23 აპრილს დიდი ბრიტანეთი დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის დაბადებიდან 445-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ ღონისძიებისთვის გამომცემლობამ The Times ”რომეო და ჯულიეტას” ავტორის შესახებ 10 ნაკლებადცნობილი ფაქტი გამოაქვეყნა.
1.მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ლონდონში ვითომდა შექსპირის სიცოცხლეში შესრულებული ერთადერთი პორტრეტი წარმოადგინეს, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა შექსპირი სინამდვილეში.
2.18 წლის უილიამის ანა ჰატაუეისთან, ადგილობრივი მიწათმფლობელის ქალიშვილზე, ქორწინება, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი იყო და გოგონას ფეხმძიმობამ გამოიწვია. ახალგაზრდა შექსპირი იძულებული გახდა სპეციალური კურთხევა ეთხოვა ქალაქ ვუსტერის ეპისკოპოსისთვის.
3. შექსპირის მიერ ანასთვის ნაანდერძევი ”მეორეხარისხოვანი საწოლი” იყო არა დამამცირებელი საჩუქარი, როგორც ითვლებოდა, არამედ, რომანტიული სიმბოლო, რომელიც მათი ქორწინების პირველი ღამის სიმბოლო იყო.
4. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის პიესებში მოქმედება ევროპის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, თავად დრამატურგი, სავარაუდოდ, არასოდეს გასცდენია ინგლისის საზღვრებს.
5. შექსპირმა ინგლისური ენა 1700 ახალი სიტყვით გაამდიდრა.
6. შექსპირის ცნობილი პიესის ”მეფე ლირი”-ს ფინალი 150 წლის განმავლობაში იმდენად ნაღვლიანად ითვლებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ორიგინალში არ დადგმულა.
7. დრამატურგის სიცოცხლეში მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები დღეისათვის ნაკლებადცნობილი ლექსი ”ვენერა და ადონისი” იყო.
8. როგორც მინიმუმ შექსპირის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ორი პიესა უგზო-უკვლოდ დაიკარგა: Love’s Labour’s Won (“სიყვარულის გამარჯვებისთვის გაწეული ძალისხმევა”) და Cardenio (“კარდენიო”).
9. ტყუპების ასე საყვარელი თემა, რომელიც ”მეთორმეტე ღამეში”, ისე ”შეცდომების კომედიაში” იჩენს თავს, შექსპირმა საკუთარი ცხოვრებიდან გადაიტანა ფურცლებზე. 1585 წელს მას ტყუპები შეეძინა: ვაჟი ჰემნეტი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა, და ქალიშვილი ჯუდიტი, რომელმაც 77 წლამდე იცოცხლა.
10. შექსპირის ნაწარმოებების ერთ-ერთი პირველი ეკრანიზაცია იყო ფილმი ”სცენები ”მეფე ჯონიდან”, რომელშიც მთავარი როლი ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა გერბერტ ბირბომ ტრიმ შეასრულა. ფილმი 1899 წელსაა გადაღებული

ტეგები: Literature, Qwelly, სადისკუსიოდ, უილიამ, ქართული, შექსპირი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 448

გამოხმაურებები!

Yvelaze magari giTxra Ciis, es faqtebi sheidzleba saerTod ar iyvnen masTan dakavshirebulni ((...sul sxva iyo..

:(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

George_მ თქვა:

Yvelaze magari giTxra Ciis, es faqtebi sheidzleba saerTod ar iyvnen masTan dakavshirebulni ((...sul sxva iyo..

აბა ვისზეა ბატონო გიორგი? :)

George_მ თქვა:

Yvelaze magari giTxra Ciis, es faqtebi sheidzleba saerTod ar iyvnen masTan dakavshirebulni ((...sul sxva iyo..

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters