–იცოდი თუ არა,რომ იუდა გაგყიდდა?
–იცოდა სატანამ.ღვთაება არ აცდუნებს კაცს,ღვთაება სცდის მას.სატანამ აცდუნა იგი,მხოლოდ მე გამოვცადე იგი,როდესაც ბაწარი მივეცი ხელში.
–დაწყევლილი არის თუ არა იუდა შენგან?
–არა!
–რატომ?
–იუდამ იხსნა თერთმეტი კაცის სული წაწყმედისაგან.
–მაშ,რატომ არ ახსნი იუდას საუკუნოდ დასმულ დაღს?
–იმიტომ,რომ იუდა იყო სატანისმიერი და არა ღვთისმიერი.
–მაშინ გამოდის,რომ სატანამ გძლია შენ.
–ასე იქნებოდა მაშინ,იუდას რომ თავი არ მოეკლა.
–გჯეროდა თუ არა,როდესაც გოლგოთაზე მიდიოდი,რომ ჯვარს გაცვამდნენ ადამიანები?
–არა!
–რისი იმედი გქონდა?
–ხალხის!
–განა ხალხმა არ გაგცვალა შენ ავაზაკში?
–ხალხმა!
–გამოდის,რომ აქაც სატანამ გძლია შენ!
–არა,რადგან ეს არ იყო ცდუნება,ეს იყო გამოცდა.
–და ხალხმა ვერ გაუძლო ამ გამოცდას?
–ვერა!
–რატომ?
–ხალხი სასწაულს ელოდა ჩემგან და იმიტომ გამცვალა ავაზაკში,ავაზაკისაგან კი არაფერს ელოდა ხალხი.ეს იყო მეორე,ნაადრევი გამოცდა ადამის ძისა ჩე მიერ და შეცდომა ჩემი.
–პირველი როდისღა იყო?
–როდესაც ადამიანს სამოთხეში მივეცი ბინა და აგარაკი.არა სხვისი ნებით,არამედ ოფლით თავისით,სისხლით თავისით და რწმენით თავისით უნდა მოვიდეს კაცი სამოთხეში.
–მაშ,როდისღა დაიჯერე, რომ ჯვარცმა და აღსრულება გარდაუვალი იყო?
–როდესაც ჯვარცმულმა ჩემ წინაშე მდგომარენი ვიხილე,დედაი ჩემი და მოწაფე იგი,რომელი მიყვარდა და ვრქვი დედასა ჩემსა:დედაკაცო,აჰა,ძე შენი! და მერე მოწაფესა მას ვრქვი:–აჰა,დედაი შენი!და იგი დარჩა დედაჩემთან,ვითარცა კაცი ჩემ მაგიერი,ხოლო დედა ჩემი მასთან,ვითარცა სული წმინდა,სული ღვთაებრივი.
ტეგები: ლიტერატურა, Literature, Qwelly, literature, nodar dumbadze, qwelly, ავტორი, ამონარიდები, დუმბაძე, იესო, მეტი...ნოდარ დუმბაძე, ქართული, ქველი, ცნობილი_ავტორი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•