„დიდოსტატის მარჯვენა“ X საკუნის მიწურულისა და XI საუკუნის დასაწყისის ამბებსგვისურათებს. ნაწარმოების ძირითადი პრობლემაა ხელოვნების ბედი მონარქიულ სახელმწიფოში. უდიდედს ხელოვნად გამსახურდიამ გამოიყვანა ლაზი კონსტანტინე არსაკიძე. იგი ჭეშმარიტი ხელოვანია, რომელიც ერის სამსახურში დგას და, საბოლოოდ, თავის საყვარელ საქმესა და მის მიერ შექმნილ სვეტიცხოველს ეწირება.როდესაც საქართველოს მეფემ, გიორგიმ მას სვეტიცხოვლის აშენება მიანდო, ეს არსაკიძისათვის, ერთის მხრივ, უდიდესი პატივი იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, ამ პატივის გამო უმარავ მტერს იძენს. არსაკიძე არის ხელოვანი, რომელიც უარყოფს ბიზანტიურ და ბერძნულ ტაძართა მიმბაძველობას. მას სურს შექმნას უნიკალური ძეგლი და ეს მართლაც ასე მოხდება. მასში ცდილობს გამოაჩინოს ქართული სული. 

არსაკიძე ჯერ მელქისედეკ კათალიკოსმა შეიძულა, რადგამ იგი ღმერთთან შერკინებულ კაცს ხატავდა და ზოგჯერ წირვასაც აცდენდა ხოლმე. მისი მტერი გახდა ფარსმან სპარსიც, რადგან სვეტიცხოვლის აგება არსაკიძეს მიანდეს. გიორგი პირველი არ აყვებოდა ფარსმან სპარსისა და მელქსიდეკის ჭორებს საქმე მის საყვარელ ქალამდე - შორენამდე რომ არ მისულიყო.
„დიდოსტატის მარჯვენის“ ძალიან საინტერესო პერსონაჟია მეფე გიორგი. მას ძალიან მძიმე დროში და, ამავე დროს, 12 წლისას მოუხდა გამეფება. მისი ბედი ტრაგიკულია. მას, უპირიველეს ყოვლისა, სამეფო ვალი აწევს ზურგზე. მუდმივად უწევს სხვებისათვის ანგარიშის გაწევა. მას ძალიან უყვარს შორენა, თუმცა ამ სიყვარულს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი აქვს. გარდა იმისა, რომ იგი ურჩი ფეოდალის ქალიშვილია, მას ცოლი ჰყავს. მას მუდმივად აკონტროლებს მელქისედეკ კათალიკოსი. ამ სიყვარულის რეალიზაციის არანაირი საშუალება არ არის.
შორენა მხოლოდ ლამაზი ქალი არ არის. იგი ძლიერი ხასიათის პიროვნებაა, რომელსაც არც დედოფლობა სურს და არც პრივილეგირებული მდგომარეობა სიყვარულის სანაცვლოდ. იგი თავის ბავშვობის სიყვარულს არაფერში გაცვლის, გარდა ამისა, მეფემ მამამისს ურჩობისათვის თვალები დასთხარა. მაშინ, როდესაც გიორგიმ შორენა დაიახლოვა და თავის სასახლეში გადმოიყვანა, მეტოქედ გამოჩნდა არსაკიძე. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი გიორგის მიერ მისთვის მარჯვენის მოკვეთისა. ყოველივე ამის შემდეგ თავს იკლავს შორენაც.
შორენა, კონსტანტინე და გიორგი ტრაგიკული ბედის ადამიანები არიან. მათ მოუწიათ ისეთ დროში და ისეთ ვითარებაში ცხოვრება, რომ ფაქტობრივად საკუთარი თავების შეწირვა მოუხდათ. ვფიქრობ, მეფე გიორგი არ არის ცუდი პიროვნება. მას ბავშვობიდან მოუხდა მეფის ტვირთვის ზიდვა და უმარავ რაიმესთან გამკლავება და ყოველივე ამის შემდეგ, რაც მას სურდა იყო შორენას სიყვარული. ეს სიყვარული იყო მისი ბედნიერების ერთადერთი საშუალება, თუმცა მისი განხორციელების არანაირი საშუალება არ არსებობდა. ამ ყველაფერმა ჩამოაყალიბა გიორგი მკაცრ პიროვნებად, რომელიც არავის ინდობს, ვინც შორენაში შეეცილება.

„დიონისოს ღიმილი“. რომანი „დიონისოს ღიმილი“ ახალი სიტყვაა ქართულ რომანისტიკაში. მისი ნოვატორობა მდგომარეობს შემდეგში - ქართულ ლიტერატურაში პირველად გამოჩნდა ევროპულად განსწავლული პერსონაჟი; კონსტანტინე სავარსამიძე, მართალია, განათლებული პიროვნებაა და ბევრ სოციალურ-ეთიკურ საკითხზე უფიქრია, მაგრამ იგი მაინც გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. ეს რომანი, ნოვატორულია იმითაც, რომ ეს არის ცდა რეალისტური და მოდერნისტური პრინციპების გაერთიანებისა.
„დიონისოს ღიმილში“ კონსტანტინემ დაგვიხატა ჩვენი თავადაზნაურობის ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი, რომელიც ევროპული განსწავლულობით ვერ შეგუებია საქართველოს ახალ სინამდვილეს. მან ვერ გაძლო უცხო მხარეში და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ვერ შეძლოა არსებულ რეალობას შეჰგუებოდა.
კონსტანტინე სავარსაიძე მრავალპლანიანი სახეა. იგი იმედებით სავსე ახალგაზრდაა, უმრავი გზა სცადა. არის მებრძოლი, თუმცა ხშირად არასწორი გზებით მიდის. მიუხედავად ამისა, იგი მარცხდება ცხოვრებაში და დამარცხდა ყველაფერში - სიყვარულში, მეგობრობაში, კარიერის კიბეზეც.
„დიონისოს ღიმილი“ არ არის აგებული ერთ სიუჟეტურ ხაზზე, თუმცა ნაწარმოების ძირითადი ხერხემალი მაინც სავარსამიძისა და ჯენეტის სიყვარულია. მართალია, კონსტანტინეს მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია, მაგრამ ჯენეტის სიყვარულს ბოლომდე ინარჩუნებს. როცა ყველაზე სასოწრაკვეთილი და დაქანცულია საკმარისია ჯენეტი დაინახოს და მაშინვე ეცვლება განწყობა. საბოლოოდ, ჯენეტი და კონსტანტინე ერთმანეთს ისევ ხვდებიან, თუმცა ორივე ცხოვრებისაგან დაღლილი და ვნებაჩამქრალია. კონსტანტინე კვლავ ჯენეტის გაუბედურების მიზეზი ხდება, როდესაც მის ერთადერთ ავადმყოფ შვილს ცხენზე შესვამს და ეს გახდება მისი ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი თხზულებაში არის ტაია შელია, ქართველი გლეხი. მისი სახება ყოველთვის თან დაჰყვება სავარსამიძეს და სამშობლოსთან აკავშირებს. ტაია შელია გამოირჩევა ინდივიდუალობითა და კოლორიტულობით.

ტეგები: Qwelly, გამსახურდი, განხილვა, დიდოსტატის, კონსტანტინე, მარჯვენა, ქართული

ნახვა: 6959

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters