
საქართველოს ცენტერალურ ნაწილში, იმიერ-ამიერის გასაყარზე, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს ხაშური. ხაშური ბუნებრივ მთებს გარეშემოურყავს და თავის გულში მოუქცევია, თითოქს დასცვას ცდილობსო - ჩრდილოეთიდან კავკასიონის ფერდობები, დასავლეთიდან ლიხის, გნებავთ სურამის ქედი, სამხრეთიდან თრიალეთის ქედი, მცირე კავკასიონსაც რომ უწოდებენ ხოლმე. აღმოსავლეთს რაც შეეხება, აქეთ ვაკეა და ხაშური დოღლაურის ცნობილ ველამდეა გადაჭიმული.
მას შემდეგ რაც, რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა 1801 წელს და ვიდრე 1917 წლამდე დღევანდელი ხაშური, თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1921 წელს, საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით კვლავ გორის მაზრის შემოადგენლობაშია, ხოლო უკვე 1930 წლიდან დამოუკიდებელ რაიონს წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით ხარაგაულის და ბოჯომის, ჩრდილოეთით საჩხერის და ქარელის, ხოლო სამხრეთით ბორჯომის რაიონები. ხაშურის რაიონი ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კვ კილომეტრია.
ხაშური თავისი კლიმატით ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის სარყელში ერთიანდება. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რაიონის რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს რაიონს. ნაწილი მისი შენაკადებისა თრიალეთის. ხოლო ნაწილი ლიხის ქედებიდან ჩამოედინებიან. რაიონის მცენარეულთა საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრფებული მუნიციპალიტეტი შედგება 13 ტერიტორიული ერთეულისგან. მათ შორის არის ერთი ქალაქის (ხაშური), ერთი დაბის (სურამი) და 11 სოფლის ტერიტორიული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), ხაშურის რაიონში მოსახლეობა 65 ათასამდეა. მისი ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები და სხვა.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა. ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული. XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილის "კალმასობის" მიხედვით:
"ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი, აგრეთვე წმინდა მარინეს ეკლესია."
ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩაეყარა. რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი - ფოთი-თბილისი - ხაშურზე გადიოდა: აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მაშტაბით. ამ პერიოდთან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას. ხაშურის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა მასზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველის ნებისმიერ რეგიონთან უმოკლეს დროში დაკავშირების საშუალებას იძლევა. 1872 წელს, კავკასიაში მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილი ნიკოლოზის ძე რომანოვის მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავად, ხაშურს ეწოდეს მიხაილოვო. 1918 წელს მას ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნეს.
1927-1934 წლებში სტალინისი ეწოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ხაშური ჰქვია. ხაშურის რაიონს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. იგი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა ქართველმა ხალხმა, სისხლხორცეულად არის დაკავშირებული რაიონის ცხოვრებასთან. ხაშურის რაიონს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, თანაბრად შეეხო საქართველოს ისტორიაში მომხდარი ცნობილი მოვლენები. ქვეყანაში შექმნილი ვითარება განაპირობებდა რაიონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე კულტურული ცხოვრების დონეს.
ტეგები: Khashuri, history, qwelly, ისტორია, საქართველოს_კუთხე, სკვერი, ქალაქი_ხაშური, ცენტრალური_ნაწილი, ხაშური, ხაშურის_ისტორია, მეტი...ხაშურის_მუნიციპალიტეტი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•