2015 წელმა მოგვცა უკვე ტონი მორისონის ახალი შედევრი და რამოდენიმე წიგნის დებიუტი შედგა. პოსტში წარმოდგენილია ზაფხულის თბილ თვეებში წასაკითხი წიგნები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ.
ეს წიგნი არის ფანტასტიკის მოყვარულებისთვის, რომლის გამოშვების თარიღიც უკვე ცნობილია. ამბავი ეფუძნება რეალობას, 1908 წელს ებრაელი ანარქისტის მკვლელობას, რომელიც ავტორმა მოგვიანებით გარდაქმნა მხატვრულ ლიტერატურაში, მთავარი გმირი მიისწრაფვის პროექტის წარმატებისთვის, რისთვისაც იგი რამოდენიმე არასწორ ქმედებას ჩადის და უეცრად მისი სიცოცხლე სრულ ქაოსს ემსგავსება.
ავტორი აქვეყნებს ნოველებს 1980 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ცნობილი გახდა ბოლო პერიოდია, იგი გულმოდგინედ იკვლევს პატარა ამბებს, მისი ახალი ნოველა ნამდვილი გამოწვევაა, იგი მოგვითხორბს ებრაელ ბიჭზე არონზე და პოლონეთის გეტოზე მეორე მსოფლიო ომის დროს.
"ფოთლების სახლის" ავტორი დაგვიბრუნდა ახალი ნაწარმეობით. ამბავი იწყება მაისის ერთი წვიმიანი დღით, როდესაც 12 წლის ხანცერი გაუბედავად სწავლობს მათემატიკას მამამისის მანქანაში, როდესაც შტორმი დაიწყება. ხანცერის ისტორია კავშირშია სხვების ამბავთან, ავტორი ფრაგმენტების მეშვეობით ცდილობს გადმოსცეს მკითხველს ამბავი.
ავტორი ჯესიკა კნოლის თქმით მისი სადებიუტო წიგნის მიზანია, რომ დონ დნეიპერი და სხვა მამრობითი სქესის გმირები, მდედრობითი სქესის ვერსიად განიხილოს და მან ეს წარმოაჩინა ანაში, რომელსაც ქონდა ყველა ეს თვისება - უყვარდა სამსახური და საქმროს აღმერთებდა, მან ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაიტანა, რომლებსაც ღირსეულად გაუძლო.
ყველა სანაპირო საკურორტო ზონად არ გამოდგება, ზოგიერთი მათგანზე გაბატონებულია ძალადობა. ნიკოლსის ნოველის განვითარება ხდება მალორკაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, შესანიშნავი ადგილი გაქცევისთვის. ამბავი არის 4 გაქცეულზე, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის შეცდომებზე ისწავლონ. ზაფხულის მშვიდ დღეებში ამ წიგნის წაკითხვით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
შესაძლოა არ გსმენიათ ამ ავტორის შესახებ, იგი არის Farrar, Straus და Giroux_ის გამომცემელი, ცნობილი როგორც პოეტი და მთარგმნელი. პირველ რიგში მას აქვს სიღრმისეული ცოდნა საგამომცებლო საკითხებში და მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილება მხატვრულ ლიტერატურაში. ეს არის მისი სადებიუტო რომანი, სადაც არის პროფესიული, შესაძლოა რომანტიული სასიყვარულო სამკუთხედი ნიჭიერ პოეტსა და ორ გამომცემელს შორის.
დაწერილია სანამ ავტორი განმარტოებულია თავისთვის კუნძულზე ნორვეგიის ზღვაში, სადაც მზე არ ჩადის თვეების განმავლობაში, მან გამოაქვეყნა ინგლისურ-ნორვეგიული პოემები, იგი ლირიკულ აქცენტებს აკეთებს კულტურათაშორის ურთიერთგაგებაზე.
ავტორი დაიბადა მანილაში და ამჟამად ცხოვრობს ნიუ იორკში. მისი სადებიუტო კოლექცია იკვლევს ტრაექტორიას ცხრა ამბავში, რომელიც ორიენტირებულია ფილიპინელთა დიასპორაზე.
ავტორმა თავის ბოლო ნოველაში, "ასი წლის სახლი", დაამტკიცა რომ მას აქვს მკითხველის მიზიდვის უნარი. მუსიკა ომის დროს, გააერთიანა რამოდენიმე პატარა ამბავი - სამი ამბავი, რომელიც ეფუძნება უნგრულ ლეგენდებს, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით.
ნაწარმოები არის ორ დაზე, მდიდარი, მაგრამ რთული ოჯახიდან. მან ეს ნაწარმოები დაწერა მას შემდეგ რაც დაჯილდოებული იყო სტიპენდიით ფანტასტიკურ ჟანრში.
