სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ურბნიისისა და რუისის ეპარქიას, გამოეყო ხარშური და სურამი და ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა,და სწორედ ამ ეპარქიას ჩაუდგება სათავეში იღუმენი მამა სვიმეონ ცაკაშვილი!

      11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის თავმჯდომარეობით შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომლის მიერაც განხილულმა და გადაწყვეტილმა საკითხებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან რამდენიმე მღვდელმთავარი პენსიაზე იქნა გაშვებული, თუმცა მათ შეუნარჩუნდათ წოდება და წმიდა სინოდის წევრის სტატუსი. ამასთან ერთად შეიქმნა და გაიყო რამდენიმე ეპარქია. გაყოფილ ეპარქიებს შორის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფამ, რომელსაც მეუფე იობი (აქიაშვილი) ედგა სათავეში უკვე 1996 წ. 21 ოქტომბრიდან.11 ოქტომბერს კი გახდა ცნობილი, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან ეპარქიას გამოეყო სურამისა და ხაშურის ეპარქია, რომელსაც იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი) უხელმძღვანელებს, მას შემდეგ რაც 2013 წლის 3 ნოემბერს მოხდება მისი კურთხევა უმნიშვნელოვანესი მისიის დასაკისრებლად. "ხაშური დაინტერესდა მამა სვიმეონის მოღვაწეობით და გთავაზობთ მისი მოღვაწეობის შესახებ მცირე ბიოგრაფიულ ცნობებს.

მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) - ერისკაცობაში თემურ ცაკაშვილი, დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს. წარმოშობით კახეთიდან, სიღნაღის რაიონიდან, ქიზიყიდან გახლავთ. მამა სვიმეონი მეათე წელია, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მსახურობს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მონასტერში მოღვაწეობდა. კერძოდ ძამის ხეობაში – ტბეთის მონასტერში, აქვე აღიკვეცა ბერად 2004 წელს როდესაც 21 წლის იყო. შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში იმსახურა ერთი წელი რის შემდეგაც ყინწვისის წინამძღვრად გადაიყვანეს. მას შემდეგ კი ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღვარია ვიდრე 3 ნოემბრიდან არ გაუძღვება სურამისა და ხაშურის ეპარქიას. მისი უდიდესი დამსახურებაა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის, სამონასტრო ცხოვრების გაჩენა და გაძლიერება.

      ხაშურელი მრევლი მამა სვიმეონს მხოლოდ საუკეთესო სიტყვებით ახასიათებს და მის უდიდეს ღვაწლზე და სიკეთეზე საუბრობს მიუხედავად მისი მცირე ასაკისა. მალე ის მეუფე სვიმეონი იქნება და გაუძხვება ახალ ეპარქიას, რომელიც დახუნძლულია უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ტაძრებით, რომელთაც გამორჩეული მრევლი ჰყავთ და მამა სვიმეონსაც ვუსურვებთ გაამრავლოს და შემოიმტკიცოს მრევლი და მისი ლოცვით გააძლიეროს ეპარქია და სრულიად საქართველო.

ტეგები: Qwelly, Svimeon, ახალი_ეპისკოპოსი, სვიმეონი_ცაკაშვილი, ხაშური

ნახვა: 726

ბლოგ პოსტები

PlayerA: Cheap MapleStory Mesos, WoW Forever Gold & FC 27 Coins - Fast & Safe Delivery

გამოაქვეყნა PhuongYen_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Continuously grinding mobs, hoarding resources, and farming for hours consumes a significant amount of time. Playera covers multiple popular titles across classic MMORPGs, sci-fi fantasy, and sports simulations,…

გაგრძელება

U4gm Aion 2 When to Save Keys for Large Hidden Cubes

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 7:33am 0 კომენტარი

Large Hidden Cubes give Aion 2 players a new way to spend Hidden Cube Keys after the November 11 update. Each one costs 10 keys and offers 10 times the reward, making it tempting to save every key for a larger opening. Players planning their next…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters