...თუ მას ერთად არ გავივლით

ცდები!

ცდები, როდესაც გგონია, რომ დედამიწა მრგვალია და მე არ მესმის შენი.

ცდები, როდესაც გგონია, რომ უშენობას მოაქვს ბედნიერება.

ცდები, როდესაც წვიმაში დგახარ და გაციების არ გეშინია.

ცდები, ოცნებებთანაც, როდესაც მათ ტოვებ.

მიმიფურთხებია ყველა,, ბედნიერი” რეალობისთვის, სადაც შენი სიგარეტის კვამლი არ ტრიალებს, სადაც მე და შენ ღიმილს არ ვიყოფთ, სადაც შენი დაკარგვის არ მეშინია.
მიმიფურთხებია ყველა ოქროს გზისთვის თუ მას ერთად არ გავივლით, მე შენს ბეწვის ხიდზე სიარული უფრო მეჩემება.

მიმიფურთხებია ყველა ღამისთვის სადაც მშვიდად მძინავს და ძილში არ მახსოვს თუ როგორ მენატრები.

ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა მზიან დღეს თუ იქ მე და შენი ჩრდილი ერთად არ ეცემა, თუ შენი თითები ჩემსას არ ათბობს.

თუ შენი ტკივილი ჩემი არაა, თუ შენს თვალებში ჩემს თავს ვეღარ ვხედავ.

რა აზრი აქვს ფრთების ყიდვას თუ ერთად არ ვიფრენთ, თუ წვიმის შემდეგ ცისარტყელა არ გამოვა ცაზე.

რა აზრი აქვს ისეთ დღეს სადაც მე შენ არ დაგელოდები, მიმიფურთხებია ყველა მორალის მკითხველისთვის, როცა მხოლოდ შენი სიტყვები მესმის, როცა ჩემთვის შენ ბედნიერების სინონიმი ხარ.

როცა ის ხარ, ვინც სხვა ვერ იქნებოდა და ისე მჭირდები, როგორც სხვა ვეერ დამჭირდებოდა.
ის ხარ ვის ღიმილზეც სამყაროს დავთმობ და დავივიწყებ რომ უკანასკნელი ეგოისტი ვარ.

ვისაც არ მეშინია ვუთხრა რომ ზოგჯერ სუსტი და უარაფრო არსება ვარ, ფრენის ოცნებას აყოლილი.

ის ხარ ვისთვისაც არასდროს არაფერი მითქვამს და სწორედ ამიტომ ყოველთვის ყველაფერი იცის.

ვისთანაც ვბავშვდები ვიბნევი და მავიწყდება, რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ მითია.

ამიტომ მიმიფურთხებია ყველასთვის და ყველაფრისთვის სადაც არ ხარ შენ…..

ყველა ოქროს გზისთვის თუ იქ ერთად არ წავალთ….

 

ტეგები: Qwelly, Qwellyland

ნახვა: 507

გამოხმაურებები!

გენაცვალე, როგორი თინეუჯერული გამოსვლა იყო :* :* :*

გენაცვალე შენ რედაქტირებაში :*
როცა არაფერი არაა სარედაქტირო და მაინც.....-_-
შენებურად  2-3ს მაინც გამოძებნი ...
და მაინც ...

ეგ შენ გგონია რომ არაფერი არაა მარი ;) ;) :* :* :*

დამეთანხმე რომ ასე უფრო კარგად გამოიყურება შენი პოსტი :P

ბუ_მ თქვა:

გენაცვალე შენ რედაქტირებაში :*
როცა არაფერი არაა სარედაქტირო და მაინც.....-_-
შენებურად  2-3ს მაინც გამოძებნი ...
და მაინც ...

martla tineijerulia :)) bu da gjera aseti siyvarulis ? :D 

როცა ასეთი სიყვარულით შეგიყვარდება შენც აუცილებლად დაიჯერებ ^^

Brolika Qiqava_მ თქვა:

martla tineijerulia :)) bu da gjera aseti siyvarulis ? :D 

sayvarelia 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters