 წლის 10 თებერვალს აყვანილ იქნა დიდ სქემაში, სახელწოდებით სქიმ-მონაზონი სერაფიმა. 2011 წლის 19 თებერვლიდან მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით არის ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წევრი.
სამორჩილე მაია მიქაბერიძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. გამოცემული აქვს ლექსების 2 კრებული. დაოჯახებული არ ყოფილა.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 19 წლის ასაკიდან. 2002 წლიდან იგი დადიოდა მონასტრებში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან იგი ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.
სამორჩილე თამარ მოდრეკელიძე დაიბადა 1986 წლის 8 აგვისტოს ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. დაოჯახებული არ ყოფილა.
ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 12 წლის ასაკიდან. 2009 წლიდან დადიოდა ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერში და ეცნობოდა მონასტრულ ცხოვრებას. 2011 წლიდან ცხოვრობს ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერში.
ტეგები: qwelly, qwellyland, დედათა მონასტერი, წმინდა მარინე, ხაშური
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•