ნაწარმოების სახელწოდების სახლის მნიშვნელობა კითხვისნიშნიშ ქვეშ დგას - აქ იგულისხმება ფიზიკური სივრცე, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ნივთები, თუ გრძნობების ის საფეხური, როდესაც გარშემორტყმული ხარ იმათით, ვისთანაც კარგად გრძნობ თავს. ნაწარმოებში ავტორი ორივე ვერსიას ამტკიცებს. როდესაც მემამულის ბინას საფრთხე ემუქრება, მას და მის ახლობლებს ბევრი რამის გადატანა მოუწევთ, და ისინი იძულებულნი არიან გადააფასონ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათთვის.
ჰარი პოტერის ფანები დაბრუნდებიან ჰერმიონას დროში, მოჯადოებული ობიექტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს უკან იმოგზაუროს. ჯადოსნური რომანი არის ტელეგრაფისტზე, რომლის მოგზაურობაც იწყება მაშინ, როდესაც საათი იხსნის მას ბომბისგან.
მწერალი თავის ნაწარმოებში იკვლევს, რომ ადამიანს აქვს ხარვეზები როდესაც საქმე ეხება ენას. ის განიხილავს რამდენიმე პერსონაჟს, რომლებსაც აქვთ გაუგებრობა იმის შორის, თუ რას გრძნობენ და როგორ ამბობენ შემდეგ ამას.
მის სადებიუტო რომანში ავტორი იკვლევს ოჯახურ სიტუაციებს - მოღალატე მშობლები და დაჩაგრული ბავშვები. ავტორი განიხილავს იმედგაცრუებებს და წარსულში დარჩენილ ოცნებებს.
მისი ნოველა გამოირჩევა მოქმედებებით და ინტრიგებით, მაგრამ ეს არ არის ტრილერი. იგი აერთიანებს ფიზიკურ და ღრმა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს დღევანდელ ცხოვრებაში, წიგნი მკითხველს უტოვებს კითხვის ნიშანს თუ რა გზით ვცხოვრობთ.
ამბავი იწყება ერთი კაცის ისტორიით, რომელიც სწავლობს ყველაფერს თავიდან როგორც ყველა ბავშვი, უმარტივესი კითხვებიდან დაწყებული, რომლის მდგომარეობაც მალე იცვლება, ის აღმოაჩენს სიმართლეს და იმ მდგომარეობას რაშიც იმყოფება.
რომანი აქცენტს აკეთებს ქალზე, რომელიც განსაკუთრებით წვალობს მონაცემების შეყვანაზე, სასოწარკვეთილი მუშაობა მას აიძულებს გარემოსგან იზოლაციას.
მწერალს აქამდე არ გამოუქვეყნებია რომანი, თუმცა მისი პატარა მოთხრობები ყოველთვის იბეჭდებოდა ცნობილ ჟურნალებში. ეს მისი სადებიუტო რომანია.
ტეგები: Kleeman", Lidia, Like, Louisa, Luckiest Girl Alive, Making, Makkai, Mark Z. Danielewski, Mia, Mine, მეტი...Muse, Music, Naomi, Natasha, Night, Novel, Peter Nichols, Phillips, Pierpont, Pulley, Rebecca, Rocks, Rocks", muse, novel, ზაფხული, ლიტერატურა
თათია, ეგ წიგნი 2 ივნისს გამოვა, თან ეგეც არ იყოს, მგონი ისეთი თეთრი ღამეები არ იქნება, შენ რომ გიყვარს :)))
თათია_მ თქვა:
მე წავიკითხავდი, "მზით განათებულ ღამეს". მზე - დღეა, მე კი, დღიანი ღამეები მიყვარს ^^ თუ მოგეპოვებათ ეს წიგნი, მათხოვეთ :)
nini, რომელია შენთვის კარგი წიგნი? ან უფრო სწორად - როგორია?
nini_მ თქვა:
ეს წიგნი უფრო საინტერესოდ მიმაჩნია ამ შემთხვევაში,რადგან არ ვარ ფანტასტიკის მოყვარული.თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია.თავისებურად ყველა კარგი იქნება რათქმაუნდა)))
ჩემთვის კარგი წიგნი არის "ცხოვრებისეული" ისტორიული,ფსიქოლოგიური რომანი))
"უსასრულო სახლი" "ბავშვების პატარა ზურგი" ამ ორით მოვიხიბლე)))
"წიგნი არონზე", "კარგად ნაცნობი მაისის ერთი წვიმიანი დღე" და "კლდეები" იქნება საინტერესო :)
ხასიათსაც გააჩნია, შეიძლება ყველა წამეკითხა ან არცერთი :D ისე ამათზე გადაღებული ფილმებიც საინტერესო იქნებოდა
თქვენ შეგიძლიათ ჩემნაირი სხეული გქონდეთ - ნეტავ რა სხეულზეა საუბარი?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•